Yes
Yes — ინგლისური როკ-ჯგუფი, რომელმაც წარმატებას მიაღწია პროგრესული, არტ და სიმფონიური სტილის მუსიკით. იგი გამოირჩევა მისტიკური და კოსმოსთან დაკავშირებული ტექსტებით, სცენის დიზაინებით და ხანგრძლივი კომპოზიციებით, ხშირად - რთული ინსტრუმენტული და ვოკალური არანჟირებებით. ჯგუფის მიმდინარე შემადგენლობაში არიან ჯონ დეივისონი (წამყვანი ვოკალი), სტივ ჰაუ (გიტარა), ბილი შერვუდი (ბას-გიტარა), ჯეფ დაუნზი (კლავიშებიანი საკრავები) და ალან უაიტი (დასარტყმელი საკრავები).
Yes | |
---|---|
ჯგუფის გამოსვლა კონცერტზე, 1977 წელი. მარცხნიდან მარჯვნივ - სტივ ჰაუ, ალან უაიტი, ჯონ ანდერსონი, კრის სკუაირი, რიკ უეიკმენი | |
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც | Yes! (ზაფხული 1968 - 1969 წლის დასაწყისი) |
წარმოშობა | ლონდონი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი |
პროგრესული როკი სიმფონიური როკი არტ-როკი |
აქტიური | 1968–80, 1983–2004, 2008–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Atlantic, Atco, Arista, Victory, Sanctuary, Eagle, Frontiers |
წევრები |
ჯონ დეივისონი სტივ ჰაუ ბილი შერვუდი ჯეფ დაუნზი ალან უაიტი |
ყოფილი წევრები | იხილეთ შემადგენლობები |
საიტი | yesworld.com |
Yes ვიკისაწყობში |
კრის სკუაირმა ჯგუფი 1968 წელს, ჯონ ანდერსონთან ერთად ჩამოაყალიბა. ის და გიტარისტი პიტერ ბენქსი ერთად ჯგუფში The Syn გამოდიოდნენ, შემდეგ - Mabel Greer's Toyshop-ში. ანდერსონი და ბილ ბრუფორდი, Yes-ის მომავალი დრამერი, შეუერთდნენ Mabel Greer's Toyshop-ს, რომელიც Yes-ად გარდაიქმნა. პირველი შემადგენლობა შედგა ტონი კეის დამატებით. ჯგუფის ადრეული გამოსვლები მოიცავდნენ ორიგინალურ მასალას და სხვა შემსრულებელთა სიმღერების ქავერ-ვერსიებს. 1970-იანი წლების ბოლოს ჯგუფმა მიაღწია შემოქმედებით პიკს პროგრესულ ჟანრში, როდესაც მასში შედიოდნენ ანდერსონი, სკუაირი, ჰაუ, ბრუფორდი, უაიტი და კლავიშისტი რიკ უეიკმენი. ამ შემადგენლობით გამოვიდა მათი ყველაზე დახვეწილი ნამუშევრები - The Yes Album, Fragile (ორივე 1971 წელს), Close to the Edge (1972), Tales from Topographic Oceans (1973), Relayer (1974) და Going for the One (1977). პანკ-როკის პოპულარობის ფონზე ჯგუფმა აქტიურობა შეწყვიტა. 1980 წელს ანდერსონმა და უეიკმენმა დატოვეს კოლექტივი და შეცვლილმა შემადგენლობამ, დაუნზისა და ტრევორ ჰორნის მონაწილეობით ახალი ალბომი, Drama ჩაწერა. 1981 წლის დასაწყისში ჯგუფი დაიშალა, ხოლო ჰაუსა და დაუნზის მიერ ჩამოყალიბდა Asia.
ჯგუფი აღდგა 1982 წელს, ანდერსონის, სკუაირის, უაიტის, კეისა და გიტარისტ ტრევორ რებინის მონაწილეობით და უფრო პოპ-როკის ჟღერადობა შეიძინა. ჯგუფი უფრო მეტად გაყიდვადი გახდა ალბომით 90125 (1983). ამ დისკიდან გამოცემულმა სინგლმა „Owner of a Lonely Heart“ და შემდეგმა ალბომმა, Big Generator (1987) დიდ წარმატებას მიაღწიეს. ალბომის Union (1991), რომელიც ჩაიწერა Yes-ისა და Anderson Bruford Wakeman Howe-ს ერთობლივი შემადგენლობების, 8 მუსიკოსის მიერ, დიდ კომერციულ წარმატებას მიაღწია. შემდგომი ალბომები და სინგლები კომერციულად წარუმატებელი იყო. ჯგუფმა 1997-2004 წლებში მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა, მათ შორის - 30 და 35 წლიანი იუბილეების აღსანიშნავად. ანდერსონისა და უეიკმენის ჯანმრთელობის გამო ოთხწლიანი პაუზის შემდეგ Yes აღდგა, ბენუა დევიდისა და ოლივერ უეიკმენის მონაწილეობით. 2011 წელს ჯგუფმა გამოსცა Fly from Here დაუნზის მონაწილეობით, რომელიც კლავიშისტის სახით 30 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, შემდეგ წელს კი დევიდმა ჯგუფი ავადმყოფის გამო დატოვა. მას ჩაენაცვლა ჯონ დეივისონი, ჯგუფიდან Glass Hammer.[1] ჯგუფის 21-ე სტუდიური ალბომი Heaven & Earth, პირველი დეივისონის მონაწილეობით, გამოვიდა 2014 წლის ივლისში. 2015 წლის 19 მაისს ცნობილი გახდა, რომ ჯგუფს დროებით ტოვებდა სკუაირი, რომელიც ლეიკიმის მკურნალობას აპირებდა, თუმცა იგი 27 ივნისს გარდაიცვალა. მანამდე იგი უკვე ჩაანაცვლა, მისივე თხოვნით, ბილი შერვუდმა.
Yes არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, გავლენიანი და კრიტიკოსების მიერ აღიარებული ჯგუფი პროგრესული როკის ჟანრში, რომელმაც გავლენა იქონია მრავალ შემსრულებელზე, მაგალითად Dream Theater-ზე. ჯგუფის 20 ალბომიდან 9 სხვადასხვა დროს მოხვედრილა ბრიტანეთისა თუ აშშ-ის ჩარტებში, აქედან ორმა კი მიაღწია ბრიტანეთის ჩარტების #1 პოზიციამდე. ჯგუფს აშშ-ში გაყიდული აქვს 13,5 მილიონი დისკი.[2] 2017 წლის აპრილში იგი შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.
ისტორია
რედაქტირებაშექმნა და აღმოჩენა (1968–71)
რედაქტირება1968 წლის იანვარში ბასისტი კრის სკუაირი შეუერთდა ჯგუფს Mabel Greer's Toyshop,[3] რომელშიც აგრეთვე შედიოდნენ ვოკალისტი და გიტარისტი კლაივ ბეილი, დრამერი ბობ ჰეგერი და გიტარისტი პიტერ ბენქსი.[4] ჯგუფი სოჰოში, კლუბში The Marquee გამოდიოდა, სადაც ისინი შეამჩნია ჯეკ ბარიმ, ახლოს მდებარე კლუბ La Chasse-ს მფლობელმა. „მათში გამორჩეული არაფერი ყოფილა, კარგი მუსიკოსები იყვნენ, მაგრამ მომავალი აშკარად არ ჰქონდათ“ - იხსენებდა იგი მოგვიანებით.[5] ბარიმ სკუაირი გააცნო ვოკალისტ ჯონ ანდერსონს, კლუბის ბარში მომუშავე ახალგაზრდას. აღმოჩნდა, რომ ორივე დაინტერესებული იყო Simon & Garfunkel-ის მუსიკით და ჰარმონიული სიმღერით. იმავე საღამოს სკუაირის სახლში დაიწერა „Sweetness“, რომელიც მოხვდა Yes-ის სადებიუტო ალბომში.[6] ბენქსმა ამასობაში დატოვა Mabel Greer's Toyshop და აპირებდა ჯგუფ Neat Change-ში გაწევრიანებას, მაგრამ 1968 წლის 7 აპრილს მოსმენის შემდეგ იგი არ მიიღეს.[4] 1968 წლის ივნისში ჰეგერი მომავალ Yes-ში ჩაანაცვლა ბილ ბრუფორდმა, რომელმაც მანამდე განცხადება Melody Maker-ში გამოაქვეყნა[4][7], ხოლო ბენქსს სკუაირი დაუკავშირდა. ამგვარად ბენქსი იქცა ჯგუფის გიტარისტად.[4] ჯგუფ Johnny Taylor's Star Combo and The Federals-ის მუსიკოსი ტონი კეი მეხუთე წევრი და კლავიშისტი გახდა.[8] ახლადშექმნილი ჯგუფი 1968 წლის 10 ივნისიდან 9 ივლისამდე რეპეტიციებს გადიოდა შაფსტბერის პროსპექტზე მდებარე კაფეს The Lucky Horseshoe საწყობში.[9][10][11]
ანდერსონმა კოლექტივს ჯგუფის სახელწოდების სახით Life შესთავაზა, თუმცა სკუაირს სურდა, ეს ყოფილიყო World.[12] ბენქსის შემოთავაზებით, მათ Yes! დაირქვეს[4] და 4 აგვისტოს ახალი სახელით გამართეს კონცერტი ახალგაზრდულ ბანაკში, აღმოსავლეთ მერსიში (ესექსი). ადრეული გამოსვლების დროს სრულდებოდა The Beatles-ის, The 5th Dimension-ისა და Traffic-ის სიმღერები.[13] 16 სექტემბერს ჯგუფი გამოვიდა კლუბში Blaise's (ლონდონი), Sly & the Family Stone-ის მაგივრად (რომელიც საერთოდ არ მოვიდა). მაყურებელმა ისინი დადებითად მიიღო. მათ შორის იყო როი ფლინიც, რომელიც იმავე საღამოს ჯგუფის მენეჯერად იქცა.[14] ბრუფორდმა იმავე თვეში შეწყვიტა დაკვრა და ლიდსის უნივერსიტეტს დაუბრუნდა.[15] მას ჩაენაცვლა ტონი ო'რაილი (The Koobas), მაგრამ ჯგუფთან ერთად სცენაზე გამოსვლა გაუჭირდა.[15] ანდერსონმა და სკუაირმა დაითანხმეს ბრუფორდი, დაბრუნებულიყო Cream-ის ფინალური კონცერტისთვის, რომელიც როიალ ალბერტ ჰოლში 26 ნოემბერს უნდა გამართულიყო. Yes ამ კონცერტზე მხარდამჭერი ჯგუფის სახით გამოდიოდა.[15]
King Crimson-ის 1969 წელს ხილვის შემდეგ Yes-ში იცოდნენ, რომ ლონდონში საკონცერტო სფეროში დიდი კონკურენცია იყო და ისინი ტექნიკურად უფრო დახვეწილები უნდა ყოფილიყვნენ. ამას მოჰყვა უფრო ხშირი რეპეტიციები.[16] Atlantic Records-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ აგვისტოში მათ გამოუშვეს სასათაურო სადებიუტო სტუდიური ალბომი.[17] შედგენილი ძირითადად ორიგინალური მასალისგან, იგი შეიცავს ქავერ-ვერსიებსაც - „Every Little Thing“ (The Beatles) და „I See You“ (The Byrds). მიუხედავად იმისა, რომ ალბომი არ მოხვდა ბრიტანეთის ალბომების ჩარტებში, ლესტერ ბენგზი Rolling Stone-ისთვის დაწერილ დადებით მიმოხილვაში აღტაცებით აღწერდა ალბომის „სტილს, გემოვნებასა და სინატიფეს“.[18] Melody Maker-ის ტონი უილსონმა აღნიშნა Yes და ლედ ზეპელინი, როგორც ორი ჯგუფი, რომელიც „უფრო წარმატებულები იქნებოდნენ“.[19]
სკანდინავიაში The Small Faces-თან გამართული ტურნეს შემდეგ Yes 1970 წლის 21 მარტს გამოვიდა Queen Elizabeth Hall-ში. კონცერტის მეორე ნახევარში 20 ადამიანისგან შემდგარ გუნდთან ერთად სრულდებოდა სიმღერები მეორე ალბომიდან, Time and a Word.[20] ბენქსს არ მოსწონდა ორკესტრთან ერთად ჩაწერის იდეა, ისევე, როგორც წლის დასაწყისში ფლინის დათხოვნა, ამიტომ Yes მაისში დატოვა, ალბომის გამოცემამდე ორი თვით ადრე.[17][21] მოგვიანებით ბენქსი ამტკიცებდა, რომ იგი ანდერსონმა და სკუაირმა გააგდეს, ხოლო კეიმ და ბრუფორდმა ამის შესახებ არ იცოდნენ.[16] ისევე, როგორც პირველი ალბომი, Time and a Word-იც შეიცავს ორიგინალურ სიმღერებს და ორ ახალ ქავერ-ვერსიას - „Everydays“ (Buffalo Springfield) და „No Opportunity Necessary, No Experience Needed“ (რიჩი ჰევენსი). ალბომი ბრიტანეთის ჩარტის 45-ე პოზიციამდე ავიდა. ბენქსს ჩაენაცვლა Tomorrow-ს გიტარისტი სტივ ჰაუ, რომელიც ჯგუფთან ერთად გადაღებულია ალბომის ამერიკული გამოცემის გარეკანისთვის, თუმცა ალბომზე არ უკრავს.[22]
ჯგუფმა იქირავა ფერმა დევონში და დაიწყო შემდეგი ალბომის სიმღერების მომზადება და ჩაწერა. ჰაუ ჩამოყალიბდა, როგორც ჯგუფის ჟღერადობის ნაწილი, თავისი Gibson ES-175-ით და აკუსტიკური გიტარების ნაირფეროვნებით. პროდიუსერ და ინჟინერ ედი ოფორდის დახმარებით ხმისჩამწერი სესიები გრძელდებოდა დაახლოებით 12 საათის განმავლობაში. ყოველი სიმღერა ხოლმე შედგებოდა სხვადასხვა მცირე სექციისგან, რომელიც ერთად იქნა შეკრებილი სრული სიმღერისთვის. საბოლოო მიქსის შემდეგ ჯგუფი სიმღერის რეპეტიციას გადიოდა.[23] The Yes Album, გამოცემული 1971 წლის თებერვალში, ბრიტანეთის ალბომების ჩარტის მე-4 პოზიციამდე ავიდა, ხოლო შტატებში - Billboard 200-ის მე-40 პოზიციამდე.
Iron Butterfly-სთან ერთად ჯგუფმა 1971 წლის იანვარში 28 დღიანი ტურნე გამართა.[24] მან ჯგუფისგან შეიძინა ხმოვანი სისტემა, რამაც მისი საკონცერტო ჟღერადობა გააუმჯობესა.[25] ედმონტონში (კანადა) 24 ივნისს დაიწყო მათი ტურნე ჯეთრო ტალის მხარდამჭერი ჯგუფის სახით.[26] კეიმ ჯგუფთან ერთად უკანასკნელად დაუკრა Crystal Palace-ში, იმავე წლის აგვისტოში. გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც ჰაუსა და მას შორის დაძაბულობამ იმატა.[27] გავრცელდა ისეთი ინფორმაციაც, თითქოს მას არ სურდა მელოტრონსა და მინიმუგზე დაკვრა.
Fragile, Close to the Edge და Tales from Topographic Oceans (1971–74)
რედაქტირებაკეის ჯგუფიდან წასვლისას Yes-ს უკვე ჰყავდა ახალი კლავიშისტი - რიკ უეიკმენი, რომელსაც კლასიკური განათლება ჰქონდა. წლის დასაწყისში მან ჯგუფი Strawbs დატოვა. იგი უკვე იყო აღსანიშნავი სტუდიური მუსიკოსი, T. Rex-თან, დევიდ ბოუისთან, კეტ სტივენსთან და ელტონ ჯონთან მუშაობის გამოცდილებით. მან Yes-ს შემატა ორკესტრული და გუნდური სტრუქტურები, რომლებიც აისახა ახალ მასალაზე.
გამოცემული 1971 წლის 26 ნოემბერს, ჯგუფის მეოთხე ალბომი Fragile წარმოადგენდა Yes-ის დაინტერესებას კლასიკური მუსიკის სტრუქტურებით, როგორიც იყო იგორ სტრავინსკის „ფასკუნჯი“, რომელიც 1971–1972 წლის ტურნედან მოყოლებული მათ კონცერტებს ხსნიდა.[28] ყოველი წევრი ალბომზე საკუთარ სოლო კომპოზიციას ასრულებს. გარდა ამისა, ალბომის გარეკანით დაიწყო თანამშრომლობა როჯერ დინთან, რომელმაც შექმნა ჯგუფის ლოგო, ალბომზე გამოყენებული ნახატები და შემდგომში ჯგუფის სასცენო გამოსვლების დიზაინზეც მუშაობდა. Fragile ბრიტანეთის ჩარტში #7 პოზიციაზე მოხვდა, ხოლო აშშ-ში - #4-ზე[29], თუმცა ამ უკანასკნელ ქვეყანაში მხოლოდ 1972 წლის იანვარში გამოვიდა. ეს იყო კოლექტივის პირველი ჩანაწერი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის 10-ეულში მოხვდა. პირველი სიმღერა, „Roundabout“, გამოცემული სინგლის სახით, მოხვდა Billboard Hot 100-ის მე-13 პოზიციაზე.[30]
1972 წლის თებერვალში Yes-მა ჩაწერა პოლ საიმონის „America“-ს ქავერ-ვერსია, რომელიც სინგლზე გამოვიდა და მოხვდა აშშ-ის სინგლების ჩარტის 46-ე ადგილზე.[31] მოგვიანებით სიმღერა გამოიცა 1972 წლის კომპილაციაზე The New Age of Atlantic, რომელშიც შეტანილი იყო Atlantic Records-ის შემსრულებლების სიმღერები. 1975 წელს იგი მოხვდა კომპილაციაში Yesterdays.
1972 წლის სექტემბერში გამოცემული Close to the Edge, მეხუთე ალბომი, იგი ჯგუფის იმ დროისთვის ყველაზე ამბიციური ნამუშევარი. 19 წუთიანი სასათაურო კომპოზიცია იკავებდა გრამფირფიტის ერთ მხარეს და შეიცავდა კლასიკური მუსიკის, ფსიქოდელიური როკის, პოპ-მუსიკისა და ჯაზის ელემენტებს. იგი აშშ-ის ჩარტში #3 ადგილზე[29], ხოლო ბრიტანეთში #4-ზე მოხვდა.[32] „And You and I“ გამოვიდა სინგლზე, რომელიც აშშ-ში 42-ე ადგილამდე ავიდა.[31] ჯგუფის მზარდი კრიტიკული და კომერციული წარმატების ფონზე ბრუფორდი მაინც უკმაყოფილო იყო და Yes 1972 წლის ზაფხულში, ალბომის გამოცემამდე დატოვა და შეუერთდა King Crimson-ს. განიხილებოდა რამდენიმე შემცვლელი, მათ შორის ეინსლი დანბარი, იმ პერიოდში ფრენკ ზაპას ჯგუფის წევრი.[33] საბოლოოდ აირჩიეს Plastic Ono Band-ს ყოფილი დრამერი ალან უაიტი, ანდერსონისა და ოფორდის მომღერალი, რომელიც ჯგუფში მოვიდა ბრუფორდის წასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე.[34] მან ჯგუფის რეპერტუარი სულ სამ დღეში შეისწავლა, შემდეგ კი გაჰყვა 1972–1973 წლების ტურნეში. ამ დროისთვის Yes-ის მსოფლიო კომერციული და კრიტიკული წარმატება უკვე მზარდი იყო. უაიტთან ერთად ჩატარებული 1972 წლის საკონცერტო გამოსვლები შევიდა სამმაგ საკონცერტო ალბომში Yessongs, რომელიც 1973 წლის მაისში გამოვიდა. ალბომი მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის #7, ხოლო აშშ-ში - #12 პოზიციაზე.[29][35] საკონცერტო ფილმი ამ სახელწოდებით გამოვიდა 1975 წელს [36] და მიმოიხილავდა ჯგუფის 1972 წლის დეკემბრის კონცერტებს ლონდონის Rainbow Theatre-ში, სადაც გამოიყენეს ფსიქოდელიური გამოსახულებები და ეფექტები.
"ეს არის ფრაგმენტებისგან შემდგარი შედევრი, შექმნილი ზრუნვით და სტუდიაში გატარებული ხანგრძლივი საათების განმავლობაში. შესანიშნავია დამუშავების მხრივ, მაგრამ ხშირად ესაჭიროება მეტად ხანგრძლივი დრო განვითარებისთვის, აგრეთვე არ შეიცავს სითბოს თუ პირად გამოხატვას...
„Ritual“ არის ზეიმის ცეკვა, მასში ჟღერს პირველი სასიამოვნო მომენტები, სადაც ალანის წამყვანი დასარტყმელი საკრავები რაღაცას აკეთებენ, ხოლო ლა ლა ლა ტიპის ტექსტი შესამჩნევია. მაგრამ ესეც არ არის ხანგრძლივი და უფერული თვითშებრალების ღმერთებთან ერთობლიობა ქრება." — —Melody Maker-ის მიერ მიმოხილული Tales from Topographic Oceans, 1973.
