ანდამანელებიანდამანის კუნძულების ძირძველი მოსახლეობა. დღეისათვის მათი რაოდენობა ძალიან მცირეა — დაახლოებით 200/300 ადამიანი ჯარავას ტომიდან და დაახლოებით 100 ადამიანი ონგეს ტომიდან და აგრეთვე, დაახლოებით 50 ადამიანი დიდი ანდამანებიდან. ჩრდილოეთით, სენტინელის კუნძულზე ცხოვრობენ სენტინელები, რომლებიც გაურბიან კონტაქტებს. მათი რაოდენობა უცნობია. ინდოეთის ხელისუფლებამ ანდამანები შეიტანა ოფიციალურად რეგისტრირებუი ტომების სიაში და ხელს უწყობს აბორიგენების იზოლაციას.

Great Andamanese - two men - 1875.jpg
დიდი ანდამანელები - ორი მამაკაცი - 1875

განსახლების არეალი

რედაქტირება
 
ანდამანელთა განსახლების ადგილი

ანდამანელები, დღეისათვის, ცხოვრობენ ანდამანის კუნძულების შიდა უბნებში და პატარა ჩრდილოეთ სენტინელის კუნძულზე. მათი ნაწილი, ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, გადასახლდა სტრეიტის კუნძულზე. პოლიტიკურად კუნძულები შედის ინდოეთის შემადგენლობაში, თუმცა გეოგრაფიულად ახლოს არიან მიანმასთან. განლაგებულია ჩ.გ. 10 და 15 გრადუსებს შორის. კუნძულების ჯგუფში შედის — ჩრდილოეთ ანდამანი, შუა ანდამანი, სამხრეთ ანდამანი, მცირე ანდამანი, რატლენდი და სხვა წვრილ-წვრილი კუნძულები.

წარმომავლობა

რედაქტირება

არსებობდა ჰიპოთეზა, რომ ანდამანელები არიან აფრიკელი მონების შთამომავლები, რომლებიც პორტუგალიელებს გადაჰყავდათ. გემმა კატასტროფა განიცადა, ხოლო გადარჩენილმა მონებმა ანდამანის კუნძულებს შეაფარეს თავი.

დღეისათვის დადგენილია, რომ ესენი არიან ნეგრიტოსების, მონათესავე სემანგებისა და აეტას მოსახლეობის ნარჩენები. მათი რასობრივი ტიპი, ასევე, მსგავსია აფრიკელი პიგმეებისა. მათი სიმაღლე ძალიან დაბალია — 4 ფუტი 10 დიუმი (1,43 მ.) მამაკაცები, ხოლო ქალები კიდევ უფრო დაბალი. კანის ფერი გარდამავალია შავიდან ყავისფერ-წითლამდე (ონგებთან).

XVIII საუკუნეში კუნძულები დაიპყრო ინგლისმა. კოლონიზაციამ გამოიწვია ეპიდემია და აბორიგენთა სწრაფი სიკვდილიანობა. ინგლისელებმა დაიჭირეს აქ 12 ტომი 5000 კაცის რაოდენობით. XX საუკუნის დასაწყისში 625 ადამიანიღა დარჩა. ევროპელთა მოსვლამდე კუნძულები იპყრობდა მრავალი ავანტიურისტის ყურადღებას. აქ მოდიოდნენ არაბი მონათვაჭრები, მალაიელი და ჩინელი მეკობრეები. XVIII საუკუნის დასაწყისში აქ იყო კახოჯი ანგრის თავშესაფარი, რომელმაც ერთხელ დაიჭირა ბომბეის ბრიტანელი გუბერნატორი და მიიღო გამოსასყიდი — ტყვია და შხამი. არაერთხელ შეუპყრია აქ მას ნიდერლანდელები, პორტუგალიელები და ინგლისელები. ის უძლეველი რჩებოდა თავის აღსასრულამდე 1729 წლიდან 1789 წლამდე.

