ვუდლარკი (ინგლ. Woodlark Island), კუნძულელთა ენაზე მუიუა (ინგლ. Muyua Island) — კუნძული სოლომონის ზღვაში. მისი ფართობია დაახლოებით 874 კმ². შედის სახელმწიფო პაპუა-ახალ გვინეაში. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება რეგიონ პაპუას პროვინცია მილნ-ბეის.

ვუდლარკი
მშობ. სახელი: ინგლ. Woodlark Island

ვუდლარკის კუნძული
გეოგრაფია
მდებარეობა სოლომონის ზღვა
კოორდინატები 9°07′35″ ს. გ. 152°48′20″ ა. გ. / 9.12639° ს. გ. 152.80556° ა. გ. / -9.12639; 152.80556
ფართობი 874 კმ²
სანაპიროს სიგრძე 225 კმ
უმაღლესი წერტილი 365 მ
პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
რეგიონი პაპუა
პროვინცია მილნ-ბეი
დემოგრაფია
მოსახლეობა 2000 (1971)
სიმჭიდროვე 2,288 ად. /კმ²

გეოგრაფია რედაქტირება

სანაპირო ზოლის სიგრძეა 225 კმ. კუნძული მდებარეობს სოლომონის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, 240 კმ-ის მანძილზე ჩრდილო-დასავლეთით კუნძულ ახალი გვინეის სამხრეთ-აღმოსავლეთის კიდედან[1]. უახლოესი კუნძულებია მადაუ და ნუსამი დასავლეთით, ნუბარუ აღმოსავლეთით და არქიპელაგი მარშალი — ბენეტი სამხრეთ-დასავლეთით. უახლოესი მატერიკიაავსტრალია — 1100 კმ. კუნძული დასავლეთი—აღმოსავლეთის მიმართულებაზე გაჭიმულია 60 კმ-ით, ჩრდილოეთი—სამხრეთის მიმართულებით 30 კმ-ით (ცენტრალურ ნაწილში)[2]. გეოლოგიური თვალსაზრისით კუნძული წარმოადგენს ამოწეულ ატოლს[3] (მაქსიმალური სიმაღლე — 365 მ კუნძულის სამხრეთ ნაწილში[1]). ჰიდროგრაფიული ქსელი კარგადაა განვითარებული: არსებობს მრავალი მოკლე მდინარეები. კუნძულის კლიმატი ტროპიკულია. ფლორა და ფაუნა საკმაოდ მრავალფეროვანია. კუნძულის ფართობის ნახევარზე მეტი უკავია დაბლობ ნოტიო ტროპიკულ ტყეებს. ბევრია იშვიათი და ენდემური სახეობები (კერძოდ, პეპელალათ. Ornithoptera priamus, კუნძულ ვუდლარკი კუსკუსილათ. Phalanger lullulae და სხვები[3]).

ისტორია რედაქტირება

კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენი გახდა ინგლისელი კაპიტანი ჩარლზ გრაიმსი (ინგლ. Charles Grimes), რომელმაც აღმოაჩინა კუნძული 1836 წელს. ზღვაოსანმა კუნძულს საკუთარი გემის სახელი — «Woodlark» დაარქვა.[4] პირველი მისიონერები, ფრანგი (ხოლო მოგვიანებით იტალიელი) მარისტები, მოვიდნენ კუნძულზე 1847 წელს, მაგრამ რვა წლის შემდეგ მათ დატოვეს კუნძული ადგილობრივი მოსახლეობის მათდამი მტრული დამოკიდებულების გამო. 1897 წელს კუნძულზე მოვიდნენ ჯონ უესლის მეთოდისტები. მათმა მოღვაწეობამ ადგილობრივი მოსახლეობის გაქრისტიანებაზე, პირიქით, დადებითი შედეგი გამოიღო.[5] დღეისათვის კუნძულელთა უმრავლესობა პროტესტანტია. 1888 წელს მოხდა კუნძულის ფორმალური ანექსია ბრიტანეთის იმპერიის მიერ და გახდა ბრიტანეთის ახალი გვინეის ნაწილი (1904 წლიდან — პაპუას ტერიტორია ავსტრალიის მმართველობის ქვეშ).

მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძული მოკლე დროის განმავლობაში ოკუპირებული იყო იაპონიის მიერ. 1943 წლის 30 ივნისს გაათავისუფლა ამერიკულმა არმიამ, რომლებიც დაახლოებით 8 თვე იყენებდნენ მას, როგორც ავიაბაზა[6].

