როსელი (ინგლ. Rossel Island) ან იელა (ინგლ. Yela) — ლუიზიადის არქიპელაგის ყველაზე აღმოსავლეთი კუნძული. ეკუთვნის პაპუა-ახალი გვინეის სახელმწიფოს. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება რეგიონ პაპუას პროვინცია მილნ-ბეის.

როსელი
მშობ. სახელი: ინგლ. Rossel Island

ლუიზიადის არქიპელაგი
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 11°21′ ს. გ. 154°09′ ა. გ. / 11.350° ს. გ. 154.150° ა. გ. / -11.350; 154.150
ფართობი 262,5 კმ²
სიგრძე 34 კმ
სიგანე 11 კმ
უმაღლესი წერტილი 838 მ
მთა როსელი
პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
რეგიონი პაპუა
პროვინცია მილნ-ბეი
დემოგრაფია
მოსახლეობა 3821 (2000)
სიმჭიდროვე 14,556 ად. /კმ²

გეოგრაფია

რედაქტირება

კუნძული — მთიანია, შეადგენს დაახლოებით 34 კმ-ს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ და 11 კმ-ს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. კუნძულის ფართობია — 262,5 კმ², რითაც ის სიდიდით მეორე კუნძულია ლუიზიადის არქიპელაგში კუნძულ ვანატინაის შემდეგ. სანაპირო დაფარულია ან მანგროს ტყეებიანი იშვიათი ქვიშოვანი პლაჟებით, ან ჯუნგლებით. კუნძულის ჩრდილოეთ დაბოლოებასა და დელივერანსის კონცხს შორის არსებობს რამდენიმე ტყიანი ხეობა. სამხრეთი სანაპირო წარმოადგენს მრავალ ყურეებს; ციცაბო ბორცვები ეშვება სანაპიროსთან უფრო მაღალი მთის ქედებიდან[1]. კუნძულის ყველაზე მაღალი წერტილი — მთა როსელი, მდებარეობს კუნძულის აღმოსავლეთ დაბოლოებასთან და შეადგენს 838 მეტრს ზღვის დონიდან.

მარჯნის რიფი ქმნის დიდ ლაგუნა როსელს დასავლეთით და ერთ მცირე ლაგუნას აღმოსავლეთით. როსელის ლაგუნა გადაჭიმულია დაახლოებით 40 კმ-ზე კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ დაბოლოებიდან როსელის გასასვლელამდე რიფის დასავლეთ დაბოლოებაზე. რიფი, რომელიც გარს აკრავს ამ ლაგუნას — ვიწროა, აქვს 4 გასასვლელი. რიფი სამხრეთი სანაპიროს გასწვრივ — მთლიანია, მას არ აქვს გასასვლელი როსელის გასასვლელიდან აღმოსავლეთით. ლაგუნის საშუალო სიღრმე შეადგენს 37-64 მეტრს[2].

მოსახლეობა

რედაქტირება

კუნძულ როსელის მოსახლეობა 2000 წლის მონაცემებით შეადგენს 3821 ადამიანს. მთავარი სოფელი მდებარეობს აღმოსავლეთ სანაპიროზე. მოსახლეობა ლაპარაკობს იელეს ენაზე, რომელიც იზოლირებული ენაა[2][3].

  1. Admiralty hydrography department (1879). The Australia directory. Vol.2. 2nd-6th ed., Public domain, გვ. 553–. ციტირების თარიღი: 30 December 2012. 
  2. 2.0 2.1 (1 January 2004) Pub164, 2004 Sailing Directions (Enroute): New Guinea. ProStar Publications, გვ. 155, 169, 170, 171–. ISBN 978-1-57785-569-9. ციტირების თარიღი: 30 December 2012. 
  3. Ethnologue: Languages of the World, Seventeenth edition.