ვანატინაი
ვანატინაი (ინგლ. Vanatinai; ასევე ტაგულა (ინგლ. Tagula), სადესტი (ინგლ. Sudest)) — კუნძული წყნარ ოკეანეში ლუიზიადის არქიპელაგის შემადგენლობაში. ეკუთვნის პაპუა-ახალი გვინეის სახელმწიფოს. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება რეგიონ პაპუას პროვინცია მილნ-ბეის.
მშობ. სახელი: ინგლ. Vanatinai | |
---|---|
ლუიზიადის არქიპელაგი | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 11°30′ ს. გ. 153°26′ ა. გ. / 11.500° ს. გ. 153.433° ა. გ. |
ფართობი | 865,7 კმ² |
სიგრძე | 71 კმ |
სიგანე | 15 კმ |
უმაღლესი წერტილი |
806 მ რიუს მთა |
პაპუა-ახალი გვინეა | |
რეგიონი | პაპუა |
პროვინცია | მილნ-ბეი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 2300 (1978) |
სიმჭიდროვე | 2,657 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებავანატინაი მდებარეობს ლუიზიადის არქიპელაგის აღმოსავლეთ ნაწილში, დაახლოებით 362 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით ახალი გვინეის კუნძულიდან. გეოლოგიური თვალსაზრისით, კუნძულს აქვს შერეული — ვულკანური და მარჯნული წარმოშობა. კუნძულის საერთო ფართობი შეადგენს 865,7 კმ²-ს, რის შედეგადაც ის სიდიდით ყველაზე დიდი კუნძულია ლუიზიადის არქიპელაგში. კუნძულის სიგრძე შეადგენს 71 კმ-ს, ხოლო სიგანე — 15 კმ-ს.[1] კუნძულის ზედაპირი მთიანი და უსწორმასწოროა, ცენტრში მდებარეობს მთის ქედი, რომლის უმაღლესი წერტილი — რიუს მთა აღწევს 806 მეტრს.[1] სხვა მაღალი მწვერვალებია — მადაუს მთები (269 მ), განგულუა (439 მ), არუმბი (350 მ). ვანატინაი, როგორც ლუიზიადის არქიპელაგის სხვა კუნძულები, შემოფარგლულია ვრცელი ბარიერული რიფით, რომელიც ქმნის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ლაგუნას.[2]
ისტორია
რედაქტირებაევროპელთაგან ვანატინაი პირველმა აღმოაჩინა ესპანელმა მოგზაურმა ლუის ვაეს დე ტორესმა, სავარაუდოდ 1606 წელს.[3] კუნძულელების პირველი დადოკუმენტირებული კონტაქტი ევროპელებთან მოხდა 1849 წელს გემ Rattlesnake-ის ეკიპაჟის წევრებთან, რომლებიც იყვნენ ტორესის სრუტის შემსწავლელი ექსპედიციის წევრები.[4] 1830-იან წლებში კუნძულს, სავარაუდოდ, სტუმრობდნენ ევროპელი ვაჭრები და ვეშაპის დამჭერები, ხოლო 1888 წელს კუნძულზე აღმოაჩინეს ოქროს მცირე მარაგი, რომელმაც გამოიწვია «ოქროს ციებ-ცხელება» და ლუიზიადის არქიპელაგის ფორმალური ანექსია ბრიტანეთის იმპერიის მიერ, რომელიც გახდა ბრიტანეთის ახალი გვინეის ნაწილი (1904 წლიდან — პაპუას ტერიტორია ავსტრალიის მმართველობის ქვეშ). დაახლოებით იმავე დროს კუნძულზე შეიქმნა ქოქოსის პალმის პლანტაციები.[4] პირველი ქრისტიანი მისიონერები კუნძულზე დაფუძნდნენ მხოლოდ 1947 წელს.[4] 1975 წელს კუნძული დამოუკიდებელი სახელმწიფო პაპუა-ახალი გვინეის ნაწილია.[5]
მოსახლეობა
რედაქტირება1978 წელს კუნძულზე ცხოვრობდა დაახლოებით 2300 ადამიანი. ძირითადი დასახლება მდებარეობს ვანატინაის ჩრდილოეთ სანაპიროზე.
ეკონომიკა
რედაქტირებაკუნძულის ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა (კოპრის წარმოება).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Vanatinai. oceandots.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-31. ციტირების თარიღი: 2010-04-07.
- ↑ Geoffrey Miles White, Lamont Lindstrom., The Pacific theater: island representations of World War II, University of Hawaii Press, 1989. — P. 207, 433 p, ISBN 0824811461.
- ↑ Max Quanchi; John Robson., Historical Dictionary of the Discovery and Exploration of the Pacific Islands, Lanham, Maryland; Toronto; Oxford: The Scarecrow Press, Inc., 2005. — P. xv, ISBN 0810853957.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Geoffrey Miles White, Lamont Lindstrom., The Pacific theater: island representations of World War II, University of Hawaii Press, 1989. — P. 208, 433 p, ISBN 0824811461.
- ↑ Stanley J. Ulijaszek., Population, Reproduction and Fertility in Melanesia, Berghahn Books, 2008. — P. 92, 256 p, ISBN 1845452690.