1975 წლიდან კუნძული დამოუკიდებელი სახელმწიფო პაპუა-ახალი გვინეის ნაწილია.[7]

მოსახლეობა და კულტურა რედაქტირება

ევროპელებთან პირველი კონტაქტის დროს კუნძულის მოსახლეობა შეადგენდა 2200 ადამიანს. 1915 წელს ეს რაოდენობა შემცირდა 700 — 800 ადამიანამდე[2]. 1979 წლის აღწერით კუნძულზე აღირიცხებოდა 16 სოფელი, რომლებშიც ცხოვრობდა 1300 ადამიანი, ხოლო 1990 წელს — 1700 ადამიანი. ყველაზე დიდი აბორიგენებით დასახლებული სოფელი იყო კაულაუ (1979 წლის აღწერით 160 ადამიანი), ხოლო ყველაზე დიდი კოლონიალური სოფელი — კულუმადაუ (1979 წლის აღწერით 242 ადამიანი)[2]. ადამიანთა უმრავლესობა თავმოყრილია კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთში და დასავლეთში.

კუნძულზე არსებობს მეგალიტური კულტურის ძეგლები, რომლებიც აიგო ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 1500 — 600 წლებში[8].

ეკონომიკა რედაქტირება

კუნძულელთა ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა. ადგილობრივ მოსახლეობას მოჰყავს იამსი, კოლოკაზია, ბანანი, ბატატი, მანიჰოტი, ასევე აგროვებენ ქოქოსს, პურის ხის ნაყოფს, ხილს[2]. სანაპირო სოფლების მოსახლეობა დაკავებულია თევზჭერით, კიბორჩხალების და საკვები მოლუსკების მოგროვებით.

კუნძულზე არსებობს სასარგებლო წიაღისეულის მარაგი. ჯერ კიდევ 1934—1938 წლებში კუნძულზე მოიპოვებდნენ ოქროს. არსებობს ცნობები კუნძულზე ვერცხლის და თუთიის მარაგის რაოდენობაზე[1]. 2004 წლის გეოლოგიური დაზვერვის მონაცემებით კუნძულზე არსებობს 6 779 000 ტონა ნედლეულის მარაგი ოქროს შემცველობით 1,72 გრამი/ტონაზე[9].

2008 წელს მალაიზიურმა კომპანიამ წარადგინა პროექტი პალმის ზეთის დამუშავებაზე ბიოსაწვავისთვის კუნძულის 60 000 ჰექტარზე. პროექტი შეფასებული იყო 350 მილიონ აშშ დოლარად. მაგრამ ამან გამოიწვია მრავალრიცხოვანი პროტესტები, როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ისევე მთელი მსოფლიოს ეკოლოგებში და მთავრობამ ვერ მისცა თანხმობა პროექტის რეალიზაციაზე[10].

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Muyua Island. Encyclopædia Britannica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 7 აპრილი 2010.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 LOGGING OR CONSERVATION ON WOODLARK (MUYUW) ISLAND. Oliver Kortendick. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 7 აპრილი 2010.
  3. 3.0 3.1 Islands of Papua New Guinea. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 7 აპრილი 2010.
  4. Historical Dictionary of the Discovery and Exploration of the Pacific Islands, Lanham, Maryland; Toronto; Oxford: The Scarecrow Press, Inc., 2005. — P. xv, ISBN 0810853957.
  5. Young, Michael.. LOGGING OR CONSERVATION ON WOODLARK (MUYUW) ISLAND. Department of Anthropology, Research School of Pacific Studies, Australian National University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-10.
  6. Woodlark Island. pacificwrecks.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 7 აპრილი 2010.
  7. Stanley J. Ulijaszek., Population, Reproduction and Fertility in Melanesia, Berghahn Books, 2008. — P. 92, 256 p, ISBN 1845452690.
  8. Megaliths of Muyuw (Woodlark Island), Milne Bay Province, PNG.. Archaeology in Oceania. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 8 აპრილი 2010.
  9. WOODLARK ISLAND GOLD PROJECT. BDI Mining Corp.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 7 აპრილი 2010.
  10. Papua New Guinea: Protecting indigenous communities on Woodlark Island. ELAW Advocate. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 7 აპრილი 2010.