ქვემო ქედის მეორე სადგომი

ქვემო ქედის მეორე სადგომი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფლელ ქვემო ქედის ჩრდილოეთით 0,5-1 კილომეტრზე. დიდგვერდად წოდებულ ადგილზე. მინდორზე თარიღდება გვიანდელი მუსტიეს ხანით.

სადგომი 1964 წელს გამოავლინა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კავკასიის ქვის ხანის რაზმმა. ძეგლზე ნაპოვნია მონაცრისფრო კაჟის მოგრძო, ორფერდა სამკუთხედისებრი წვეტანა, რომელიც გაფორმებულია ლამელაზე. ლამელას ფაცეტირებული, ამოზნექილი დარტყმის მოედანი აქვს.

ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა

რედაქტირება