ულებ-ის ევროთასი დაარსდა 1967 წელს პოლონური სპორტული გაზეთის „პშეგლონდ სპორტივის“ წინადადებით, როგორც ევროპის ქვეყნების თასის მფლობელთა თასი. ასეთი სახელით ტურნირი ტარდებოდა 1991 წლამდე. 1991-1997 წლებში ტურნირს ეწოდა ევროპის თასი, 1998-2001 წლებში - საპორტას თასი, 2002-2007 წლებში - ულების თასი და 2008 წლიდან ულების ევროთასი.

ამ ტურნირში ორჯერ მონაწილეობდა თბილისის „დინამო“. 1968/1969 წლების სეზონში დინამოელებმა მეოთხედფინალში მოუგეს სოფიის „ლევსკის“ (88-83 და 58-54), ნახევარფინალში - ათენის „პანათინაიკოსს“ (67-81 და 103-71) და ფინალში დამრაცხდნენ პრაღის „სალვიასთან“ (74-80).

1969/1970 წლების სეზონში თბილისელებმა მეოთხედფინალში დაამარცხეს ვარშავის „პოლონია“ (82-77 და 92-82), ხოლო ნახევარფინალში თვად დამარცხდნენ ნეაპოლის „ფიდესთან“ (69-86 და 83-88).

გამარჯვებულები და ფინალისტები რედაქტირება

წელი ჩატარების

ადგილი

გამარჯვებული ფინალისტი შედეგი
1967 ვარეზე, თელ-ავივი“ „ინისი“ ვარეზე,   იტალია „მაკაბი“ თელ-ავივი,   ისრაელი 77 - 67, 67 - 68
1968 ათენი აეკ ათენი,   საბერძნეთი „სლავია“ პრაღა,   ჩეხოსლოვაკია,ჩეხეთი 89 - 82
1969 ვენა „სლავია“ პრაღა,   ჩეხოსლოვაკია, ჩეხეთი „დინამო“ თბილისი,  სსრკ , საქართველო 80 - 74
1970 ვიში,ნეაპოლი „ფიდესი“ ნეაპოლი,   იტალია „ჟანა დ’არკი“ ვიში,  საფრანგეთი 60 - 64, 87 - 65
1971 ლენინგრადი, მილანი, „სიმენტალი“ მილანი,   იტალია „სპარტაკი“ ლენინგრადი,   სსრკ, რუსეთი 56 - 66, 71 - 52
1972 სალონიკი „ოლიმპია“ მილანი,  იტალია „ცრვენა ზვეზდა“ ბელგრადი,  იუგოსლავია, სერბეთი 74 - 70
1973 სალონიკი „სპარტაკი“ ლენინგრადი,  სსრკ, რუსეთი „იუგოპლასტიკა“სპლიტი ,  იუგოსლავია, ხორვატია 77 - 62
1974 უდინეზე „ცრვენა ზვეზდა“ ბელგრადი,  იუგოსლავია,სერბეთი „სპარტაკი“ ბრნო,  ჩეხოსლოვაკია, ჩეხეთი 86 - 75
1975 ნანტი „სპარტაკი“ ლენინგრადი,  სსრკ, რუსეთი „ცრვენა ზვეზდა“ ბელგრადი,  იუგოსლავია, სერბეთი 63 - 62
1976 ტურინი „ოლიმპია“ მილანი,  იტალია ასპო ტური,  საფრანგეთი 88 - 83
1977 პალმა დე მალიორკა „ბირა ფოტსტი“ კანტუ,  იტალია „რადნიჩკი“ ბელგრადი,  იუგოსლავია,სერბეთი 87 - 86
1978 მილანი „გაბეტი“ კანტუ,  იტალია „ვირტუსი“ ბოლონია,  იტალია 84 - 82
1979 პორეცი „გაბეტი“ კანტუ,  იტალია „დენ ბოსხი“ჰერტოგენბოსხი,  ნიდერლანდები 83 - 73
1980 მილანი „ემერსონი“ ვარეზე,  იტალია „გაბეტი“ კანტუ,  იტალია 90 - 88
1981 რომი „ულტრარაპიდა“კანტუ,   იტალია „ბარსელონა“ ბარსელონა,  ესპანეთი 86 - 82
1982 პორეცი „ცრვენა ზვეზდა“ ბელგრადი,  იუგოსლავია,სერბეთი „რეალი“ მადრიდი,  ესპანეთი 96 - 95
1983 პალმა დე მალიორკა „სკავოლინი“ პესარო,  იტალია „ასველი“ ვილერბანი,  საფრანგეთი 111 - 99
1984 ოსტენდე „რეალი“ მადრიდი,  ესპანეთი „ოლიმპია“ მილანი,  იტალია 82 - 81
1985 გრენობლი „ბარსელონა“ ბარსელონა,  ესპანეთი „ჟალგირისი“ კაუნასი,  სსრკ, ლიტვა 77 - 73
1986 კაზერტა „ბარსელონა“ ბარსელონა,  ესპანეთი „სკავოლინი“ პესარო,  იტალია 101 - 86
1987 ნოვი სადი „ცრვენა ზვეზდა“ ბელგრადი,  იუგოსლავია, სერბეთი „სკავოლინი“ პესარო,  იტალია 89 - 74
1988 გრენობლი „ლიმოჟი“ ლიმოჟი,  საფრანგეთი „ხუვენტუდი“ ბადალონა,  ესპანეთი 96 - 89
1989 ათენი „რეალი“ მადრიდი,  ესპანეთი „იუვენტუსი“ კაზერტა,  იტალია 117 - 113
1990 ფლორენცია „ვირტუსი“ ბოლონია,  იტალია „რეალი“ მადრიდი,  ესპანეთი 79 - 74
1991 ჟენევა პაოკ ათენი,  საბერძნეთი კაი სარაგოსა,  ესპანეთი 76 - 72
1992 ნანტი „რეალი“ მადრიდი,  ესპანეთი პაოკ ათენი,  საბერძნეთი 65 - 63
1993 ტორინო „არისი“ სალონიკი,  საბერძნეთი „ეფეს-პილზენი“ სტამბოლი,  თურქეთი 50 - 48
1994 ლოზანა „ოლიმპია“ ლუბლიანა,  სლოვენია ტაუ ვიტორია,  ესპანეთი 91 - 81
1995 სტამბოლი „ბენეტონი“ ტრევიზო,  იტალია ტაუ ვიტორია,  ესპანეთი 94 - 86
1996 ვიტორია ტაუ ვიტორია,  ესპანეთი პაოკ ათენი,  საბერძნეთი 88 - 81
1997 ნიქოზია „რეალი“ მადრიდი,  ესპანეთი „რიელო“ ვერონა,  იტალია 78 - 64
1998 ბელგრადი „ჟალგირისი“ კაუნასი,  ლიეტუვა „ოლიმპია“ მილანი,  იტალია 82 - 67
1999 სარაგოსა „ბენეტონი“ ტრევიზო,  იტალია „პამესა“ ვალენსია,  ესპანეთი 64 - 60
2000 ლოზანა აეკ ათენი,  საბერძნეთი „კინდერი“ ბოლონია,  იტალია 83 - 76
2001 ვარშავა „მარუსი“ ათენი,  საბერძნეთი „ელანი“ შალონი,  საფრანგეთი 74 - 72
2002 ვალენსია „მონტე პასკი“ სიენა,  იტალია „პამესა“ ვალენსია,  ესპანეთი 81 - 71
2003 ვალენსია, ნოვო მესტო „პამესა“ ვალენსია,  ესპანეთი კრკა ნოვო მესტო,  სლოვენია 90 - 78, 78 - 76
2004 შარლერუა „ჰაპოელი“ იერუსალიმი,  ისრაელი „რეალი“ მადრიდი,  ესპანეთი 83 - 72
2005 შარლერუა „ლიტუვას რიტასი“ ვილნიუსი,  ლიეტუვა „მაკედონიკსი“ კოზანი,  საბერძნეთი 78 - 74
2006 შარლერუა „დინამო“ მოსკოვი,  რუსეთი „არისი“ სალონიკი,  საბერძნეთი 73 - 60
2007 შარლერუა „რეალი“ მადრიდი ,  ესპანეთი „ლიტუვას რიტასი“ ვილნიუსი,  ლიეტუვა 87 - 75
2008 ტურინი „ხუვენტუდი“ ბადალონა,  ესპანეთი „ბკ ჟირონა“ ჟირონა“,  ესპანეთი 79 - 54
2009 ტურინი „ლიტუვას რიტასი“ ვილნიუსი,  ლიეტუვა „ხიმიკი“ მოსკოვი,  რუსეთი 80 - 74
2010 ვიტორია „პამესა“ ვალესნია,  ესპანეთი „ალბa ბერლინი,  გერმანია 67 - 44
2011 ტრევიზო უნიქს ყაზანი,  რუსეთი „კახასოლი სევილია,  ესპანეთი 92 - 77
2012 ხიმკი,მოსკოვის ოლქი „ხიმკი“ მოსკოვის ოლქი,  ესპანეთი „პამესა“ ვალენსია,   ესპანეთი 77 - 68
შენიშვნა გუნდებზე, რომლებსაც უწერიათ ორი ქვეყანა (მაგ.  ჩეხოსლოვაკია, ჩეხეთი)
პირველი ნიშნავს იმ ქვეყანას, რომელსაც წარმოადგენდა გუნდი მოცემულ წელს, ხოლო მეორე - ქვეყანას, რომელსაც გუნდი წარმოადგენს დღევანდელ დღეს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
  • Баскетбол. Справочник. Москва. изд. „ФиС“ 1982

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება