მაიკ ჯონსონი
ჯეიმზ მაიკლ ჯონსონი, იგივე მაიკ ჯონსონი (ინგლ. Mike Johnson; დ. 30 იანვარი, 1972) – ამერიკელი პოლიტიკოსი, რესპუბლიკური პარტიის წევრი და წარმომადგენელთა პალატის მოქმედი, 56-ე სპიკერი.
პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე მუშაობდა იურისტად[1].
2015 წელს აირჩიეს შტატ ლუიზიანას წარმომადგენელთა პალატის წევრად, 2016 წელს კი შეერთებული შტატების.
2023 წლის 25 ოქტომბერს აირჩიეს წარმომადგენელთა პალატის სპიკერად[2]. ამ თანამდებობაზე ასევე რესპუბლიკელი, კევინ მაკ-კართი ჩაანაცვლა.