აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა
(გადამისამართდა გვერდიდან წარმომადგენელთა პალატა)
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა (ინგლ. United States House of Representatives, ხშირად უბრალოდ House) — აშშ-ის კონგრესის ორი პალატიდან ერთ-ერთი. კონგრესის მეორე პალატაა აშშ-ის სენატი.
წარმომადგენელთა პალატის წევრები აშშ-ის ყოველი შტატიდან აირჩევიან. თითოეული შტატისთვის წარმომადგენელთა რაოდენობა შტატის მოსახლეობის პროპორციულად განისაზღვრება. 1929 წელს მიღებული აქტით დღეს წარმომადგენელთა პალატის წევრების საერთო რაოდენობაა 435. წარმომადგენელთა პალატის არჩევნები იმართება ორ წელწადში ერთხელ.
წარმომადგენელთა პალატას ხელმძღვანელობს სპიკერი, რომელიც წევრების მიერაა არჩეული.
ხშირად წარმომადგენელთა პალატა მიიჩნევა კონგრესის „ქვედა პალატად“, ხოლო სენატი „ზედა პალატად“. თუმცა აშშ-ის კონსტიტუცია მსგავს სიტყვებს არ იყენებს.