უკრაინული სალამურა

უკრაინული სალამურა (ლათ. Eudontomyzon mariae) — უყბო თევზი სალამურასებრთა ოჯახისა. გავრცელებულია შავ (ჩრდილოეთ ნაწილში), აზოვის (პრუტიდან ყუბანამდე), კასპიისა (ვოლგა-სურა) და ეგეოსის ზღვებში. საქართველოში გვხვდება ჭოროხში, ჩაქვისწყალში, ჩაისუბნისწყალში, ხობში, ცივში, ენგურში, კოდორში, კელასურში, გუმისთაში, ბზიფში, ასევე ბებესირისა და პალიასტომის ტბებში. ძირითადად მტკნარი წყლის ბინადარია. იკვებება უმთავრესად თევზებით. სხეულის საშუალო სიგრძეა 18 სმ, მაქსიმალური — 22 სმ.[1] პირის დისკის პერიფერიებზე რამდენიმე რიგად განლაგებული წვრილი ტუჩის კბილები აქვს. ქვედა ყბის ფირფიტაზე 5–10 (უმეტესად 7–8) კბილია, ზედაზე — 2. ტუჩის გვერდითი კბილები ორივე მხარეზე 3–3 ან 4–4-ია. წინა ენის ფირფიტაზე შუა კბილების გვერდებიდან ამოსულია 2 კბილაკი. გავრცელების არეალის სხვადასხვა მხარეში ცნობილია განსხვავებული ვარიაციები.[2] ცოცხლობს 7 წლამდე. მრავლდება აპრილიდან ივნისამდე. ყრის 2000–3000 ცალ ქვირითს. მცირე რაოდენობის გამო სამეურნეო მნიშვნელობა არ გააჩნია.[1]

უკრაინული სალამურა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სალამურები/არაწყვილნესტოიანები
რიგი:  სალამურასნაირნი
ოჯახი:  სალამურასებრნი
გვარი:  კბილიანი სალამურა
სახეობა:  უკრაინული სალამურა
ლათინური სახელი
Eudontomyzon mariae (Berg, 1931)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 8173
  1. 1.0 1.1 ნინუა ნ., ჯაფოშვილი ბ., ბოჭორიშვილი ვ., საქართველოს თევზები, თბ.: ემ-პი-ჯი, 2014. — გვ. 7.
  2. Берг Л. С. Рыбы пресных вод СССР и сопредельных стран. — 4-е изд., испр. и доп., часть 1 — М.-Л.: Издательство Академии наук, 1948. — стр. 33–34, 467 c., 3000 экз.