|
Tales from Topographic Oceans იყო ჯგუფის მეექვსე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1973 წლის 14 დეკემბერს. აქ დაიწყო ჯგუფის ბედ-იღბალის ცვლილება. ჩანაწერმა ფანები და კრიტიკოსები ორ ბანაკად გაჰყო. ორმაგი გრამფირფიტა ეფუძნება ანდერსონის შასტრული საღმრთო წერილების ინტერპრეტაციებს პარამანსა იოგანანდას „იოგის ავტობიოგრაფიის“ სქოლიოდან. ეს იქცა პირველ ბრიტანულ ალბომად, რომელმაც ოქროს სტატუსი ჯერ კიდევ მაღაზიაში მოხვედრამდე შეიძინა.[37] ორი კვირის განმავლობაში იგი ბრიტანეთის ჩარტების სათავეში იმყოფებოდა, ხოლო აშშ-ში #6 ადგილამდე ავიდა[29] და იქცა ჯგუფის ზედიზედ მეოთხე ოქროს ალბომად. უეიკმენს არ მოსწონდა ეს ჩანაწერი და მასზე კრიტიკულად საუბრობდა.[38] მისი აზრით, სექციები „სისხლამდე იყო მიყვანილი“ და ზედმეტად დიდი რაოდენობის მუსიკალურ შემავსებელ მასალას შეიცავდნენ. რიკმა ჯგუფი 1973–1974 წლების ტურნეს შემდეგ დატოვა. 1974 წლის მაისში მისი სოლო ალბომი Journey to the Centre of the Earth მოხვდა ბრიტანული ჩარტის პირველ პოზიციაზე.[39] ტურნეში შედიოდა ზედიზედ ხუთი შოუ Rainbow Theatre-ში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც როკ-მუსიკის ისტორიაში ერთსა და იმავე ადგილზე ასეთი რაოდენობის კონცერტები ჩატარდა.[40]
Relayer, Going for the One, Tormato და პარიზის სესიები (1974–79)
რედაქტირებაუეიკმენის შემდეგ ჯგუფში კლავიშისტად მოიაზრებოდა სხვადასხვა მუსიკოსი, მათ შორის ვანგელისი, ედი ჯოპსონი (Roxy Music) და ჟან რუსელი. Yes-მა აირჩია შვეიცარიელი პატრიკ მორაზი (Refugee), რომელიც მათ შეუერთდა 1974 წლის აგვისტოში,[41] Relayer-ის სესიებზე, სკუაირის სახლში, სურეიში. იმავე წლის ნოემბერში გამოცემულ Relayer-ში ჯაზ-ფიუჟენის ელემენტები იყო გამოყენებული. ალბომში შეტანილია 22 წუთიანი „The Gates of Delirium“, ნაწილობრივ შექმნილი ლევ ტოლსტოის რომანის „ომი და მშვიდობა“ გავლენით. მისი უკანასკნელი სექცია, „Soon“ მოგვიანებით სინგლზე გამოვიდა. ალბომი მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის #4 და აშშ-ის ჩარტის #5 პოზიციებზე.[29][42] 1974–1975 წლის ტურნე ჩატარდა Relayer-ის მხარდასაჭერად. კომპილაცია Yesterdays გამოვიდა 1975 წელს და შეიცავდა სიმღერებს ჯგუფის პირველი ორი ალბომიდან, b-მხარეს „Dear Father“ (სინგლიდან „Sweet Dreams“) და „America“-ს ორიგინალურ 10 წუთიან ვერსიას.[43]
1975-1976 წლებში ჯგუფის ყოველმა წევრმა სოლო ალბომი გამოსცა. 1976 წლის ტურნეში ჩრდილოეთ ამერიკაში ჯგუფის რამდენიმე კონცერტზე უკრავდა პიტერ ფრემპტონი. 12 ივნისის კონცერტს, გერი რაიტის და Pousette-Dart Band-ის თანამონაწილეობით, რომელიც გაიმართა ჯონ კენედის სახელობის სტადიონზე, ფილადელფიაში, დაესწრო 100.000 მაყურებელი.[44] როჯერ დინის ძმა მარტინი იყო სასცენო „Crab Nebula“-ს დიზაინის ავტორი, ხოლო როჯერი და ფელისიტი იუე ფონების შემქმნელები იყვნენ.
1976 წლის ბოლოს ჯგუფი გაემგზავრა შვეიცარიაში, მონტრეში, სადაც Mountain Studios-ში დაიწყო Going for the One-ის, ახალი ალბომის ჩაწერა. ანდერსონმა უეიკმენს გაუგზავნა სიმღერების „Going for the One“ და „Wonderous Stories“ ადრეული ვერსიები. მისი აზრით, რიკს შეეძლო მათში უწინდელთან შედარებით მეტი წვლილის შეტანა. მორაზი გაუშვეს, ხოლო უეიკმენი სესიური მუსიკოსის სახით ჯგუფში დაბრუნდა. 1977 წლის ივლისში გამოცემული ალბომი მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის სათავეებში, სადაც ორი კვირა იმყოფებოდა. შტატებში მან #8 პოზიცია დაიკავა.[29][45] ბრიტანეთში სინგლების სახით გამოცემული „Wonderous Stories“ და „Going for the One“ შესაბამისად, #7 და #25 ადგილებზე აღმოჩნდნენ.[45] მიუხედავად იმისა, რომ გარეკანი Hipgnosis-მა შექმნა, იგი მასზე კვლავ გამოიყენება როჯერ დინის მიერ შემუშავებული ლოგო. 1977 წლის ტურნე გაგრძელდა ექვს თვეს.
Tormato გამოვიდა 1978 წლის სექტემბერში, ინგლისში პანკ-როკის წარმატების პიკისას, როდესაც მუსიკალური პრესა აკრიტიკებდა Yes-ს, როგორც პროგრესული როკის წარმომადგენელს. ალბომში ჯგუფმა გადაინაცვლა უფრო მოკლე კომპოზიციებისკენ - არც ერთი ამ სიმღერებიდან რვა წუთზე უფრო ხანგრძლივი არ არის.[46] უეიკმენმა მელოტრონების მაგივრად ბიროტრონი შემოიღო, ხოლო სკუაირმა ჰარმონაიზერებისა და მუ-ტრონის პედლების გამოყენება დაიწყო. ალბომის პროდიუსერი ჯგუფის ყველა წევრი იყო, მაგრამ ამ პროცესს ხმის მიქსის პერიოდში ახლდა ჯგუფის უთანხმოებები ჯგუფის წევრებს შორის. ბრიტანეთის ჩარტში ალბომმა #8, ხოლო აშშ-ში - #10 ადგილი დაიკავა.[29] მიუხედავად მისი ბრიტანეთში და მის ფარგლებს გარეთ კრიტიკისა 1978–1979 წლების ტურნე კომერციულად წარმატებული იყო. კონცერტები ტარდებოდა წრიულ თეატრებში, მოძრავი სცენით, რომელიც 50 000 გირვანქა სტერლინგი ღირდა, და 360 გრადუსიანი ხმოვანი სისტემით, რომელიც მის თავზე იყო მოთავსებული. Yes გაყიდული ბილეთების საფუძველზე გახდა „ოქროს ბილეთის ჯილდოს“ მფლობელი, მილიონი გირვანქა სტერლინგის შემოსავლით.[47]
1979 წლის ოქტომბერში ჯგუფი იმყოფებოდა პარიზში და მუშაობდა პროდიუსერ როი თომას ბეიკერთან. მათმა ინდივიდუალურმა მიდგომამ გამოიწვია Yes-იდან მუსიკოსების გამოყოფა. ანდერსონი და უეიკმენი დაინტერესებულები იყვნენ უფრო ნაზი, ვიდრე პოპულარული მძიმე როკ-ჟღერადობით. ჰაუს, სკუაირს და უაიტს ანდერსონის შემოთავაზებული იდეები არ მოსწონდათ, ვინაიდან ყველა სიმღერა ზედმეტად მსუბუქი იყო და არ ჰქონდათ ის სიმძიმე, რომელიც მიმდინარე სესიებისას გამოიყენებოდა. პარიზის სესიები შეწყდა დეკემბერში, როდესაც უაიტმა ტერფი მოიტეხა.[48] როდესაც ჯგუფი უეიკმენის გარეშე კვლავ შეიკრიბა თებერვალში, რათა პროექტზე მუშაობა გაეგრძელებინა, მზარდმა მუსიკალურმა განსხვავებებმა, შიდა უთანხმოებებთან ერთად, პროექტი კვლავ შეაწყვეტინეს. ჟურნალისტი კრის უელჩი, რომელიც ხშირად ესწრებოდა რეპეტიციებს, აღნიშნავდა, რომ „ანდერსონი მღეროდა ჩვეული თავდაჯერებულობის გარეშე და ურთიერთობით დაინტერესებული არ იყო.“ [49] მარტის ბოლოს ჰაუ, სკუაირი და უაიტი ტრიოს სახით მუშაობდნენ მასალის დემო-ვერსიების ჩაწერაზე და არ იცოდნენ, ჩაერთვებოდა თუ არა სესიებში ანდერსონი. საბოლოოდ, ფინანსური საკითხების გამო წარმოშობილმა უთანხმოებამ ანდერსონს Yes-ის დატოვება აიძულა და გულდამძიმებული უეიკმენიც იმავე პერიოდში წავიდა.
Drama და განხეთქილება (1980–81)
რედაქტირება1980 წელს პოპ-დუეტ The Buggles-ის (რომელშიც შედიოდნენ კლავიშისტი ჯეფ დაუნზი და ვოკალისტი ტრევორ ჰორნი) მენეჯერი გახდა ბრაიან ლეინი. დუეტმა მსოფლიო წარმატება მოიპოვა სინგლით „Video Killed the Radio Star“. ისინი უკრავდნენ იმავე სარეპეტიციო კომპლექსში, სადაც Yes მუშაობდა. დუეტს ჰქონდა სიმღერა „We Can Fly From Here“, რომელიც, მათი აზრით, Yes-ს მოერგებოდა. დემო ვერსია 1980 წელს ჩაწერეს, სკუაირის მონაწილეობით.
ამ დროისთვის ანდერსონის და უეიკმენის ჯგუფიდან წასვლის ფაქტი ფართო აუდიტორიისთვის ჯერ კიდევ უცნობი იყო. ხედავდა რა პერსპექტივას, ჯგუფმა განაგრძო მუშაობა და სკუაირმა ამ სიტუაციის შესახებ უამბო ჰორნსა და დაუნზს. დუეტს მანს შესთავაზა Yes-ში გაწევრიანება. ახალმა შემადგენლობამ ჩაწერა Drama, გამოცემული 1980 წლის აგვისტოში. ჩანაწერზე წარმოდგენილია უფრო მძიმე ჟღერადობა, ვიდრე Yes-ის მიერ ანდერსონთან 1979 წელს ჩაწერილ სიმღერებში, დაწყებული „Machine Messiah“-ით. ალბომი ბრიტანეთის ჩარტში #2 პოზიციამდე ავიდა, ხოლო აშშ-ში მე-18 იყო.[29] 1980 წლის ტურნე აშშ-სა და ბრიტანეთში მაყურებლების მიერ არაერთგვაროვანი შეფასებებით აღინიშნა. აშშ-ში ისინი თბილად მიიღეს და მედისონ-სკვერ-გარდენზე გამართული 16 კონცერტისთვის გადასცეს სპეციალური სამახსოვრო სერტიფიკატიც.[50]
ტურნეს შემდეგ ჯგუფი დაბრუნდა ინგლისში და უნდა გადაეწყვიტა, თუ როგორ გაარგძელებდა არსებობას, განსაკუთრებით ბრაიან ლეინის გარეშე, რომელიც მასთან აღარ მუშაობდა. ჰორნმა გადაწყვიტა Yes-ის დატოვება და მუსიკალური პროდიუსერის სახით მუშაობა. Yes აგრეთვე დატოვეს უაიტმა და სკუაირმა. დარჩნენ მხოლოდ დაუნზი და ჰაუ, რომლებმაც ასევე აირჩიეს წასვლა და 1980 წლის დეკემბერში საკუთარი კარიერით დაკავდნენ. ცოცხალი კომპილაციური ალბომი 1976-1978 წლების ჩანაწერებით, რომელიც შეადგინეს 1979 წლის შუა თვეებში და 1979 წლის უნდა გამოეცათ, საბოლოოდ გამოვიდა, როგორც Yesshows. იგი მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის 22-ე, ხოლო აშშ-ში - 43-ე პოზიციაზე.[29] 1981 წლის მარტში ჯგუფის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Yes აღარ არსებობდა.
დაუნზმა და ჰაუმ მოგვიანებით შექმნეს Asia, რომელშიც შევიდნენ King Crimson-ის ბასისტი და ვოკალისტი ჯონ უეტონი და Emerson, Lake & Palmer-ის დრამერი კარლ პალმერი. სკუაირმა და უაიტმა განაგრძეს ერთად მუშაობა და ჯიმი პეიჯის მონაწილეობით 1981 წლის გაზაფხულზე იწერდნენ მასალას პროექტისთვის XYZ (შემოკლება „ex-Yes-and-Zeppelin“-ისგან). რობერტ პლანტი უნდა ყოფილიყო ამ პროექტის ვოკალისტი, მაგრამ ენთუზიაზმი დაკარგა, დაასახელა რა მიზეზად ჯონ ბონემის მცირე ხნის წინ დაღუპვა. ჯგუფის არსებობა ხანგრძლივი არ ყოფილა, მან ჩაწერა რამდენიმე დემო, რომელთა ნაწილი გამოჩნდა პეიჯის ჯგუფ The Firm-ის ჩანაწერებზე და გადამუშავდა Yes-ის სიმღერებად „Mind Drive“ და „Can You Imagine?“. 1981 წლის ბოლოს სკუაირმა და უაიტმა გამოსცეს საშობაო სინგლი „Run with the Fox“, ვოკალზე სკუაირის მონაწილეობით, რომელსაც 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანების დასაწყისში რადიო ეთერში წარმატება ჰქონდა. Yes-ის კომპილაციური ალბომი Classic Yes გამოვიდა 1981 წლის ნოემბერში.
გაერთიანება, 90125 და Big Generator (1982–88)
რედაქტირება1982 წელს ფილ კარსონმა (Atlantic Records) სკუაირსა და უაიტს გააცნო სამხრეთ აფრიკაში დაბადებული გიტარისტი და მომღერალი ტრევორ რევინი, რომელმაც უკვე სახელი გაითქვა ჯგუფით Rabbitt. მან გამოსცა სამი სოლო ალბომი, მუშაობდა პროდიუსერად და პირობითად ითვლებოდა Asia-ს წევრად. მუსიკოსები გაერთიანდნენ და საკუთარ თავს Cinema დაარქვეს. სკუაირმა ჯგუფში მოიყვანა Yes-ის ორიგინალური კლავიშისტი ტონი კეი. მიუხედავად Yes-ის სამი მუსიკოსისა, Cinema არ იყო დაგეგმილი, როგორც Yes-ის გაგრძელება. მუსიკოსები სტუდიაში სადებიუტო ალბომის ჩასაწერად შეიკრიბნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად პროექტში წამყვანი ვოკალისტები იყვნენ რებინიც და სკუაირიც, Cinema-ში პოტენციურ ვოკალისტად ითვლებოდა ტრევორ ჰორნიც[51], მაგრამ მოგვიანებით იგი პროდიუსერად დარჩა.
