მანუელ როხასი (ტაგალ. Manuel Acuña Roxas; დ. 1 იანვარი, 1892, კაპისი, ფილიპინები — გ. 15 აპრილი, 1948, კლარკის ავიაბაზა ანჯელისი, ფილიპინები) — ფილიპინელი პოლიტიკოსი, ფილიპინების პირველი პრეზიდენტი აშშ-ისაგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ (1946—1948 წწ.).

მანუელ როხასი
მანუელ როხასი
ფილიპინების პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 მაისი, 1946 – 15 აპრილი, 1948
წინამორბედისერხიო ოსმენია
მემკვიდრეელპიდიო კირინო

ფილიპინების სენატის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 ივლისი, 1945 – 25 მაისი, 1946
პრეზიდენტისერხიო ოსმენია
წინამორბედიმანუელ კესონი
მემკვიდრეხოსე აველინო

ფილიპინების ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 ნოემბერი, 1938 – 28 აგვისტო, 1941
პრეზიდენტიმანუელ კესონი
წინამორბედიანტონიო დე ლას ალასი
მემკვიდრესერაფინ მარაბუტი

ფილიპინების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1922 – 1933
წინამორბედიკინტინ პარედესი
მემკვიდრესერხიო ოსმენია

დაბადებული1 იანვარი, 1892
კაპისი, ფილიპინები
გარდაცვლილი15 აპრილი, 1948
ანჯელისი, ფილიპინები
მამახერარდო როხასი
დედაროზარიო აკუნია
მეუღლეტრინიდად დე ლეონი
შვილებიმარია როსარიო, ხერარდო როხასი
განათლებაფილიპინების უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი
ხელმოწერა

დაიბადა 1892 წელს. 1913 წელს დაამთავრა ფილიპინების უნივერსიტეტი იურისტის სპეციალობით. 1917 წელს მშობლიური ქალაქის კაპისის მუნიციპალიტეტში არჩევით დაიწყო მისი პოლიტიკური კარიერა. 1919–1921 წლებში კაპისის პროვინციის გუბერნატორია. 1935–1938 წლებში ფილიპინების საკანონმდებლო კრების დეპუტატია, ხოლო 1938–1941 წლებში — ფინანსთა მინისტრი. იაპონური ოკუპაციის შემდეგ მხარი დაუჭირა პრო-იაპონურ პრეზიდენტ ხოსე ლაურელის, რის გამოც ომის შემდეგ დაადანაშაულეს კოლაბორაციონიზმში. დაგლას მაკარტურის მხარდაჭერის შემდეგ ბრალდება მოუხსნეს.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების დროს მანუელ როხასი სენატის თავმჯდომარეა. 1946 წლის 28 მაისს აირჩიეს ფილიპინების თანამეგობრობის პრეზიდენტად. 1946 წლის 4 ივლისს, მას შემდეგ, რაც ფილიპინებმა დამოუკიდებლობა მიიღო ამერიკისაგან გახდა დამოუკიდებელი ფილიპინების პირველი პრეზიდენტი.

გარდაიცვალა 1948 წლის 15 აპრილის გულის შეტევით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება