ნორმანბი
ნორმანბი (ინგლ. Normanby Island), ზოგჯერ დუაუ (ინგლ. Duau Island) — ვულკანური კუნძული სოლომონის ზღვაში. დ’ანტრკასტოს კუნძულების ნაწილია, რომელიც ეკუთვნის პაპუა-ახალ გვინეას. კუნძულის ფართობია — 1040 კმ². ადმინისტრაციულად მიეკუთვნება რეგიონ პაპუას პროვინცია მილნ-ბეის. კუნძულზე მთავარი დასახლებული პუნქტია ესა'ალა.
მშობ. სახელი: ინგლ. Normanby Island | |
---|---|
ნორმანბის კუნძული | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | სოლომონის ზღვა |
კოორდინატები | 10° ს. გ. 151° ა. გ. / 10° ს. გ. 151° ა. გ. |
ფართობი | 1040 კმ² |
სიგრძე | 73 კმ |
სიგანე | 4 — 28 კმ |
უმაღლესი წერტილი | 1158 მ |
პაპუა-ახალი გვინეა | |
რეგიონი | პაპუა |
პროვინცია | მილნ-ბეი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 10 000 (1971) |
სიმჭიდროვე | 9,615 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებანორმანბის კუნძული ყველაზე სამხრეთი კუნძულია დ’ანტრკასტოს კუნძულების ჯგუფში. კუნძულს აქვს არასწორი გაჭიმული ფორმა. კუნძული გაჭიმულია სიგრძეში მიმართულებით ჩრდილო-დასავლეთი — სამხრეთ-აღმოსავლეთი 73 კმ-ზე, სიგანით 4 — 28 კმ.[1]. კუნძულის რელიეფი და ლანდშაფტი მრავალფეროვანია. კუნძულის ყვრლაზე მაღალი წერტილია უსახელო მაღლობი, სიმაღლით 1158 მ, რომელიც მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთში პრევოსტის ქედზე. უახლოესი კუნძულებიდან გამოყოფილია დოუსონის სრუტით (3 კმ კუნძულ ფერგუსონამდე) და გოშენის სრუტით (18 კმ კუნძულ ახალ გვინეამდე)[1]. პლეისტოცენის ეპოქაში კუნძულზე არსებობდნენ აქტიური ვულკანები[2].
კუნძულის კლიმატი სუბეკვატორული მუსონურია[3]. თვის საშუალო ტემპერატურა იმყოფება ინტერვალში 20 — 33 °С, მაღლობ ადგილებზე — უფრო დაბალია[2]. ნოტიო სეზონი — მარტ-ოქტომბერში. ნალექების წლის საშუალო რაოდენობაა 4500 — 5500 მმ (10 000 მმ-მდე უაჰოლას რაიონში[2]). ნალექების დიდი რაოდენობის გამო ფართოდ გავრცელებულია პირველადი ტროპიკული ტყეები. მეორადი ტყეები წარმოდგენილია უპირველეს ყოვლისა მოსახლეობის ბაღებით. სანაპიროს გასწვრივ გავრცელებულია ქოქოსის პალმა.
ისტორია
რედაქტირებაპირველი ევროპელი, რომელიც ეწვია კუნძულს იყო ინგლისელი კაპიტანი ჯონ მორზბი. 1873 წელს გემ Basilisk ის შეჩერდა კუნძულთან, რომელსაც ავსტრალიის შტატის კუინზლენდის მაშინდელი გუბერნატორის, ნორმანბის მარკიზის, ჯორჯ ფიპსის პატივსაცემად დაარქვა სახელი.
მოსახლეობა
რედაქტირებაკუნძულის ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტი და ასევე მისი ადმინისტრაციული ცენტრია სოფელი ესა'ალა, რომელიც მდებარეობს კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში.
ეკონომიკა
რედაქტირებაკუნძულის ეკონომიკური ცხოვრების საფუძველია კოპრის და ხის მერქნის წარმოება. უახლოეს პერიოდში აქ აღმოაჩინეს ოქროს და ვერცხლის მარაგი, რომელიც შეფასებულია 990 ათას ტონა ნედლეულად ოქროს შემცველობით 6,1 გრამი/ტონაზე და ვერცხლის — 12 გრამი/ტონაზე (სულ 194 000 უნცია ოქრო და 382 000 უნცია ვერცხლი)[2].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Normanby Island. www.oceandots.com. ციტირების თარიღი: 4 აპრილი 2010.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 TECHNICAL REPORT ON THE MT. NAKRU, SIMUKU, SINIVIT, NORMANBY AND FENI PROPERTIES, PAPUA NEW GUINEA. PETER CHRISTOPHER & ASSOCIATES INC.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-20. ციტირების თარიღი: 4 აპრილი 2010.
- ↑ Islands of Papua New Guinea. UNEP/DEWA/Earthwatch. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 4 აპრილი 2010.