ფილიპინების ისტორია
პრეისტორიული ეპოქა
რედაქტირებაპრეისტორიული პერიოდი ფილიპინებზე მოიცავს ეპოქას არქიპელაგზე პირველი ჰომინიდების გამოჩენიდან საუკუნეებამდე, როდესაც ფილიპინების ადრეული წერილობითი ისტორია დაიწყო, როდესაც შეიქმნა პირველი წერილობითი ძეგლები ბრინჯაოს ფირფიტებზე — ქვეყნის ყველაზე ადრეული წერილობითი ძეგლები (en:Laguna Copperplate Inscription).
ფილიპინების არქიპელაგზე პალეოლითური ტექნოლოგიის სისტემატიური გამოყენება თარიღდება ძვ. წ. 50 ათასი წლით. ქვის ხანა ამ კუნძულებზე დასრულდა დაახლოებით ძვ. წ. 500 წელს, როცა გამოჩნდა პირველი ლითონის იარაღები.
დადგენილია, რომ დაახლოებით 30 ათასი წლის წინ კუნძულებზე შემოაღწიეს ნეგრიტოსებმა, თანამედროვე აეტების - ფილიპინელი აბორიგენების წინაპრებმა. ისინი წარმოშობით ცენტრალური აზიიდან არიან, რომლებმაც გაიარეს ინდოეთის სუბკონტინენტი, ანდამანის კუნძულები, საიდანაც მაშინდელი სახმელეთო ხიდებით მიაღწიეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას. ნეგრიტოსების ნაწილი დასახლდა მალაიზიაში, ნაწილი კი გადაადგილდა ფილიპინების მიმართულებით. ზოგიერთი მეცნიერი სკეპტიკურად უყურებს ასეთ ადრეულ პერიოდში ამ ადგილას ადამიანთა განსახლებას. იმ პერიოდის ნასახლარები ან რაიმე სხვა არქიტექტურული ძეგლები შემონახული არ არის.
2007 წელს არმანდ სალვადორ მიხანესმა კალიანოს ხეობაში ლუსონის კუნძულზე აღმოაჩინა ადამიანის ჩონჩხის ძვლები ასაკით 66,7 ± 1 ათასი წლისა. ეს არის თითქმის 20 ათასი წლით უფრო ახალგაზრდა ადამიანი, ვიდრე მანამდე ცნობილი ადამიანი ტაბონიდან, რომელიც ასაკით დაახლოებით 47 ± 11 ათასი წლისაა. კალიანოში აღმოჩნდა ჰომო საპიენსის ტერფის ძვლის კარგად შენახული ნაწილი.
ადრეული ისტორია
რედაქტირებაადრეული ისტორიის პერიოდი მიეკუთვნება VII—XV ს.ს. ამ პერიოდში მრავალი ინდო-მალაიური საზღვაო სამეფოები აღმოცენდა. ევროპელთათვის ფილიპინების კარი გაიღო ფერნანდო მაგელანის აღმოჩენის შედეგად, რომელიც იქვე დაიღუპა შიდაკონფლიქტში ჩარევის გამო 1521 წელს.
XIV საუკუნეში გამოჩნდნენ აქ არაბები. XIV-XVI საუკუნეებში ფილიპინების ნაწილი (არქიპელაგი სელუ, მინდანაო, ლუსონის ნაწილი) ნომინალურად ექვემდებარებოდა მაჯაპაჰიტის იმპერიას. XVI საუკუნისათვის ფილიპინების არქიპელაგის ტომები და ხალხები საზოგადოებრივი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე იმყოფებოდნენ. ყველაზე განვითარებული ფეოდალური სამთავროები იყო სებუს, პანაისა და ლუსონის კუნძულებსა და არქიპელაგ სულუზე. ევროპელების მოსვლამდე კუნძულების ჩრდილოეთში (თანამედროვე მანილას სიახლოვეს) მმართველობდნენ რაჯები, რომლებიც, არახელსაყრელი ისტორიული პირობების გამო, ხარკს უხდიდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოს შრივიჯაიას. თუმცა ამ დროისათვის ისინი უკვე საკმარისად ფლობდნენ შიდამმართველობით სტრუქტურულ ერთეულებს.
ტონდოს სამეფო
რედაქტირებატონდო — შუა საუკუნეების ფილიპინური სამეფო, რომელიც მდებარეობდა მანილას ყურეში. კონკრეტულად, მდინარე პასიგის ჩრდილოეთით, ლუსონის კუნძულზე. იხსენიება ადრეულ ფილიპინურ ხელნაწერებში: Laguna Copperplate Inscription (ინგლ.). არსებობდა დაახლოებით 900 წელი; XV საუკუნეში მას შეეხო ისლამიზაცია.
ესპანეთის პერიოდი (1521—1898)
რედაქტირება1521 წელს ესპანელთა ექსპედიცია ფერნანდო მაგელანის მეთაურობით გადადის ფილიპინებზე. 1565 წლის 27 აპრილს ესპანელი კონკისტადორი მიგელ ლოპეს დე ლეგასპი 400 შეიარაღებული ჯარისკაცით გადავიდა სებუში და დააარსა პირველი ესპანური დასახლება კუნძულებზე. 1543 წელს კუნძულებს უწოდებენ ფილიპინებს ესპანეთის მეფის ფილიპე II-ის პატივსაცემად. ტერიტორია დაექვემდებარა „ახალი ესპანეთის“ ვიცე-მეფეს (მეფისნაცვალს). დამყარდა საზღვაო კავშირი ურდანეტის გზაზე (აკაპულკო-მანილა). ფართო გავრცელება ჰპოვა ესპანურმა ენამ და კათოლიციზმმა, სამხრეთით მდებარე მუსულმანებით დასახლებულ დაუმორჩილებელ კუნძულებამდე.
1564-1572 წლებში ესპანელმა კოლონიზატორებმა დაიმორჩილეს ფილიპინების მნიშვნელოვანი ნაწილი.
1571 წლის 9 ივნისს დაარსდა „ახალი ესპანეთის“ დედაქალაქი მანილა დე ლეგასპის მიერ. გარდაიცვალა ადგილობრივი რაჯა სულეიმანი ბანგკუსაის ბრძოლაში.
1762 წელს, სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ, აღმოსავლეთ ინდოეთიდან მოსულმა დიდი ბრიტანეთის კოლონიურმა ჯარებმა აიღეს მანილა, თუმცა მომდევნო წელს ის კვლავ ესპანეთის ხელში გადავიდა. ესპანეთის მტრებმა ხელი შეუწყეს ამ ადგილებში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აყვავებას. აქ ანტიესპანურად იყვნენ განწყობილი მუსლიმები და ადგილობრივი ჩინური დიასპორა.
XIX საუკუნეში გაჩნდა ადგილობრივი ფილიპინელებისა და ესპანელი კათოლიკების ახალი ფენა – კრეოლები და მეტისები, რომლებიც სათავეში ჩაუდგნენ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ესპანეთის მეფის წინააღმდეგ. 1896 წელს დაიწყო ანტიესპანური აჯანყება და იმავე წელს დააპატიმრეს და ჩამოახრჩვეს ყველაზე ცნობილი და აქტიური პროპაგანდისტი ხოსე რისალი. ამის შემდეგ მთელი ძალით დაწყებულ ფილიპინების რევოლუციას ხელმძღვანელობდა საზოგადოება „სამი კ“ (Kataastaasan at Kagalang Katipunan ng mga Anak ng Bayan), ან «კაპიტუნანი». ეს იყო საიდუმლო რევოლუციური ორგანიზაცია, რომელიც დააარსა ანდრეს ბონიფაციომ და მოგვიანებით მას ხელმძღვანელობდა ემილიო აგინალდო. 1897 წელს შეიქმნა დამოუკიდებელი ფილიპინების რესპუბლიკა. 1898 წლისათვის რევოლუციონერებმა თითქმის განდევნეს კუნძულებიდან ესპანელი კონკისტადორები. 1898 წლის 10 დეკემბერს ესპანეთსა და აშშ-ს შორის პარიზში ხელმოწერილი საზავო ხელშეკრულებით ესპანეთმა ფილიპინები აშშ-ს დაუთმო.
ესპანელთა მმართველობის თითქმის მთელ მანძილზე ხდებოდა აჯანყებები, რომლებიც წარუმატებლად სრულდებოდა. ასევე, ესპანელი კოლონიზატორები აწარმოებდნენ სამხრეთის კუნძულებზე მცხოვრებ მუსლიმ მოსახლეობასთან დაუსრულებელ ომებს, რომლებმაც მთლიანად გამოფიტეს ადგილობრივი ესპანელი კოლონიზატორების ძალები და დაასუსტა მათი მმართველობა, რამაც შესაძლებელი გახადა ახალი დამოუკიდებელი რესპუბლიკის აღმოცენება ამ რეგიონში.
ამერიკის პერიოდი (1898—1946)
რედაქტირება1898 წლის პარიზის ხელშეკრულების თანახმად, ესპანეთ-ამერიკის ომის შემდგომ ესპანეთმა აშშ-ს გადასცა ფილიპინები, კუბა, გუამი და პუერტო-რიკო 20 მილიონ დოლარად.
1898 წლის 12 ივნისს ფილიპინებმა ემილიო აგინალდოს მეთაურობით გამოაცხადა ესპანეთისაგან დამოუკიდებლობა. ამან წარმოშვა აშშ-ფილიპინების ომი, რომელიც 1901 წელს დამთავრდა, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ბრძოლები 1913 წლამდე მიმდინარეობდა. ფილიპინების კუნძულები გახდა ამერიკაზე დამოკიდებული (საკუთარი მთავრობით, რომელსაც განსაზღვრული უფლებები ჰქონდა) და მხოლოდ 1935 წელს მიიღო ავტონომიის სტატუსი აშშ-ს ფარგლებში. იმ დროს, როცა ფილიპინები წარმოადგენდა ავტონომიას, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში წარმოდგენილი იყო ერთი აურჩეველი დეპუტატით. (ახლა ასევეა წარმოდგენილი ვაშინგტონი, გუამი, პუერტო-რიკო და აშშ-ის ვირჯინის კუნძულები).
მეორე მსოფლიო ომის დროს ფილიპინები ოკუპირებულ იქნა იაპონიის მიერ.
დამოუკიდებელი ფილიპინები
რედაქტირებააშშ-საგან დამოუკიდებლობა ფილიპინებს მიენიჭა 1946 წლის ივლისში. ფილიპინების დამოუკიდებელი მესამე რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა მანუელ როხასი. თუმცა ფილიპინები ამ პერიოდში ძლიერ იყო დამოკიდებული აშშ-ზე ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით. შეერთებულმა შტატებმა თავისი სამხედრო ბაზებისათვის მიიღო ფილიპინების ტერიტორია 99 წლიანი იჯარის ვადით. 1967 წელს იჯარის ვადა შემცირებული იქნა 25 წლით. როხასის ადმინისტრაციამ ამნისტია მიანიჭა ყველას, ვინც თანამშრომლობდა ოკუპაციის პერიოდში იაპონიის ხელისუფლებასთან, იმ პირთა გამოკლებით, ვინც ჩაიდინა ძალადობრივი დანაშაულები.
როხასის სიკვდილის შემდეგ 1948 წელს პრეზიდენტი გახდა ელპიდიო კირინო. მან შეძლო სახელმწიფო ვალის შემცირება გადასახადების გაზრდის ხარჯზე და წარმატებით გაუმკლავდა ხუკბალახაპის კომუნისტურ რაზმებს.
1953 წელს პრეზიდენტად იქნა არჩეული რამონ მაგსაისაი. ის ძალიან პოპულარული იყო უბრალო ადამიანთა შორის ეკონომიკური და მიწათმოქმედების რეფორმებით. მაგსაისაი 1957 წელს დაიღუპა ავიაკატასტროფაში.
იგი შეცვალა კარლოს პოლესტიკო გარსიამ, რომელმაც წარმატებით ჩაატარა მოლაპარაკებები აშშ-სთან და სამხედრო ბაზების მიწის იჯარასთან დაკავშირებით, თუმცა მისი ადმინისტრაცია კორუმპირებულობის გამო გახდა ძალიან არასასურველი და არაპოპულარული.
1961 წელს პრეზიდენტად აირჩიეს დიოსდადო მაკაპაგალი. მისი პრეზიდენტობისას გაიზარდა აშშ-სგან ფილიპინების დამოუკიდებლობის ხარისხი.
1965 წელს მაკაპაგალი დამარცხდა მოწინააღმდეგე ფერდინანდ მარკოსის წინააღმდეგ არჩევნებში. სხვა ადმინისტრაციებისაგან განსხვავებით, მისი ღონისძიებებიდან ხელისუფლების პირველ პერიოდში გამოყოფენ ”ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას”, რომელიც თანაბრად შეეხო არქიპელაგის ყველა კუნძულს. ა969 წელს მარკოსი ხელმეორე ვადით აირჩიეს.
80-ანი წლებიდან ფილიპინების ხელისუფლებაში მოდის ჩინური წარმოშობის პირველი ქალი პრეზიდენტი აზიის ისტორიაში. ეს იყო კორასონ აკინო, ფილიპინელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბენინგო აკინოს (1932-1983) მეუღლე. იგი პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულებას შეუდგა 1986 წელს. ის გახდა დემოკრატიული რეფორმების სიმბოლო ფილიპინებზე. მიღებულ იქნა ფილიპინების ახალი კონსტიტუცია. მრეწველობის მრავალ სფეროში გატარდა სახელისუფლებო რეფორმები, მათ შორის აგრარულ სფეროში. აკინომ მიაღწია აგრეთვე ამერიკული სამხედრო ბაზების ქვეყნიდან გაყვანას.
1986—1987 წ.წ. მოხდა ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების ექვსი მცდელობა. მათ შორის ყველაზე მსხვილი 1987 წელის 28 აგვისტოს მოხდა, რომლის დროსაც გარდაიცვალა 53 ადამიანი და დაიჭრა 200-მდე. მათ შორის დაიჭრა თავად კორასონ აკინოს ვაჟი. მე-7 აჯანყების მცდელობის დროს 1989 წლის იანვარში დაიღუპა 99 ადამიანი. თუმცა აკინოს ჩამოგდების ყველა მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.
კორასონმა 1992 წელს უარი თქვა კიდევ ერთხელ წამოეყენებინა საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარი თავი. მან მხარი დაუჭირა ახალ კანდიდატს – ფიდელ რამოსს.
1998 წელს პრეზიდენტად არჩეულ იქნა ჯოზეფ ესტრადა. 2001 წელს ესტრადა გადადგა.
დღეისათვის, 2010 წელს პრეზიდენტად არჩეულია ბენინგო აკინო-უმცროსი, კორასონ აკინოს ვაჟი.