ბრიტანელმა ოფიცერმა არჩიბალდ ბლერმა აქ, სამხრეთ ანდამანის კუნძულზე დააარსა ოსტ-ინდოეთის კომპანიის საყრდენი პუნქტი. ჯარავას ტომი გამოვიდა დამპყრობლების წინააღმდეგ ისრებითა და ისრებითა და მშვილდებით, მაგრამ სადამსჯელო ზომებს შეეჯახა. ამ ადგილას ახლა მდებარეობს ადმინისტრაციული ცენტრი — პორტ-ბლერი. კუნძულის კოლონიური ფლობის მრავალი წლის შემდეგ, ის მიათვალეს ინდოეთის მიწებს, რომელმაც 1947 წელს მიიღო დამოუკიდებლობა. პორტ-ბლერის ძველი ნაწილი ინარჩუნებს უძველეს სახეს. სახლები ძირითადად, ორსართულიანია. სამი პატარა ქუჩა და მონუმენტი აღმართულია კოლონიალიზმის მსხვერპლთა პატივსაცემად. ქალაქში ბევრია სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლობები და ტაძრები: ინდუისტური, ბუდისტური, კრიშნაიტური, ადვენტისტური და სხვ. აბორიგენები იღებენ ჰუმანიტარულ დახმარებას. დღეისათვის კუნძულის ბევრი ადგილი ინდოელებით არის დასახლებული.

ანთროპოლოგიური ტიპი

რედაქტირება

ანთროპოლოგიური ტიპი — ნეგრიტოსები, დიდი ავსტრალოიდური რასის განშტოება.

ენები და ტომები

რედაქტირება

ანდამანელები იყოფიან ჯგუფებად (ტომებად):

  • ჩრდილოეთის (აკა-კარი, აკა-კორა, აკა-ბოა, აკა-ჯერი, აკა-ბეა) — დღეისათვის გაერთიანებული არიან ერთ ტომად (დიდი ანდამანები)
  • სამხრეთის (ონგე და ჯარავა)
  • დიდი სენტინელის და რუტლენდის (რატლენდის) კუნძულების მცხოვრებნი. უკანასკნელები გადაშენდნენ XX საუკუნის დასაწყისში.

ენები: ჩრდილოანდამანური (დიდი ანდამანური), ონგე და ჯარავა, იყოფა რიგ დიალექტებად. ეს ენები ქმნიან საკუთარ ანდამანურ ენათა ოჯახს. არსებობს ჰიპოთეზა ამ ენების ნათესაობაზე პაპუასების ენებთან, აგრეთვე, ინდოეთისა და ნეპალის იზოლირებული ხალხების ენებთან — კუსუნდასა და ნიჰალისთან.

ენობრივ-ლინგვისტური დაყოფის გარდა, ისინი იყოფიან ორ ჯგუფად: არიოტო და ერემტაგი, რაც ნიშნავს სანაპიროს და ტყის ჯგუფებს.

სანაპირო ზოლის ანდამანების საქმიანობა — მეთევზეობა და ზღვის კუების ჭერა.

ტყის ანდამანების საქმიანობა - ნადირობა. ძირითადად გარეულ ღორებზე ნადირობენ.

იარაღი - მშვილდ-ისარი და ჰარპუნი (სატყორცნი იარაღი, იგივე ბარჯი, რომელსაც იყენებენ ვეშაპებსა და დიდ თევზებზე სანადიროდ), ნადირობისას იყენებენ ძაღლებსაც.

სამხრეთ ანდამანების სახლები - მრგვალი კონუსური სახურავით; ჩრდილოეთის ანდამანების - სწორკუთხოვანი ორფერდა სახურავით. ტყის ანდამანები, ჩვეულებრივ ცხოვრობდნენ დიდ საერთო სახლში მთელი საზოგადოება ერთად, სანაპიროს ანდამანები კი პატარა ფაცხებში ცალკეულ ოჯახებად. ახალგაზრდები ქორწინებამდე ცხოვრობდნენ მამაკაცთა სახლებში. 10 წლამდე ბიჭები ცხოვრობენ მშობლებთან, ხოლო გოგონები შემდგომაც აგრძელებენ მშობლებთან ერთად ცხოვრებას. ანდამანები ეწევიან მოხეტიალე ცხოვრებას. საკვებს აცხობენ ან წვავენ ღია ცეცხლზე.

ტრადიციული ჩასაცმელი — მცენარეული ბოჭკოსაგან დამზადებული თეძოს სახვევი. ჩრდილოეთ ანდამანებში ატარებენ გრძელ თმებს, ხოლო სამხრეთში იპარსავენ ძირამდე, ონგეს ტომი იჭრის მოკლედ. ზოგჯერ, გვხვდება ულვაშები და წვერი. ოგნეს ტომი იღებავს სახეს თიხით.

მარკო პოლოს მოგზაურობის პერიოდიდან გავრცელებული იყო აზრი, რომ ანდამანები არიან კანიბალები. თუმცა ეს აზრი დღეისათვის უარყოფილია. ისინი არიან ჩვეულებრივი, კარგი აგებულების, დახვეწილი ადამიანები.

სოციალური ურთიერთობები

რედაქტირება

ორგანიზაცია — ტომობრივი. ტომები იყოფა კლანებად. ცნობები ანდამანების შესახებ ცოტაა, თუმცა ცნობილია, რომ მათ, მაგალითად, არ ჰყავდათ ტომის ბელადი და არც კერძო საკუთრება. ისინი, ვისაც ევროპელები ბელადებად მოიხსენიებენ, როგორც ჩანს, სხვა ფუნქციას ასრულებდნენ.

სქესობრივ მომწიფებას აღწევენ 15 წლის ასაკში. ქორწინების საშუალო ასაკად 25 წელი ითვლება. შეუღლებამდე ინტიმური კავშირები დამახასიათებელია, მაგრამ შეუღლების შემდეგ ღალატი შეიძლება ცოლის სიცოცხლის ფასი ღირდეს და ზოგჯერ საყვარლისაც. საქორწინო ცერემონია უბრალოა. საქმრო გარბის ტყეში სხვადასხვა მოძრაობების შესრულებით, ხოლო ნათესავები არწმუნებენ უკან დაბრუნდეს. ის ბრუნდება, იჩოქებს მუხლებზე პატარძლის წინ, რის შემდეგაც ქორწინება დასრულებულად ითვლება. ერთ-ერთი მეუღლის სიკვდილის შემდეგ მეორეს შეუძლია ხელახლა დაქორწინდეს.

გარდაცვლილს კრძალავენ ვაკეზე, სადაც მას 3 თვეს ტოვებენ (ეს არის გლოვის პერიოდი). ბავშვებს კრძალავენ იატაკის ქვეშ. გლოვის გასვლის შემდეგ ძვლებს ამოთხრიან, ჭრიან და აკეთებენ მათგან სამკაულებს.

სულიერი კულტურა

რედაქტირება

ანდამანების რელიგიაზე ცნობილია ძალიან ცოტა რამ — ხალხი თითქმის გადაშენდა.

ძირითადი კულტი — პულუგუ (ბილიკუ) და ტარაი, ზაფხულისა და ზამთრის მუსონების სულებია. მათთან არის დაკავშირებული სეზონის და ბუნების მოვლენების ცვლილებებზე წარმოდგენა.

კულტურული გმირი — ტომო (პირველადამიანი, შთამომავლებისათვის რეწვის მასწავლებელი).

გავრცელებულია ზებუნებრივი ძალების კულტი, მაგია.

ანდამანელებს სჯერათ, რომ გარდაცვლილი უფროსების სულები გარდაიქმნებიან ზებუნებრივ ძალებად, ხოლო გადაცვლილი ბავშვების სულები ხელახლა მოევლინებიან დედამიწაზე ახალ ბავშვებად.

მითებში არის მსგავსება ავსტრალელებთან, რომელთა წინაპრები ატარებდნენ ცხოველთა სახელებს. ეს არის ტოტემიზმის კვალი. ბევრად მეტია შემორჩენილი ანიმიზმის მაგალითები, რომელიც დაკავშირებულია შამანების მოღვაწეობასთან. ბუნების სულები მეტწილად ეჩვენებოდათ ბოროტად. სულებს ერქვათ ლაუ ან ჩაუგა, ჯურუ-ვინი, ზღვის სული, მზის სხივის მომტანი ჩოლი, ერემ-ჩაუგალა და სხვა.

ძირითადი გასართობი — ცეკვები. ცეკვავს ორივე სქესი, თითქმის ყოველდღე. ცეკვები ერთფეროვანია მუსიკის გარეშე, სიმღერის თანხლებით. ანდამანებს აქვთ ლეგენდა წყალდიდობაზე. მათ სჯერათ, რომ მათი კუნძული გაყოფილია წყალდიდობის შედეგად, რომელმაც გამოიწვია მათი ტომების დაიყოფაც. არსებობს საჩუქრების გაცვლის ტრადიცია, რომელიც ამყარებს მეგობრობას სხვადასხვა გვარებსა და ტომებს შორის, თუმცა არსებობს მათ შორის ქიშპიც.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება