ბებესირი
ტბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
ბებესირი[1] — ტბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ოქუმის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 15,9 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,14 კმ², აუზის ფართობი 0,82 კმ², მაქსიმალური სიღრმე 4,6 მ. წარმოიშვა სანაპირო დიუნებით მდინარეების შეგუბების შედეგად. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ზედაპირის დიდი ნაწილი დაფარულია წყალმცენარეულობით. მდიდარია თევზით.[2]
ბებესირი | |
---|---|
კოორდინატები: 42°41′00″ ჩ. გ. 41°34′34″ ა. გ. / 42.683389° ჩ. გ. 41.576361° ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გალის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 15,9 მ |
ფართობი | 0,14 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 4,6 მ |
აუზის ფართობი | 0,82 კმ² |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 33.
- ↑ აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 385.