ფერგუსონი (ინგლ. Fergusson) — ერთ-ერთი ვულკანური, უდიდესი კუნძული დ’ანტრკასტოს კუნძულებში, სოლომონის ზღვაში. შედის პაპუა-ახალი გვინეის შემადგენლობაში. კუნძულზე წარმოდგენილია სამი დიდი ვულკანი. კუნძულის ფართობი შეადგენს 1436,7 კმ²-ს. 1971 წლის აღწერის მონაცემებით კუნძულის მოსახლეობა 13 000 კაცს შეადგენდა. სიმჭიდროვე — 9,049 კაცი/კმ². ადმინისტრაციულად მიეკუთვნება რეგიონ პაპუას პროვინცია მილნ-ბეის. კუნძულზე მთავარი დასახლებული პუნქტია სალამო.

ფერგუსონი
მშობ. სახელი: ინგლ. Fergusson
გეოგრაფია
ფერგუსონი — პაპუა-ახალი გვინეა
ფერგუსონი
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 9°30′00″ ს. გ. 150°40′00″ ა. გ. / 9.50000° ს. გ. 150.66667° ა. გ. / -9.50000; 150.66667
ფართობი 1436,7 კმ²
სიგრძე 64 კმ
სიგანე 7 — 30 კმ
სანაპიროს სიგრძე 225 კმ
უმაღლესი წერტილი 2073 მ
კილკერანის მთა
პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
რეგიონი პაპუა
პროვინცია მილნ-ბეი
დემოგრაფია
მოსახლეობა 13 000 (1971)
სიმჭიდროვე 9,049 ად. /კმ²

გეოგრაფია

რედაქტირება
 
დ’ანტრკასტოს კუნძულების რუკა

კუნძული მდებარეობს დ’ანტრკასტოს კუნძულების ცენტრალურ ნაწილში. კუნძული წაგრძელებულია სიგრძეში მიმართულებით ჩრდილო-დასავლეთი — სამხრეთ-აღმოსავლეთი 64 კმ-ზე, სიგანით 7 — 30 კმ, სანაპირო ზოლის სიგრძე — 225 კმ. უახლოესი კუნძულია გუდენაფი (მისგან გამოყოფილია მორზბის სრუტით, სიგანით დაახლოებით 4 კმ), ნორმანბი, დობუ (მისგან გამოყოფილია დოუსონის სრუტით, სიგანით დაახლოებით 3 კმ), სანაროა, ამფლეტის კუნძულები (10 კმ-ით ჩრდილოეთით). სანაპირო ზოლი საკმაოდ დაკლაკნილია. ყველაზე დიდი ყურეებია — ჰიუზი (კუნძულის ჩრდილოეთით), სეიმური (დასავლეთით), გომვა და ნუმანუმა (სამხრეთით). კუნძულის რელიეფი უმეტესად მთიანია. კარგადაა განვითარებული ჰიდროგრაფიული ქსელი: ბევრი მდინარეები (ყველაზე დიდებია ბამაი, სალამო და ასაპოი) და ტბები (ყველაზე დიდია ლავუ, ფართობი 1600 ჰა. ტბის გარშემო მიდამო, ფართობით 5000 ჰა ნაკრძალია[1]). სანაპირო ალაგ-ალაგ დაჭაობებულია. ბევრ ადგილას კუნძულთან მისასვლელი რიფებითაა ჩაკეტილი.

კუნძული ფერგუსონი წარმოიშვა წყნარი ოკეანის და ინდო-ავსტრალიური ფილაქნების შეჯახების შედეგად დაახლოებით 5 მილიონი წლის წინ[2]. გეოლოგიური თვალსაზრისით ის წარმოადგენს დიდ ნატეხს, ჩამოყალიბებულს ცარცული სისტემის პერიოდის დროინდელი ქანებით, გარღვეული პლიოცენური გრანოდიორიტული ინტრუზიით. დიდ ნატეხის წიბოებზე მდებარეობს სამი პლეისტოცენ-ჰოლოცენური ვულკანი. კუნძულის სამხრეთ-დასავლეთით, სეიმურის სრუტის ნაპირზე — ვულკანი კაკულა, დიამეტრით დაახლოებით 5 კმ და სიმაღლით 610 მ. ქმნის ლიპარიტებით და ობსიდიანებით ჩამოყალიბებულ პლატოს, ჯამელელეს სოლფატარული ველით. კუნძულის აღმოსავლეთით — ვულკანური კრატერი ლამონაი, სიმაღლით 490 მ და დიამეტრით დაახლოებით 2 კმ. ავლენს ფუმაროლურ აქტიურობას[3]. კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთში — კრატერი ოიუა, სიმაღლით 370 მ და დიამეტრით დაახლოებით 1 კმ. ბოლო ამოფრქვევა მოხდა დაახლოებით 1350 წელს. სამხრეთით არსებობს დეიდეის სოლფატარები. ვულკანი ავლენს ფუმაროლურ აქტიურობას[4][5]. კუნძულის ყველაზე მაღალი წერტილია მთა კილკერანი, სიმაღლით 2073 მ, რომელიც მდებარეობს ჰიუზის სრუტის ნაპირზე[6]

კუნძულის კლიმატი სუბეკვატორული მუსონურია ნალექების დიდი რაოდენობით (წვიმიანი პერიოდი — მარტი—ოქტომბერი) და წლის განმავლობაში ტემპერატურის უმნიშვნელო ცვალებადობით[1]. კუნძული დაფარულია ტროპიკული ტყეებით. ფლორა და ფაუნა საკმაოდ მრავალფეროვანია, არსებობს რამდენიმე ენდემური სახეობა (ლათ. Dactylopsila tatei — კუნძულ ფერგუსონის ზოლიანი ოპოსუმი და სხვები).

პირველი ევროპელი, რომელიც ესტუმრა კუნძულს იყო ინგლისელი კაპიტანი ჯონ მორზბი. იგი კუნძულს ესტუმრა 1873 წელს და სახელი მას ჯეიმზ ფერგუსონის პატივსაცემად დაარქვა, რომელიც 1873—74 წლებში იყო ახალი ზელანდიის გენერალ-გუბერნატორი[7].

მოსახლეობა

რედაქტირება

1971 წლის აღწერის მიხედვით[1] კუნძულზე ცხოვრობდა 13 000 ადამიანი. ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია სოფელი სალამა, რომელიც მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთით. კუნძულელები ლაპარაკობენ 9 ადგილობრივ ენაზე: ბოსელევა, ბუაიდოკა, დობუ, გალეია, იამალელე, კოლუვაუა, მაიადომუ, მინავეჰა და მოლიმა.

ეკონომიკა

რედაქტირება

კუნძულის ეკონომიკის საფუძველი ტრადიციულად სოფლის მეურნეობაა. 1990-იანი წლების შუაში გაიხსნა ორი ოქროს და ვერცხლის საბადო: უაპოლუ (კუნძულის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი) და გამეტა (ვინალის კონცხთან). ოქროს შემცველობა ნედლეულში მერყეობს 1,07 — 2,97 გრამი/ტონაზე, ვერცხლის 4,3 — 34,5 გრამი/ტონაზე[8].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Islands of Papua New Guinea. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 5 აპრილი 2010.
  2. TECHNICAL REPORT ON THE MT. NAKRU,SIMUKU, SINIVIT, NORMANBY AND FENI PROPERTIES,PAPUA NEW GUINEA. PETER CHRISTOPHER & ASSOCIATES INC.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-20. ციტირების თარიღი: 5 აპრილი 2010.
  3. Lamonai Volcano. John Seach. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 5 აპრილი 2010.
  4. Oiau Volcano. John Seach. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 5 აპრილი 2010.
  5. Dawson Strait Group. The Smithsonian Institution. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 5 აპრილი 2010.
  6. Fergusson Island. oceandots.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აგვისტო 2010. ციტირების თარიღი: 5 აპრილი 2010.
  7. John Moresby, New Guinea and Polynesia: Discoveries and Surveys in New Guinea and the D'Entrecasteaux Islands: a Cruise in Polynesia and Visits to the Pearl-shelling Stations in Torres Straits of H.M.S. Basilisk, Boston: Adamant Media Corporation, 2005, ISBN 1-4021-8798-X.
  8. DRILLING UPDATE, FERGUSSON ISLAND GOLD PROJECT, PNG. Gold Aura Limited. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 5 აპრილი 2010.