დიოსდადო მაკაპაგალი
დიოსდადო პანგან მაკაპაგალი ( დ. 28 სექტემბერი, 1910, ლუბაო, პამპანგა —- გ. 21 აპრილი, 1997 ) — ფილიპინების რიგით მე-9 პრეზიდენტი, 1961–1965 წლებში და მე-6 ვიცე-პრეზიდენტი 1957–1961 წლებში. იგი აგრეთვე იყო წარმომადგენელთა პალატის წევრი და მეთაურობდა 1970 წლის საკონსტიტუციო ყრილობას. ის არის ფილიპინების მე-14 პრეზიდენტის (2001–2010) , გლორია მაკაპაგალ-აროიოს მამა.
დიოსდადო მაკაპაგალი Diosdado Macapagal | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
---|---|
30 დეკემბერი, 1961 – 30 დეკემბერი, 1965 | |
წინამორბედი | კარლოს პოლესტიკო გარსია |
მემკვიდრე | ფერდინანდ მარკოსი |
დაბადებული | 28 სექტემბერი, 1910 ლუბაო, პამპანგა |
გარდაცვლილი | 21 აპრილი, 1997 მაკატი |
მოქალაქეობა | ფილიპინები |
ეროვნება | ფილიპინელი |
პოლიტიკური პარტია | ლიბერალური პარტია |
შვილები | გლორია მაკაპაგალ-არიო |
საქმიანობა | ადვოკატი, პროფესორი |
რელიგია | კათოლიკე |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებამაკაპაგალმა დაამთავრა ფილიპინების უნივერსიტეტი და წმ. თომას უნივერსიტეტი, რის შემდეგაც ის მუშაობდა ადვოკატად მთავრობის სამსახურში. მან გაიმარჯვა 1949 წლის არჩევნებში და გახდა წარმომადგენლობითი პალატის წევრი, იგი წარმოადგენდა თავის მშობლიურ პროვინცია პამპანგას. 1957 წელს კარლოს პოლესტიკო გარსიას პრეზიდენტობის დროს იგი გახდა ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც შემდგომ დაამარცხა 1961 წლის არჩევნებში.
მაკაპაგალის პრეზიდენტობის პერიოდში, კორუფცია და მექრთამეობა აღმოიფხვრა და მოხდა ეკონომიკის სტიმულირება, ქვეყანაში პირველად მიიღეს კანონი მიწის რეფორმის შესახებ. ვალუტის გადამცვლელ ბაზარზე ადგილი დაიმკივდრა პესომ და მოხდა უცხოური ვალუტის გაცვლის და იმპორტის კონტროლის ლიბერალიზაცია. მისი მრავალი რეფორმა კონგრესის ნაციონალური პარტიის მიერ იქნა ხელშეშლილი. განმეორებით არჩევნებში 1965 წელს მაკაპაგალი დამარცხდა ფერდინანდ მარკოსთან, რომელიც შემდგომ ფილიპინებს მართავდა 21 წლის განმავლობაში.
ფერდინანდ მარკოსის პრეზიდენტობის დროს, მაკაპაგალი აირჩიეს საკონსტიტუციო ყრილობის პრეზიდენტად, რომელიც მოგვიანებით 1973 წლის კონსტიტუციის წინამორბედად მოგვევლინა, როგორც მოდერნიზებული და ლეგიტიმური.
გარდაცვალება
რედაქტირებამაკაპაგალი გარდაიცვალა გულის დაავადებით, პნევმონიით და თირკმლის უკმარისობით, 1997 წელს, 86 წლის ასაკში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Macapagal.com – Diosdado Macapagal
- Office of the President of the Philippines დაარქივებული 2007-06-09 საიტზე Wayback Machine.
- Office of the Vice President of the Philippines დაარქივებული 2007-06-09 საიტზე Wayback Machine.
- House of Representatives of the Philippines დაარქივებული 2020-06-04 საიტზე Wayback Machine.