ლუიზიადის არქიპელაგი

ლუიზიადის არქიპელაგი (ინგლ. Louisiade Archipelago) — არქიპელაგი მარჯნის ზღვაში, კუნძულ ახალი გვინეის სამხრეთ-აღმოსავლეთით (მელანეზია). შედის პაპუა-ახალი გვინეის ტერიტორიის შემადგენლობაში. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება რეგიონ პაპუას პროვინცია მილნ-ბეის.

ლუიზიადის არქიპელაგი
მშობ. სახელი: ინგლ. Louisiade Archipelago

ლუიზიადის არქიპელაგი
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 11°12′ ს. გ. 153°00′ ა. გ. / 11.200° ს. გ. 153.000° ა. გ. / -11.200; 153.000
კუნძულთა რაოდენობა დაახლოებით 100
მთავარი კუნძული ვანატინაი
ფართობი 1790 კმ²
უმაღლესი წერტილი 806 მ
პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
რეგიონი პაპუა
პროვინცია მილნ-ბეი

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ლუიზიადის არქიპელაგის ხედი კოსმოსიდან

ლუიზიადის არქიპელაგი წარმოადგენს ათი დიდი ვულკანური კუნძულების ჯგუფს, გარშემორტყმული მარჯნის რიფებით, და კიდევ დაახლოებით 90 უფრო მცირე მარჯნის კუნძულებს, რომლებიც მდებარეობენ დაახლოებით 200 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით კუნძულ ახალი გვინეიდან. აექიპელაგი გადაჭიმულია 105 კმ მანძილზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და 420 კმ-ზე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, რომელსაც უკავია დაახლოებით 26 ათასი კმ² ზღვის სივრცე სოლომონის ზღვის ჩრდილოეთსა და მარჯნის ზღვის სამხრეთს შორის.[1] არქიპელაგი მთაგორიანია, სიმაღლე — 806 მეტრი. ლუიზიადის არქიპელაგის ხმელეთის საერთო ფართობი შეადგენს დაახლოებით 1790 კმ²-ს. მათ შორის ყველაზე დიდებია:

ლუიზიადის არქიპელაგზე კლიმატი ნოტიოა, ტროპიკულია, ამიტომ არქიპელაგის კუნძულები დაფარულია ხშირი მცენარეულობით, მათ შორის წვიმიანი ტყეებით.[2] ადგილობრივი ფლორა და ფაუნა განსხვავებულია დიდი მრავალფეროვნებით. გვხვდება რამდენიმე ენდემური სახეობა.[2]

ევროპელთაგან კუნძულები პირველმა აღმოაჩინა ესპანელმა მოგზაურმა ლუის ვაეს დე ტორესმა, 1606 წელს მან აღმოაჩინა არქიპელაგის შემადგენლობაში მყოფი კუნძულები ბასილაკი და ვანატინაი[3], თუმცა შეიძლება დავუშვათ, რომ მანამდე გაცილებით ადრე არქიპელაგზე იყვნენ მალაელი და ჩინელი ზღვაოსნები.[4] 1768 წელს კუნძულები ხელახლა აღმოაჩინა უკვე ფრანგმა მოგზაურმა ლუი ანტუან დე ბუგენვილმა, რომელმაც კუნძულებს საფრანგეთის მეფის ლუი XV-ის პატივსაცემად დაარქვა ეს სახელი (მან პირველმა აღმოაჩინა კუნძული როსელი).[3] 1793 წელს ლუიზიადის არქიპელაგის გვერდით გაცურა მეორე ფრანგმა მოგზაურმა — ჟოზეფ ბრუნი დ’ანტრკასტომ, რომელმაც აღმოაჩინა არქიპელაგის ზოგიერთი კუნძული, მათ შორის, კუნძული მისიმა.[3] 1849 წელს კუნძულების გვერდით გაცურა კაპიტანმა ოუენ სტენლიმ.[4]

1888 წელს მოხდა ლუიზიადის არქიპელაგის ფორმალური ანექსია ბრიტანეთის იმპერიის მიერ, რომელიც გახდა ბრიტანეთის ახალი გვინეის ნაწილი (1904 წლიდან — პაპუას ტერიტორია ავსტრალიის მმართველობის ქვეშ).[5]

1975 წლიდან ლუიზიადის არქიპელაგი დამოუკიდებელი სახელმწიფო პაპუა-ახალი გვინეის ნაწილია.[5]

ეკონომიკა

რედაქტირება

არსებობს ოქროს მცირე საბადოები. გაშენებულია ქოქოსის პალმა. მისდევენ თევზჭერას.

  1. Louisiade Archipelago. oceandots.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-20. ციტირების თარიღი: 2010-04-06.
  2. 2.0 2.1 Louisiade Archipelago rain forests (AA0110). World Wildlife Fund. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-06.
  3. 3.0 3.1 3.2 Max Quanchi; John Robson., Historical Dictionary of the Discovery and Exploration of the Pacific Islands, Lanham, Maryland; Toronto; Oxford: The Scarecrow Press, Inc., 2005. — P. xv, ISBN 0810853957.
  4. 4.0 4.1 Louisiade Archipelago. Encyclopædia Britannica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-06.
  5. 5.0 5.1 Stanley J. Ulijaszek., Population, Reproduction and Fertility in Melanesia, Berghahn Books, 2008. — P. 92, 256 p, ISBN 1845452690.