Hand. Cannot. Erase.
Hand. Cannot. Erase. — ბრიტანელი მუსიკოს სტივენ უილსონის მეოთხე სოლო ალბომი. იგი გამოვიდა 2015 წლის 27 თებერვალს, ლეიბლზე Kscope Records.[9]
Hand. Cannot. Erase | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 27 თებერვალი 2015 | |||
ჩაიწერა | სექტემბერი 2014, AIR Studios, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 65:44 | |||
ლეიბლი | Kscope | |||
პროდიუსერი | სტივენ უილსონი | |||
სტივენ უილსონი — ქრონოლოგია | ||||
|
საერთო ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Metacritic | 89/100[1] |
მიმოხილვების ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [2] |
All About Jazz | [3] |
Classic Rock | 8/10[4] |
Eclipsed | [4] |
FDRMX | 4.8/5[5] |
The Guardian | [6] |
Metal Hammer | [4] |
PopMatters | 8.5/10[7] |
Record Collector | [8] |
შექმნა და ჩაწერა
რედაქტირებაალბომი იწერებოდა 2014 წლის სექტემბერში AIR Studios-ში (ლონდონი, ბრიტანეთი).[10] მასზე მუშაობდა წინა ალბომში მონაწილე ყველა მუსიკოსი[10]. თეო ტრეივისის აქტიური მონაწილეობის ნაკლებობაზე საუბრისას სტივენ უილსონმა ალბომს უწოდა ნაკლებად „ჯაზური“, ვიდრე წინა ნამუშევარი, ფლეიტისა და საქსოფონის მცირე რაოდენობის პარტიებით.[11] უილსონმა ახსენა, რომ ალბომი ასახავს მისი მუსიკალური კატალოგის სხვადასხვა მასალას, ელექტრონული მუსიკის და ტრადიციული პოპის ჟანრის, ისევე, როგორც პროგრესულ როკზე ორიენტირებული სიმღერებით.[11] უილსონის გარდა, ალბომში ვოკალურ ნაწილებს ასრულებს ნინეტ ტაიები. მუსიკაზე გავლენა იქონია კეიტ ბუშის ალბომმა The Dreaming[12].
თემები და კონცეფცია
რედაქტირებაუილსონის თანახმად, ალბომში თხრობა ქალის პოზიციიდან მიმდინარეობს. კონცეფცია და ამბავი შთაგონებული იქნა ჯოის კეროლ ვინსენტის ბიოგრაფიით. პერსონაჟი არის ქალი, რომელიც ცხოვრობს მეგაპოლისში და მარტოსული, კვდება თავის ბინაში. სამი წლის განმავლობაში იგი არავის ენატრება, მიუხედავად იმისა, რომ ჰყავს ოჯახი და მეგობრები.[13] უილსონი:
"ძირითადი ამბავი, ანუ კონცეფცია არის ქალის ცხოვრება. იგი ქალაქში სიმარტოვეში სახლდება, ერთ დღეს კი ქრება და ამას არავინ ამჩნევს. შემდეგ სხვა მოვლენებიც ვითარდება. საინტერესო ის არის, რომ, როდესაც ასეთ ამბავს მოისმენ, თავდაპირველად ფიქრობ „ოჰ, მოხუცი ქალი, რომელსაც არავინ ამჩნევს და არავის ადარდებს. [ვინსენტი] არ ყოფილა [ასეთი]. იგი იყო ახალგაზრდა, პოპულარული, მიმზიდველი, ჰყავდა ბევრი მეგობარი, ოჯახი, მაგრამ უცნობი მიზეზით, სამი წლის განმავლობაში არავის გახსენებია.“[13]
გამოცემა და რეკლამა
რედაქტირებაალბომი გამოიცა 2015 წლის 27 თებერვალს. აგრეთვე გამოვიდა მისი დელუქს ვერსია.[14] ბრიტანეთსა და ევროპაში 2015 წლის მარტსა და აპრილში გაიმართა მისი მხარდამჭერი ტურნე. ალბომის გამოსვლამდე პრეს-რელიზში ნათქვამი იყო: „სეტლისტით, რომელიც აგებული იქნება ახალ ალბომზე. შეტანილი იქნება სიმღერები სხვა ალბომებიდანაც, ისევე, როგორც სიურპრიზები.“[15]
2015 წლის იანვარში ინტერნეტში გამოქვეყნდა ალბომის სარეკლამო რგოლი, რომელსაც ახლდა ბმული ალბომის პერსონაჟის მიერ დაწერილ ფიქტიურ ბლოგზე.[16] 4 თებერვალს გამოქვეყნდა სიმღერის „Perfect Life“ მუსიკალური ვიდეო[17]
სიმღერების სია
რედაქტირებაყველა სიმღერის ავტორი — სტივენ უილსონი [18].
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
---|---|---|
1. | „First Regret“ | 2.01 |
2. | „3 Years Older“ | 10.18 |
3. | „Hand Cannot Erase“ | 4.13 |
4. | „Perfect Life“ | 4.43 |
5. | „Routine“ | 8.58 |
6. | „Home Invasion“ | 6.24 |
7. | „Regret #9“ | 5.00 |
8. | „Transience“ | 2.43 |
9. | „Ancestral“ | 13.30 |
10. | „Happy Returns“ | 6.00 |
11. | „Ascendant Here On…“ | 1.54 |
საერთო ხანგრძლივობა: | 65:44 |
დელუქს გამოცემა, დისკი 2 (CD) | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „First Regret“ (დემო) | 2.28 |
2. | „3 Years Older“ (დემო) | 11:47 |
3. | „Hand Cannot Erase“ (დემო) | 4:52 |
4. | „Routine“ (დემო) | 10:06 |
5. | „Key of Skeleton“ (დემო) | 4:06 |
6. | „Ancestral“ (დემო) | 13:42 |
7. | „Happy Returns“ (დემო) | 5.42 |
8. | „Last Regret“ (დემო) | 3:08 |
დამატებითი მასალა (Blu-ray) | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „First Regret“ (ალტერნატიული მიქსი) | |
2. | „Hand Cannot Erase“ (რადიოს ვერსია) | |
3. | „Perfect Life“ (Grand Union მიქსი) | |
4. | „Routine“ (ნინეტ ტაიების სოლო ვოკალური ვერსია) | |
5. | „Regret #9“ (ალტერნატიული დუბლი) | |
6. | „Happy Returns“ (რადიოს ვერსია) |
პერსონალი
რედაქტირება- სტივენ უილსონი — წამყვანი ვოკალები, მელოტრონი, კლავიშებიანები, გიტარები, ბას-გიტარა
- გათრი გოვენი — წამყვანი გიტარა
- ნიკ ბეგზი — ბას-გიტარა, ჩემპენ სტიკი
- ადამ ჰოლცმანი — კლავებიანი ინსტრუმენტები, ფორტეპიანო
- მარკო მინემანი — დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
- თეო ტრეივისი — ფლეიტა, საქსოფონი
- ნინეტ ტაიები – ვოკალები
ჩარტები
რედაქტირებაჩარტი (2015) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ავსტრიის ალბომები (Ö3 Austria)[19] | 12 |
ბელგიის ალბომები (Ultratop ფლანდრია)[20] | 26 |
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია)[21] | 34 |
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[22] | 2 |
ფინეთის ალბომები (ფინეთის ოფიციალური ჩარტები)[23] | 4 |
საფრანგეთის ალბომები (SNEP)[24] | 47 |
გერმანიის ალბომები (Media Control)[25] | 3 |
იტალიის ალბომები (FIMI)[26] | 29 |
ნორვეგიის ალბომები (VG-lista)[27] | 11 |
ესპანეთის ალბომები (PROMUSICAE)[28] | 58 |
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[29] | 33 |
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[30] | 17 |
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[31] | 13 |
ბრიტანეთის როკ-ალბომები (OCC)[32] | 1 |
ბრიტანეთის დამოუკიდებელი ალბომები (OCC)[33] | 2 |
აშშ Billboard 200[34] | 39 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Hand.Cannot.Erase. - Steven Wilson. Metacritic. ციტირების თარიღი: 6 მარტი 2015.
- ↑ Hand. Cannot. Erase. – Review. Allmusic. ციტირების თარიღი: 2 მარტი 2015.
- ↑ "Steven Wilson: Hand. Cannot. Erase. ". All About Jazz Retrieved 2015-02-27
- ↑ 4.0 4.1 4.2 "Steven Wilson - Official Facebook Page". Facebook Retrieved 2015-02-22
- ↑ "Steven Wilson - Hand. Cannot. Erase. Review". FDRMX Retrieved 2015-02-22
- ↑ "Steven Wilson - Hand. Cannot. Erase. review – sonic and spiritual modernity ". The Guardian Retrieved 2015-02-26
- ↑ Steven Wilson: Hand. Cannot. Erase.. PopMatters (13 მარტი 2015). ციტირების თარიღი: 13 მარტი 2015.
- ↑ "Steven Wilson - Hand. Cannot. Erase. ". Record Collector Retrieved 2015-02-27
- ↑ "Steven Wilson Announces New Album And მარტი 2015 UK Tour". Stereoboard.com. Retrieved 2014-11-19
- ↑ 10.0 10.1 "Steven Wilson at AIR Studios - სექტემბერი 2014". Steven Wilson official Facebook page. Retrieved 2014-09-10
- ↑ 11.0 11.1 "Steven Wilson at AIR Studios, London - სექტემბერი 2014". Steven Wilson official YouTube channel. Retrieved 2014-10-03
- ↑ "Steven Wilson at AIR Studios - Part 2: Concept and Inspiration". Steven Wilson official YouTube channel. Retrieved 2014-11-04
- ↑ 13.0 13.1 "Steven Wilson Explains New Album's Concept and Inspiration". Ultimate Guitar. Retrieved 2014-11-19
- ↑ "Steven Wilson to Release "Hand. Cannot. Erase." in თებერვალი via Kscope[მკვდარი ბმული]". Progsphere. Retrieved 2014-11-19
- ↑ "Steven Wilson confirms 4th studio album and tour". TeamRock. Retrieved 2014-11-19
- ↑ "Steven Wilson’s haunting teaser campaign". Prog. Retrieved 2015-01-01
- ↑ „Perfect Life“ YouTube-ზე
- ↑ "Steven Wilson Reveals Tracklisting, Artwork for 'Hand.Cannot.Erase.'". Empty Lighthouse Magazine. Retrieved 2014-12-05
- ↑ "Steven Wilson - Hand. Cannot. Erase." (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien.
- ↑ "Steven Wilson – Hand. Cannot. Erase." (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien.
- ↑ "Steven Wilson – Hand. Cannot. Erase." (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien.
- ↑ „Dutchcharts.nl – Steven Wilson – Hand. Cannot. Erase.“ (ჰოლანდიურად). Hung Medien.
- ↑ "Steven Wilson: Hand. Cannot. Erase." (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი.
- ↑ "Steven Wilson – Hand. Cannot. Erase.". Lescharts.com. Hung Medien.
- ↑ "Longplay-Chartverfolgung at Musicline" (გერმანულად). Musicline.de. Media Control.
- ↑ "Steven Wilson – Hand. Cannot. Erase.". Italiancharts.com. Hung Medien.
- ↑ "Steven Wilson – Hand. Cannot. Erase.". Norwegiancharts.com. Hung Medien.
- ↑ "Steven Wilson – Hand. Cannot. Erase.". Spanishcharts.com. Hung Medien.
- ↑ "Steven Wilson – Hand. Cannot. Erase.". Swedishcharts.com. Hung Medien.
- ↑ "Steven Wilson – Hand. Cannot. Erase.". Swisscharts.com. Hung Medien.
- ↑ UK Albums Chart.
- ↑ UK Top 40 Rock Albums. BBC. ციტირების თარიღი: 10 მარტი 2015.
- ↑ UK Top 40 Rock Albums. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-19. ციტირების თარიღი: 10 მარტი 2015.
- ↑ Billboard 200.