მილნ-ბეი (ინგლ. Milne Bay) — პაპუა-ახალი გვინეის პროვინცია, რომელიც მდებარეობს ახალი გვინეის კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და 600-ზე მეტ სანაპირო კუნძულზე, რომელთაგან დაახლოებით 160 დასახლებულია[1]. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ალოტაუ.

პროვინცია
მილნ-ბეი
ინგლ. Milne Bay Province
დროშა

ქვეყანა პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
ადმ. ცენტრი Alotau
შიდა დაყოფა Alotau District, Kiriwina-Goodenough District, Samarai-Murua District და Esa'ala District
კოორდინატები 10°15′00″ ს. გ. 150°00′00″ ა. გ. / 10.25000° ს. გ. 150.00000° ა. გ. / -10.25000; 150.00000
ფართობი 14 345 კმ²
მოსახლეობა 276 512 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 8,19 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+10:00]]

გეოგრაფია

რედაქტირება

პროვინციის საერთო ფართობია — 14 345 კმ²[1]. საერთო ფართობის დაახლოებით 25 % შეადგენს 10 დიდი და 150 უფრო მცირე კუნძული და ატოლი[2].

პროვინციის ყველაზე დიდი კუნძულებია:

მოსახლეობა

რედაქტირება

მილნ-ბეის პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 276 512 ადამიანს (2011 წელი). ადგილობრივი მაცხოვრებლები ლაპარაკობენ 48 მკვიდრ ავსტრონეზიულ ენებზე[1]. ბევრი მოსახლე თავისუფლად საუბრობს ინგლისურად.

ეკონომიკა

რედაქტირება

ადგილობრივი ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. საექსპორტოდ იწარმოება პალმის ზეთი, ხე-ტყე, კაკაო, ყავა. ზოგიერთ კუნძულზე მიმდინარეობს სამთო სამუშაოები.

  1. 1.0 1.1 1.2 Facts about Milne Bay. Milne Bay Tourism Bureau. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-04. ციტირების თარიღი: 2010-04-04.
  2. Provincial Profiles arrow Milne Bay. IPAPNG. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-06.