მანუელ კესონი
მანუელ ლუის კესონ-ი-მოლინა (ესპ. Manuel Luis Quezon y Molina; დ. 19 აგვისტო, 1878, ბალერი, ფილიპინები — გ. 1 აგვისტო, 1944, სარანკ-ლეიკი, აშშ) — ფილიპინების მეორე პრეზიდენტი თანამეგობრობის პერიოდში და პირველი საერთო სახალხო არჩევნების შედეგად ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი.
მანუელ კესონი | |
ფილიპინების პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 ნოემბერი, 1935 – 1 აგვისტო, 1944 | |
წინამორბედი | ემილიო აგინალდო |
მემკვიდრე | სერხიო ოსმენია |
დაბადებული | 19 აგვისტო, 1878 ბალერი, ფილიპინები |
გარდაცვლილი | 1 აგვისტო, 1944 სარანაკ-ლეიკი, აშშ |
პოლიტიკური პარტია | ნაციონალისტური პარტია |
მამა | ლუსიო კესონი |
დედა | მარია დოლორეს მოლინა |
მეუღლე | ავრორა ანტონია არაგონ-ი-მოლინა |
შვილები | 4 |
დაიბადა ესპანურ ენაზე მოსაუბრე მეტისების ოჯახში. დაწყებითი განათლება სახლში მიიღო. მონაწილეობდა აშშ-ფილიპინების ომში. ომის დასრულების შემდეგ დასრულა მანილის სან-ტომასის უნივერსიტეტი. 1907 წელს გახდა ფილიპინების ასამბლეის წევრი. 1909 წელა აირჩიეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრად. თანამეგობრობის გამოცხადების შემდეგ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი. აიღო ხმების 68 % და დაამარცხა ემილიო აგინალდო და ეპისკოპოსი გრეგორიო აგლიპაი.მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მხარი დაუჭირა ებრაელების ჩაყვანას ფილიპინებში. 1941 წელს აირჩიეს მეორე ვადით. ამავე წელს იაპონიის არმიის შეჭრის შემდეგ იძულებული გახდა გაქცეულიყო ავსტრალიაში, შემდეგ კი აშშ-ში, სადაც ჩამოაყალიბა მთავრობა დევნილობაში. 1944 წელს გარდაიცვალა ტუბერკულოზით, საკუთარ სახლში და დაკრძალეს არლინგტონის სასაფლაოზე.
მისი პატივისცემის ნიშანად მისი სახელი ეწოდა კესონ-სიტის, რომელიც 1948-1976 წლებში იყო ფილიპინების დედაქალაქი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მანუელ კესონი დაარქივებული 2012-10-26 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)