ნეგრიტოსები (სიტყვიდან negrito (/nɪˈɡriːtoʊ/), მრ.რ. negritos, «ნეგრიტოსები» — ესპანური სიტყვა negro-ს შემცირებული მნიშვნელობის ფორმა — «შავი», «ნეგრ») — მუქკანიანი და შედარებით დაბალი ხალხების ჯგუფი, რომლებიც ცხოვრობენ სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტროპიკულ ტყეებში, მელანეზიის ზოგიერთ კუნძულზე. აგრეთვე, ავსტრალიის კონტინენტის ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში და მის მიმდებარე ცალკეულ კუნძულზე. მათი საშუალო სიმაღლე შეადგენს 1,40 მ.- 1,55 მ.

ალი აეტას ხალხიდან, ფილიპინები

შემადგენლობა

რედაქტირება

ნეგრიტოსება მიეკუთვნებიან:

წარმომავლობა და ისტორია

რედაქტირება

მრავალი ეტიმოლოგი თვლის, რომ ნეგრიტოსები არიან აზიის ძირძველი მოსახლეობა. ისინი აქ დასახლდნენ აფრიკიდან წამოსული უძველესი მიგრაციული პროცესების შედეგად. ნეგრიტოსები ვედებთან ერთად ადრეული პერიოდიდან დასახლდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის დიდ ნაწილზე. მათგან გამოყოფილმა შტომ დაახლოებით 40 ათასი წლის წინ დაიკავა ახალი გვინეა და მელანეზიის ზოგიერთი კუნძული, აგრეთვე ავსტრალია და გახდნენ პაპუასების, მელანეზიელების, აინების და ავსტრალიელების აბორიგენთა წინაპრები. ყველა მათგანს, აგრეთვე (ვედოიდებს, რომლებიც ცხოვრობენ შრი-ლანკაზე, ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ზოგიერთ სხვა ქვეყნებში) დღეს ერთ ჯგუფად - ავსტრალოიდურ რასად აერთიანებენ.

ჩრდილოეთიდან მიწათმოქმედი ტაი-კადაური, ავსტროაზიური და ავსტრონეზიური ხალხების გავრცელებამ მთლიანად განდევნა ძველი ტერიტორიებიდან ნეგრიტოსები. მათ მხოლოდ ის მცირე კუნძულები შეინარჩუნეს, რომლებზედაც სახლობენ დღეს.

ნეგრიტოსთა ტომები არაერთხელ გამხდარან მონათვაჭრების მსხვერპლნი. პირატები ხშირად იჭერდნენ ანდამანის კუნძულთა მცხოვრებთ და მიჰყავდათ ”პატარა შავი მონები” ბირმელ, სიამელ, მალაიელ, ინდოელ დიდებულებთან. მსგავსი ბედი გაიზიარა XVIII და XIX საუკუნეში მალაკის ნახევარკუნძულის ძირძველ შავკანიან მოსახლეობას (ორანგ-ასლი), რომლებზეც ნადირობედნნ ბატაკები.

ნათესაური კავშირები

რედაქტირება

რიგი გარეგნული ნიშნების მიხედვით ნეგრიტოსები ახლოს დგანან აფრიკელ პიგმეებთან. თუმცა მრავალი გენეტიკური პარამეტრით გამოირჩევიან როგორც პიგმმებისაგან ასევე, მრავალი შავი აფრიკელისგან (კონგოიდების ან ვიწრო გაგებით ნეგროიდული რასისაგან). ბოლომდე არ არის გამოკვლეული ნეგრიტოსების ნათესაობა შრი-ლანკის მოსახლეობასთან, ვედებთან, რომლებიც მიეკუთვნებიან აგრეთვე ავსტრალოიდურ რასას. ვედებს თმები ძირითადად არა ხვეული, არამედ შლილი (სწორი) აქვთ. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ვედები მიეკუთვნებიან აფრიკიდან გამოსულთა სხვა, უფრო გვიანდელ ტალღას. სხვა თეორიები ორივე ხალხს თვლიან ერთი და იმავე ჯგუფის შტოებად.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება