ფუმაროლები

(გადამისამართდა გვერდიდან ფუმაროლი)

ფუმაროლები (იტალ. fumarola, ვულკანის მბოლავი ნაპრალი) — ვულკანის კრატერში, მის კალთებზე ან ძირთან არსებული მცირე ზომის ხვრელები და ნაპრალები, რომლებიდანაც გამოიყოფა ცხელი აირები (H2O, HCI, HF, SO2, CO2, CO, H2S, H2 და სხვ.).

ფუმაროლა ერთ-ერთ კრატერში

განარჩეენ პირველად (აირები უშუალოდ მაგმიდან გამოიყოფა) და მეორეულ (აირები ნაწილობრივ გაცივებული ვულკანური ნაკადებიდან და პიროკლასტური ნალექებიდან გამოიყოფა) ფუმაროლებს. აირები ხშირად დიდი წნევითა და ხმაურით გამოიყოფა. ფუმაროლებიდან შეიძლება გამოდიოდეს ცხელი წყაროებიც — ფუმაროლური თერმები, რომლებიც წარმოიქმნება წყლის ორთქლის კონდენსაციისა და თანმხლები ვულკანური აირების წყალში გახსნის შედეგად.

ფუმაროლებთან ხშირად გროვდება ჰალოგენიდები, სულფატები და თვითნაბადი გოგირდი.

დიდი რაოდენობით ფუმაროლები გვხვდება იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება