სტივენ უილსონი

ინგლისელი მუსიკოსი
(გადამისამართდა გვერდიდან უილსონი, სტივენ)

სტივენ ჯონ უილსონი (ინგლ. Steven John Wilson; დ. 3 ნოემბერი, 1967, ლონდონი) — ინგლისელი მუსიკოსი, ცნობილი როგორც ჯგუფ Porcupine Tree-ს დამაარსებელი, წამყვანი გიტარისტი, ვოკალისტი და სიმღერების ავტორი. მონაწილეობს არაერთ ჯგუფსა და მუსიკალურ პროექტში (როგორებიც არის No-Man და Blackfield) და სოლო-კარიერას მისდევს.

სტივენ უილსონი

უილსონის გამოსვლა მადრიდში, 2018 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი სტივენ ჯონ უილსონი
დაბ. თარიღი 3 ნოემბერი, 1967 (1967-11-03) (57 წლის)
დაბ. ადგილი კინგსტონ-აპონ-თემზი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი პროგრესული როკი, პროგრესული მეტალი, ფსიქოდელიური როკი, არტ როკი, ემბიენტი, კრაუტროკი, ალტერნატიული როკი, პოსტ-პანკი, ჯაზ ფიუჟენი, ექსპერიმენტული როკი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარები, ბას-გიტარა, ფორტეპიანო, კლავიშებიანი საკრავები, მელოტრონი, ციმბალი, ფლეიტა, ბანჯო, სემპლერი, ორგანი, არფა, პროგრამირება
აქტიური 1983–დღემდე
საიტი Steven Wilson Headquarters
სტივენ უილსონი ვიკისაწყობში

უილსონი თვითნასწავლი პროდიუსერი, ხმის ინჟინერი, გიტარისტი და კლავიშისტია და უკრავს არაერთ სხვა ინსტრუმენტზე (მათ შორის არის ბას-გიტარა, საკონცერტო არფა, ციმბალი და ფლეიტა).

წარსულში უილსონი ცხოვრობდა როგორც თელ-ავივში, ასევე ლონდონში[1], თუმცა ამჟამად ისრაელში საცხოვრებელ ფართს აღარ ფლობს.[2]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

უილსონი დაიბადა ლონდონში და 6 წლის ასაკიდან ჰემელ ჰამფსტედში (ჰერტფორდშირი) იზრდებოდა. 8 წლის ასაკში დაინტერესდა მუსიკით. მისივე თქმით, ეს ინტერესი წარმოიშვა მაშინ, როდესაც საშობაოდ მისმა მშობლებმა ერთმანეთს გრამფირფიტები აჩუქეს. მამამ მიიღო პინკ ფლოიდის The Dark Side of the Moon, ხოლო დედამ - დონა სამერის Love to Love You Baby.

ორივე ალბომმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა. პინკ ფლოიდით დაინტერესებამ მოგვიანებით ასახვა ჰპოვა მის ექსპერიმენტულ-ფსიქოდელიურ და კონცეპტუალურ ნაშრომებში (მაგალითად, Porcupine Tree-ს სიმღერებში), ხოლო სამერის ენერგიულმა ტრანსთან ახლოს არსებულმა სიმღერების გავლენა შეიმჩნევა No-Man-ის სტილისტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯგუფმა მოგვიანებით Talk Talk-ის მედიტაციურ-ექსპერიმენტული მიმართულება აიღო.

ბავშვობაში სტივს აიძულებდნენ გიტარაზე დაკვრის სწავლას, მაგრამ მას ეს მიდგომა არ სიამოვნებდა, ამიტომ მშობლებმა შეწყვიტეს მისთვის გაკვეთილების საფასურის გადახდა. თუმცა, 11 წლის ასაკში მან ჭერიდან ჩამოიღო ნეილონის სიმებიანი ძველი კლასიკური გიტარა, რასაც მოჰყვა მასზე დაკვრის მცდელობები. უილსონი ამბობდა, რომ სიმებზე მიკროფონებს ამაგრებდა და სხვადასხვა ეფექტს ქმნიდა. 12 წლის ასაკში მამისგან (რომელიც ელექტრო ინჟინერი იყო) მიიღო თვითნაკეთი ვოკოდერი, რითაც ნაწილობრივ სტუდიური ტექნოლოგიების შესაძლებლობებს ეზიარა.[3]

ადრეული ჯგუფები

რედაქტირება

ადრეულ ასაკში მუსიკალურ ექსპერიმენტებთან ერთად უილსონი მეგობრებთან ერთად სკოლაში ჯგუფებს აყალიბებდა და მცირე კონცერტებს მართავდა. თუმცა, იგი მხოლოდ ხმოვანი ექსპერიმენტებით და მცირე ჩანაწერებით შემოიფარგლებოდა. 1983-1986 წლებში მან დაიწყო ახალი მასალის ჩაწერა, გამოსაცემად. ფირების ნაწილი მოხვდა Porcupine Tree-ს ადრეულ ალბომებში.

ერთ-ერთი პროექტი იყო ფსიქოდელიური დუეტი Altamont, რომელშიც 15 წლის უილსონი და საიმონ ვოკინგზი შედიოდნენ. მათი ერთადერთი ალბომი „Prayer for the Soul“ შეიცავდა სიმღერებს ალან დაფის ტექსტებით (რომელიც მოგვიანებით იყო Porcupine Tree-ს სიმღერების „This Long Silence“ და „It Will Rain for a Million Years“ ტექსტების ავტორი). დაახლოებით იმავე პერიოდში ჩამოყალიბდა Karma, რომელიც გამოდიოდა ჰერტფორდშირსა და მის მიდამოებში და გამოსცა ორი კასეტა - „The Joke's On You“ (1983) და „The Last Man To Laugh“ (1985). მათში შეტანილია Porcupine Tree-ს სიმღერების „Small Fish“, „Nine Cats“ და „The Joke's On You“ ადრეული ვერსიები.

მოგვიანებით უილსონი გახდა ახალი ტალღის ჯგუფ Pride of Passion-ის კლავიშისტი, ჩაენაცვლა რა Marillion-ის კლავიშისტ ბრაიან ჯელიმენს (ჯგუფში აგრეთვე უკრავდა Marillion-ის კიდევ ერთი ყოფილი წევრი დიზ მინიტი. Pride of Passion მოგვიანებით გახდა Blazing Apostles. შემადგენლობების ცვლილების შემდეგ იგი დაიშალა 1987 წელს.[4][5]

წარმატება

რედაქტირება

სტივენი საკუთარ ნაშრომებში ძირითადად ავანგარდულ და ინდუსტრიულ სტილს იცავდა, ფსიქოდელიისა და პროგრესული როკის ელემენტებით. თუმცა, უფრო და უფრო დაინტერესებულმა სიმღერების შექმნით, 1986 წელს შექმნა ორი პროექტი, რომელმაც მას წარმატება მოუტანა. პირველს ერქვა "No Man Is An Island (Except The Isle Of Man)", თუმცა მოგვიანებით No-Man-ამდე შემოკლდა. თავდაპირველად ეს იყო ინსტრუმენტული პროექტი, სინთპოპის ელემენტებით, თუმცა მოგვიანებით მას სიმღერების და ტექსტების ავტორი ტიმ ბოუნესი შეუერთდა. მეორე იყო Porcupine Tree - უილსონის და მისი ბავშვობის მეგობარ მალკოლმ სტოკსის მიერ თავდაპირველად ჩაფიქრებული, როგორც ფსიქოდელიური როკის ერთგვარი პაროდია (იგი შთაგონებული იყო XTC-ის წევრების პროექტით Dukes of Stratosphear).

შემდეგი სამი წლის განმავლობაში ეს ორი პროექტი პარალელურად ვითარდებოდა. No Man-მა პირველმა გამოსცა კომერციული სინგლი ("The Girl From Missouri", 1989, ლეიბლი Plastic Head Records), ხოლო Porcupine Tree-მ რეპუტაცია ანდერგრაუნდულ სფეროში შეიძინა და გამოსცა რამდენიმე კასეტა სერვისის The Freak Emporium დახმარებით (რომელიც იყო Delerium Records-ის საფოსტო კურიერი).

1990 წლისთვის No-Man-მა საბოლოო სახელწოდება შეიძინა და იქცა ვოკალურ/ვიოლინო/მულტიინსტრუმენტულ ტრიოდ, რომელმაც არტ-პოპის ჟღერადობას საცეკვაო ელემენტები დაამატა. მეოორე სინგლი, დონოვანის "Colours"-ის ქავერ-ვერსია ტრიპ-ჰოპის სტილით Melody Maker-ის კვირის სინგლის ჯილდოთი აღინიშნა და ჯგუფს მნიშვნელოვან ლეიბლ One Little Indian-თან კონტრაქტი მოუპოვა. ლეიბლზე გამოსული მათ პირველ სინგლს "Days In The Trees" კვლავ მიენიჭა კვირის სინგლის ჯილდო. იგი მოხვდა ჩარტებშიც და, მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვები არ იყო შთამბეჭდავი, უილსონმა შეიძინა სტატუსი მუსიკალურ ინდუსტრიაში. ამ დროისთვის უკვე გამოვიდა Porcupine Tree-ს პირველი ვრცელი ალბომი On the Sunday of Life..., ძირითადად დაფუძნებული წინა კასეტებზე.

No-Man-ის პირველი სადებიუტო ალბომი იყო კომპილაციური Lovesighs – An Entertainment (1992). Porcupine Tree-ის ლსდ-ის თემატიკიანი "Voyage 34", რომელიც ამავე პერიოდში გამოვიდა, NME-ის ჩარტებში ექვსი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.[6] ექვსკაციანი შემადგენლობით No-Man-მა ინგლისში კონცერტები ჩაატარა. მუსიკოსებს შორის იყვნენ გლემ-პოპ ჯგუფ Japan-ის წევრები - მიკ კერნი, სტივენ იანსენი და რიჩარდ ბარბიერი. 1993 წელს წარმატება ჰპოვეს უილსონის ორივე პროექტის ალბომებმა - Porcupine Tree-ს Up the Downstair-მ და No-Man-ის Loveblows And Lovecries – A Confession-მა. 1993 წლის ბოლოსთვის Porcupine Tree გარდაიქმნა სრულ, ოთხკაციან ჯგუფად, რომელშიც შედიოდნენ უილსონი, ბარბიერი, ბას-გიტარისტი კოლინ ედვინი და No-Man-ის ყოფილი საკონცერტო დრამერი კრის მეიტლენდი.

ამ პერიოდიდან მოყოლებული, უილსონი აქტიურად მუშაობდა ორივე პროექტის ჩანაწერებზე. მიუხედავად იმისა, რომ No-Man-მა 1994 წელს შეწყვიტა გამოსვლები (და 2006 წლამდე არ დაბრუნება), იგი კვლავ გამოსცემდა ალბომებს ბარბიერის, იანსენის, რობერტ ფრიპის, თეო ტრეივისისა და პეტ მასტელოტოს თანაშემწეობით და ერთგვარ საკულტო კოლექტივად იქცა. Porcupine Tree კონცერტებით ხშირად მოგზაურობდა და რამდენიმე სტილი შეიცვალა (ფსიქოდელია, პროგრესული როკი, თანამედროვე, გიტარაზე დაფუძნებული როკი და მძიმე მეტალი), თუმცა მასში კვლავ რჩებოდა უილსონის ხმოვანი ექსპერიმენტები. 2000-იანი წლების შუა პერიოდისკენ Porcupine Tree იქცა ცნობილ ჯგუფად, რომელიც გამოიცემოდა პოპულარულ ლეიბლებზე, როგორიც იყო Atlantic და Roadrunner, ხოლო უილსონის, როგორც სიმღერების ავტორის, ვოკალისტისა და ჯგუფის ლიდერის, შესაძლებლობები იზრდებოდა. ამ დროისთვის იგი ჩამოყალიბდა აქტიურ პროდიუსერად და სხვა მუსიკოსების მიერ ხშირად სახელდებოდა შთაგონების წყაროდ.

მრავალფეროვნება

რედაქტირება

1990-იანების ბოლოს უილსონის მხრიდან ექსპერიმენტული, დრონული და ემბიენტური მუსიკით დაინტერესებამ ასახვა ჰპოვა პროექტებში Bass Communion და Incredible Expanding Mindfuck (IEM). მან სხვადასხვა ჩანაწერის საკუთარი სახელით გამოცემაც დაიწყო.

ჩამოყალიბდა რა წარმატებულ პროდიუსერად, უილსონი თანამშრომლობდა მრავალ შემსრულებელთან, რომელთა შორის იყვნენ ანია გარბარეკი და შვედური პროგრესული-მეტალ ჯგუფი Opeth.

უკანასკნელ წლებში სტივენი აგრეთვე ცნობილია 5.1 ჟღერადობის ჩანაწერების მიქსით. Porcupine Tree-ს Fear of a Blank Planet ნომინირებული იყო გრემის ჯილდოზე საუკეთესო მოცულობითი ჟღერადობის ალბომის კატეგორიაში.[7] ჟურნალმა Sound And Vision იგი წლის ალბომების სიაში #3 პოზიციაზე დაასახელა.[8] ამჟამად უილსონი აგრეთვე მუშაობს ცნობილი, ძირითადად პროგრესული როკ-ჯგუფების ალბომების რემიქსებზე. ასეთ შემსრულებლებს შორის არიან ჯეთრო ტალი, King Crimson და Yes.[9]

წარსულში უილსონს დაწერილი აქვს რამდენიმე მუსიკალური მიმოხილვა Rolling Stone-ის მექსიკური გამოცემისთვის. მათ შორის იყო Radiohead-ის In Rainbows-ის რეცენზია.[10] მიმომხილვების სახით იგი აგრეთვე თანამშრომლობს ბრიტანულ Classic Rock-თან.

თანამშრომლობები

რედაქტირება

უილსონი პროდიუსერის და ბეკ-ვოკალისტის, გიტარისტისა და კლავიშისტის სახით მუშაობდა Opeth-ის ალბომებზე Blackwater Park, Deliverance და Damnation. იგი აგრეთვე მუშაობდა დირკ სერისთან, ბელგიელ ექსპერიმენტულ მუსიკოსთან (ჯგუფები Vidna Obmana და Fear Falls Burning), პროექტის Continuum ფარგლებში, რომელმაც ორი ალბომი გამოსცა. ბას-გიტარის პარტიები, ჩაწერილი სტივენის მიერ, შეტანილია Fovea Hex-ის EP-ზე Allure, რომელიც 2007 წლის აპრილში გამოვიდა, ლეიბლზე Die-Stadt Musik.

უილსონთან, წარსულში როგორც პროდიუსერთან თანამშრომლობდნენ ან უკრავდნენ: OSI, Marillion, JBK, Orphaned Land, Paatos, თეო ტრეივისი, იოკო ონო, ფიში, Cipher და ანია გარბარეკი. მისი ვოკალი აგრეთვე ჟღერს კომპოზიციაში "The Fountain" (Pendulum-ის ალბომზე "Immersion").[11] Dream Theater-ის 2007 წლის ალბომში Systematic Chaos იგი ჩნდება სიმღერაში "Repentance".

პრესასთან თანამშრომლობის ფარგლებში უილსონმა წარსულში ჩაწერა ინტერვიუ გერმანელ კომპოზიტორ და მუსიკოს კლაუს შულცესთან, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კრაუტროკის მოძრაობაში. ინტერვიუ შეტანილია შულცეს DVD-ზე Rheingold.[12]

Anathema-ს We're Here Because We're Here ხმის მიქსზე უილსონი 2010 წლის იანვარში მუშაობდა.[13]

დისკოგრაფია

რედაქტირება
სოლო ალბომები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Porcupine Tree frontman enjoys life in Israel - Israel Culture, Ynetnews (4 May 2006). ციტირების თარიღი: 2008-04-14.
  2. Steven doesn't live here anymore (hebrew) (23 March 2011). ციტირების თარიღი: 2001-04-10.
  3. Porcupine Tree. Free Williamsburg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-04. ციტირების თარიღი: 2008-04-13.
  4. Interview - Diz Minnitt of Marillion. The Marquee Club website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-12-24. ციტირების თარიღი: 2010-09-15.
  5. Graham Collins - About (Steven Wilson and Pride of Passion mentioned in biography). ციტირების თარიღი: 2010-09-15.
  6. Porcupine Tree Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-10. ციტირების თარიღი: 2007-05-15.
  7. GRAMMY.com - 50th Annual GRAMMY Nominations List (2007-12-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-04. ციტირების თარიღი: 2007-12-06.
  8. Top 10 DVDs and CDs of 2007. Sound and Vision. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-31. ციტირების თარიღი: 2008-03-26.
  9. Ptree in Action, Crimson in Surround!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-04. ციტირების თარიღი: 2008-03-25.
  10. No Fear of a Blank Planet (PDF). Voyage PT (13 November 2007). ციტირების თარიღი: 2008-04-24.
  11. Rob Swire (@rob_swire) op Twitter. Twitter.com. ციტირების თარიღი: 2013-02-26.
  12. MySpace.com - Klaus Schulze Rheingold DVD. Rheingold DVD's MySpace (2008-09-11). Retrieved on 2008-10-07.
  13. Twitter / Vincent Cavanagh: @DECORYAH we're mixing the.... Twitter (30 January 2010).