ჰორნმა ჯგუფის დაუსრულებელი სიმღერები დაამუშავა სტუდიური ეფექტებით და ციფრული სემპლინგით. მან აგრეთვე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ვოკალების და ბეკ-ვოკალების არანჟირებაში. თუმცა, მასსა და ტონი კეის შორის უთანხმოებას ჰქონდა ადგილი - რებინი ხმისჩამწერი სესიების დროს უფრო აქტიური კლავიშისტი იყო. რეპეტიციების ექვსი თვის შემდეგ კეიმ ჯგუფი დატოვა.[51] ამასობაში, ლოს-ანჯელესში გამართულ წვეულებაზე, სკუაირი ესაუბრა ჯონ ანდერსონს, რომელმაც Yes-იდან წასვლის შემდეგ მოასწრო ორი სტუდიური სოლო ალბომის ჩაწერა, ისევე, როგორც პროექტ Jon and Vangelis-ის ჩამოყალიბება, ვანგელისის თანამონაწილეობით. ჯონს მან მოასმენინა Cinema-ს დემო ჩანაწერები. ანდერსონი პროექტში მიიწვიეს წამყვან ვოკალისტად. იგი ჯგუფს 1983 წლის აპრილში, სესიების უკანასკნელ ეტაპზე შეუერთდა და შემოქმედებითად მცირე წვლილი ჰქონდა, თუმცა დიდი რაოდენობით წამყვანი ვოკალები დაამატა და რამდენიმე ტექსტი შეცვალა.
ხმისჩამწერი კომპანიის ხელმძღვანელობის რჩევით, Cinema-მ სახელი შეიცვალა და 1983 წლის ივნისში Yes-ის ფორმა მიიღო. რებინი ამას თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა, ვინაიდან მიხვდა, რომ ახალი ჯგუფის შექმნის მაგივრად, ძალაუნებურად მოხვდა გაერთიანებულ ჯგუფში, რომელსაც უკვე ჰქონდა ისტორიაც და მოთხოვნებიც.[52] თუმცა, Yes-ის ოთხი ყოფილი წევრით (რომელთა ნაწილი მასში დაარსებიდან უკრავდა, წამყვანი ვოკალისტის ჩათვლით), ჩანდა, რომ ორიგინალური სახელწოდება კომერციულად გამართლებული იყო. ახალი ალბომით შეინიშნებოდა სტილში რადიკალური ცვლილება, ვინაიდან Yes-ის მუსიკაში გამოჩნდა პოპ-როკი, რომელიც პროგრესული როკისგან შორს იყო. ჯგუფის ამ შემადგენლობას ხოლმე არაოფიციალურად Yes-West-საც უწოდებდნენ, ვინაიდან იგი მეტწილად ლოს-ანჯელესში იმყოფებოდა, ვიდრე ლონდონში.
Yes-მა ალბომი 90125 (რომელსაც სახელი ეწოდა Atco Records-ის მიერ მინიჭებული სერიული ნომრის მიხედვით) 1983 წლის ნოემბერში გამოვიდა. იგი იქცა ჯგუფის ყველაზე გაყიდვად ალბომად, 6 მილიონი გაყიდული ასლით და ჯგუფი ახალგაზრდა მსმენელებს გააცნო. „Owner of a Lonely Heart“, ალბომის წამყვანი სინგლი, მოხვდა Hot Mainstream Rock Tracks-ის ჩარტის სათავეებში ოთხი კვირით, შემდეგ კი Billboard Hot 100-ის სინგლების სიაში 1984 წლის იანვარში, ორი კვირის განმავლობაში #1 ადგილზე იმყოფებოდა - ასეთი წარმატება წილად ხვდა Yes-ის მხოლოდ ერთ სინგლს[31]. კეის დროებით ჩაენაცვლა ედი ჯობსონი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სიმღერის ორიგინალურ ვიდეოში, თუმცა კადრები მისი მონაწილეობით მაქსიმალურად ამოჭრეს, ვინაიდან კეი ამასობაში დაბრუნებაზე დაითანხმეს.[53]
1984 წელს სინგლები „Leave It“ და „It Can Happen“ აღმოჩნდნენ ჩარტების 24-ე და 57-ე პოზიციებზე.[31] Yes-ს 1985 წელს აგრეთვე მიენიჭა ერთადერთი გრემი, წლის როკ-ინსტრუმენტალის შესრულებისთვის, ორწუთიანი „Cinema“-სთვის.[54] 90125-ით იგი აგრეთვე ნომინირებული იყო დუეტის ან ჯგუფის საუკეთესო როკ-შესრულების კატეგორიაში.[55] ჯგუფის 1984–1985 წლის ტურნე იყო ყველაზე შემოსავლიანი მათ ისტორიაში. მას მოჰყვა 9012Live, საკონცერტო ფილმი, გადაღებული სტივენ სოდერბერგის მიერ, Charlex-ის ეფექტებით. ვიდეოს წარმოება 1 მილიონი აშშ დოლარი ღირდა.[56] Yes-ის მინი-ალბომი 9012Live: The Solos გამოვიდა 1985 წელს და Yes-ს მოუტანა გრემიზე მეორე ნომინაცია - ამჯერად საუკეთესო როკ-ინსტრუმენტალის შესრულებაში, სკუაირის სოლო კომპოზიციისთვის, რომელიც „Amazing Grace“-ის ვერსიას წარმოადგენდა.[57]
Yes-მა მეთორმეტე ალბომის Big Generator ჩაწერა 1986 წელს დაიწყო. სესიები რამდენიმეჯერ შეწყდა და განახლდა, ვინაიდან ჯგუფი მასალას იწერდა იტალიაში, ლონდონსა და ლოს-ანჯელესში. ამას დაემატა რებინსა და ჰორნს შორის არსებული უთანხმოებები, რითაც ალბომის დროულად დასრულება შეფერხდა. საბოლოოდ რებინმა ალბომზე პროდიუსერის სახით იმუშავა და ჩანაწერი 1987 წლის სექტემბერში გამოიცა, მოხვდა რა ბრიტანეთის ჩარტის მე-17 და აშშ-ში - მე-15 ადგილზე.[29] Big Generator-მა 1988 წელს Yes-ს მოუპვა ნომინაცია გრემიზე - საუკეთესო როკ-შესრულებისთვის დუეტის ან ჯგუფის მიერ.[58] სინგლი „Love Will Find a Way“ დაიკავა Mainstream Rock ჩარტის პირველი ადგილი, „Rhythm of Love“ მოხვდა მეორე ადგილზე, ხოლო „Shoot High Aim Low“ - მე-11 პოზიციაზე.[29] 1987–1988 წლების ტურნე დასრულდა მედისონ-სკვერ-გარდენზე 1988 წლის 14 მაისს გამოსვლით, ლეიბლის Atlantic Records 40 წლიანი იუბილეს ფარგლებში.
ბანაკები და გაერთიანებები: ABWH და Union (1989–92)
რედაქტირება1988 წლის ბოლოსთვის ანდერსონმა იგრძნო, რომ რებინმა და სკუაირმა იგი ჩამოიშორეს. მას აგრეთვე მობეზრდა Yes-West ტიპის გაერთიანების მუსიკალური მიმართულება. მან ჯგუფი დატოვა, აცხადებდა რა, რომ Yes-ში მხოლოდ ფულისთვის არასოდეს დარჩებოდა. მან მონსერატზე დაიწყო სოლო პროექტზე მუშაობა, რომელშიც მონაწილეობდნენ უეიკმენი, ჰაუ და ბრუფორდი. თანამშრომლობას მოჰყვა ვარაუდები, რომ Yes-ის კლასიკური შემადგენლობა აღდგებოდა, თუმცა თავიანვე პროექტში ტონი ლევინი მონაწილეობდა, რომელთანაც ბრუფორდი King Crimson-ში უკრავდა. პროექტი კონტრაქტის გამო წარმოუდგენელი იყო, ვინაიდან მასში იყვნენ ანდერსონი, სკუაირი, უაიტი, კეი და რებინი. ამიტომ ჩამოყალიბდა Anderson Bruford Wakeman Howe, რომელიც ბრუფორდისთვის ხელსაყრელი იყო, ვინაიდან Yes-თან ასოცირებას გაურბოდა.
ჯგუფის სასათაურო ალბომი გამოვიდა 1989 წელს, სიმღერით „Brother of Mine“, რომელიც MTV-ის ჰიტად იქცა და აშშ-ში სინგლის სახით ოქროს სტატუსი მიიღო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჯგუფის ყველა წევრი ერთად არ იწერებოდა. ანდერსონი და პროდიუსერი კრის კიმსი ცალკე მუშაობდნენ. ჰაუმ საჯაროდ განაცხადა[59], რომ არ მოსწონდა ალბომზე გიტარების მიქსის ჟღერადობა, მიუხედავად იმისა, რომ „Fist of Fire“ ჰაუს გიტარების ვერსიის უფრო მეტი რაოდენობით უცვლელი სახით შეიტანეს 2002 წლის 'In a Word-ში. ABWH-მ ჩაატარა ტურნე 1989 და 1990 წლებში, სახელწოდებით An Evening of Yes Music, რომელზეც შემადგენლობაში შედიოდნენ დამატებითი მუსიკოსებიც - ლევინი, კლავიშისტი ჯულიან კოლბეკი და გიტარისტი მილტონ მაკ-დონალდი. 1993 წელს გამოვიდა საკონცერტო ალბომი An Evening of Yes Music Plus, რომელზეც ბას-გიტარაზე უკრავდა ჯეფ ბერლინი, ვინაიდან ლევინი ამ დროს ავად იყო. ტურნეს აგრეთვე ახლდა იურიდიული დავები Atlantic Records-ის მხრიდან, ვინაიდან პრომო-მასალებსა და ტურნეს სახელწოდებაში იყო მინიშნებები Yes-ზე.
ტურნეს შემდეგ ჯგუფი დაუბრუნდა ხმისჩამწერ სტუდიას, შემდეგ ალბომზე სამუშაოდ, რომელსაც თავდაპირველად Dialogue ეწოდებოდა. სიმღერების მოსმენის შემდეგ Arista Records-მა უარი თქვა მის გამოცემაზე, ვინაიდან, მათი აზრით, თავდაპირველი მიქსები სუსტი იყო. მათი ინიციატივით ჯგუფმა დაიწყო სხვა თანაავტორების ძიება, რომლებიც ჰიტ-სინგლების შექმნაში დაეხმარებოდნენ. ანდერსონი ამის შესახებ რებინს ესაუბრა და რებინმა ანდერსონს ოთხი სიმღერით დაკომპლექტებული დემო ფირი გაუგზავნა. მან შესთავაზა სიმღერებიდან ერთ-ერთის არჩევა და ფირის დაბრუნება. Arista-მ აირჩია ოთხივე, მაგრამ რებინი ამაზე თანახმა არ იყო. Yes-West-ის ტიპის ჯგუფი ამასობაში Big Generator-ის გაგრძელებას ამზადებდა და ახალ ვოკალისტს ეძებდა. Supertramp-ის ყოფილმა ვოკალისტმა როჯერ ჰოჯსონმა უკვე უარი თქვა ამ ადგილზე. მიუხედავად იმისა, რომ სიამოვნებდა ჯგუფთან მუშაობა და სიმღერების შექმნა, მისი აზრით, შედეგად ჩაწერილი მუსიკის Yes-ად წარდგენა არასწორი იქნებოდა. ჯგუფთან აგრეთვე მუშაობდნენ Kansas-ის ვოკალისტი სტივ უოლში[51] და ბილი შერვუდი (World Trade). ჯგუფთან გატარებული ერთი დღის შემდეგ უოლში წავიდა, მაგრამ შერვუდი მათთან აქტიურად მუშაობდა და განაგრძო ხმისჩამწერ სესიებზე დასწრება. Arista-ს შემოთავაზებით Yes-West-ს უნდა ჩაეწერა ოთხი სიმღერა, რომელსაც დაამატებდა Yes-ის სახელით გამოცემულ ახალ ალბომში.
Union გამოვიდა 1991 წლის აპრილში და იყო Yes-ის მეცამეტე ალბომი. ჯგუფის ყოველი წევრი მასზე საკუთარ სიმღერას ასრულებდა, ხოლო ანდერსონი ყოველ მათგანში წამყვანი ვოკალისტი იყო. ABWH-ის რამდენიმე სიმღერაში სკუაირი ბეკ-ვოკალებს ასრულებდა, ხოლო ლევინი ყველა სიმღერაში ბასზე უკრავდა. თუმცა, ერთდროულად ყველა წევრი მასზე არ უკრავდა. სიმღერამ „Masquerade“ Yes-ს 1992 წელს მოუტანა გრემის ნომინაცია საუკეთესო როკ-ინსტრუმენტული შესრულების კატეგორიაში.[60] Union მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 1.5 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა. იგი მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის #7 და აშშ-ში - #15 პოზიციაზე.[29] ალბომიდან გამოვიდა ორი სინგლი - „Lift Me Up“ (რომელიც Mainstream Rock-ის ჩარტში 1991 წლის მაისში ექვსი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა) და „Saving My Heart“ (რომელიც მეცხრე პოზიციაზე მოხვდა).[31]
ჯგუფის თითქმის ყველა წევრმა გამოხატა უკმაყოფილება Union-ით. ბრუფორდი უკმაყოფილო იყო მთლიანი ალბომით, ხოლო უეიკმენმა, როგორც ამბობდნენ, საბოლოო მიქსში საკუთარი პარტიებიც ვერ ამოიცნო, ამიტომ ალბომი მანქანიდან გადააგდო. იმ დროიდან მოყოლებული, იგი დისკს Onion-ს (ინგლ. ხახვი) უწოდებდა, ვინაიდან, მისი თქმით, მოსმენისას ტირილი სურვილი უჩნდებოდა. დამატებითი მუსიკოსი ჯონ ელაიასი საჯაროდ აცხადებდა, რომ ანდერსონმა, როგორც ასოცირებულმა პროდიუსერმა, იცოდა სესიური მუსიკოსების მონაწილეობის შესახებ. მისი თქმით, ანდერსონთან ერთად სიმღერის ავტორობას იზიარებდა, ვინაიდან ჯგუფის სხვა წევრებს შორის დამოკიდებულების გამო მუშაობა ფერხდებოდა.[61] 1991–1992 წლების Union tour-ზე, მბრუნავ სცენაზე გაერთიანდა ჯგუფის რვავე წევრი. მისი დასრულების შემდეგ ბრუფორდმა შემადგენლობა დატოვა და დაუბრუნდა ჯაზურ პროექტ Earthworks-ს.
Talk (1993–94)
რედაქტირება1993 წელს გამოვიდა ალბომი Symphonic Music of Yes, Yes-ის სიმღერების ორკესტრული ვერსიებით, რომლებიც დევიდ პალმერის მიერ ჩაიწერა. ალბომზე ლონდონის ფილარმონიული ორკესტრის, ინგლისური კამერული ორკესტრის და ლონდონის გოსპელური გუნდის თანამონაწილეობით იმუშავეს ჰაუმ, ბრუფორდმა და ანდერსონმა. Yes-ის შემდეგი ალბომი, ისევე, როგორც Union, იქმნებოდა ხმისჩამწერი კომპანიის და არა ჯგუფის მეთვალყურეობით. Victory Music დაუკავშირდა რებინს, ვინაიდან სურდა 90125-ის შემადგენლობის დაბრუნება. რებინმა მოითხოვა უეიკმენის ჩართვა. ტრევორმა ალბომზე მუშაობა სახლში დაიწყო, ციფრულ სტუდიაში (რაც იმ პერიოდში სიახლეს წარმოადგენდა), მასალით, რომლის ავტორი თავად იყო ანდერსონთან ერთად. ახალი ალბომის შექმნა დაიწყო 1993 წელს, მაგრამ უეიკმენს მონაწილეობა არ მიუღია, ვინაიდან ხანგრძლივი სასამართლო დავების გამო მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
Talk გამოვიდა 1994 წლის მარტში და იყო ჯგუფის მეთოთხმეტე სტუდიური ალბომი. მისი გარეკანი შექმნა პოპ-არტის მხატვარმა პიტერ მაქსმა. ალბომი ციფრულად ჩაიწერა რებინის Apple Macintosh-ზე, Digital Performer-ის მეშვეობით. მასში ერთმანეთს ერწყმოდა რადიოზე გათვლილი როკ-მუსიკის ელემენტები, სტრუქტურული ამბიციური მიდგომით, რომელიც მომდინარეობდა ჯგუფის წარსულის პროგრესული როკ-სტილისტიკიდან - ასეთი იყო 15 წუთიანი „Endless Dream“. ალბომი მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის #20 პოზიციაზე, ხოლო აშშ-ში #33 იყო.[29] სიმღერა „The Calling“ მოხვდა Billboard-ის Hot Mainstream Rock Tracks-ის ჩარტის #2 ადგილზე, ხოლო „Walls“, დაწერილი რებინის მიერ როჯერ ჰოჯსონთან ერთად, 24-ე პოზიციამდე ავიდა.[31] Yes-მა „Walls“ აგრეთვე შეასრულა 1994 წლის 20 ივნისს, Late Show with David Letterman-ის ეთერში.
1994 წლის ტურნე, რომელშიც დამატებითი გიტარისტის და კლავიშისტის სახით მონაწილეობდა ბილი შერვუდი, იყენებდა რებინის მით დაიერ შემუშავებულ ხმოვან სისტემას Concertsonics. მისი დახმარებით სცენისგან მოშორებით მდგარი მსმენელი კონცერტს ხარისხიანად ისმენდა FM-რადიოგადამცემების მეშვეობით ყურსასმენებით.[62] 1995 წლის დასაწყისში, ტურნეს შემდეგ, კეიმ და რებინმა Yes სხვა პროექტებზე სამუშაოდ დატოვეს.
Keys to Ascension, Open Your Eyes და The Ladder (1995–2000)
რედაქტირება1995 წლის ნოემბერში ანდერსონმა, სკუაირმა და უაიტმა აღადგინეს 1970-იანი წლების „კლასიკური“ შემადგენლობა, მიიწვიეს რა უეიკმენი და ჰაუ ჯგუფის გაერთიანებისთვის. მათ ჩაწერეს ორი ხანგრძლივი კომპოზიცია „Be the One“ და „That, That Is“. 1996 წლის მარტში Yes გამოვიდა Fremont Theater-ში (სან ლუი ობისპო, კალიფორნია). კონცერტი ჩაიწერა და გამოიცა ოქტომბერში CMC International Records-ზე ალბომის Keys to Ascension სახით, რომელიც ბრიტანეთის ჩარტში 48-ე ადგილამდე ავიდა, ხოლო აშშ-ში - 99-მდე.[29] იმავე სახელწოდების მქონე ცოცხალი ვიდეო, კონცერტების ჩანაწერით, იმავე წელს გამოვიდა.
Yes-მა განაგრძო სტუდიაში ახალი სიმღერების ჩაწერა, მასალის ნაწილი კი აიღო პროექტ XYZ-ის პერიოდიდან. ერთ-ერთ ეტაპზე ახალი სიმღერები დაგეგმილი იყო სტუდიური ალბომის სახით გამოსაცემად, მაგრამ კომერციული მიზეზების გამო მათ დაემატა 1996 წელს სან ლუი ობისპოში ჩატარებული კონცერტების ჩანაწერების ნაწილიც. ასეთი სახით გამოიცა ალბომი Keys to Ascension 2. ჩანაწერი მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის 62-ე პოზიციაზე, მაგრამ აშშ-ში წარმატება არ ჰქონია.[29] უეიკმენმა ჯგუფი დატოვა, ვინაიდან არ მოსწონდა, რომ ნამდვილი სტუდიური ალბომი არ იყო დასრულებული და არც ის, რომ Yes-ის ტურნე დაიგეგმა მისი მონაწილეობის გარეშე. თუმცა, ალბომებში შეტანილი მასალა, ცოცხალი ჩანაწერების გარეშე, 2001 წელს გამოვიდა Keystudio-ს სახით.
იმის გამო, რომ Yes კვლავ გაუგებრობაში იყო, სკუაირი დაუკავშირდა ბილი შერვუდს (რომელიც ჯგუფის ხმის ინჟინერი გახდა).[63] ორივე მუსიკოსი მანამდე მუშაობდა პარალელურ პროექტში Conspiracy და დემო და დასრულებული ჩანაწერები გადაამუშავა Yes-ისთვის, რასაც დაემატა ახალ მასალაზე ანდერსონთან და ჰაუსთან ერთად მუშაობა. უკანასკნელი წვლილი ამ დროისთვის მინიმალური იყო, ძირითადად, სესიების ბოლო. შერვუდის მონაწილეობა ჩაწერაში და მუსიკის შესრულებაში გადაიქცა მისი Yes-ში სრულფასოვან წევრობად - იგი გახდა ვოკალური ჰარმონიების შემსრულებელი, კლავიშისტი და მეორე გიტარისტი.
სესიების შედეგად, 1997 წლის ნოემბერში, გამოვიდა Yes-ის მეჩვიდმეტე სტუდიური ალბომი Open Your Eyes (ლეიბლზე Beyond Music, რომელმაც იზრუნა ჯგუფის უფლებებზე და მისცა შეფუთვისა და სახელწოდების შერჩევის საშუალება). მუსიკა, ძირითადად შერვუდის ინიციატივით, ჟღერდა, როგორც Yes-ის 1970-იანების და 1980-იანების კომპოზიციები.[63] შერვუდი ამბობდა: „ამ მოხალისეობრივი კედლების ჩამონგრევა მსურდა, ვინაიდან მუსიკა მთლიანად კარგი იყო. არსებობს ხალხი, რომელიც ჯენესისს 1978 წლის შემდეგ არ უსმენ, მაგრამ ეს წარმოუდგენელია. მე საერთოდ მუსიკა მიყვარს. ერთიანობის შემოტანა წარმოადგენდა ჩემს მცდელობას. როდესაც მე Yes-ში ვიყავი, ხალხი ისმენდა ახალ მასალასაც და კლასიკურსაც. ამიტომ, ვამაყობ, რომ ყველაფერი ერთმანეთს დროულად შევუთავსე.“[63] მაგრამ Open Your Eyes ჩარტებში წარუმატებელი იყო. იგი Billboard 200-ში მხოლოდ 151-ე პოზიციამდე ავიდა,[29] ხოლო ბრიტანეთში ჩარტებში საერთოდ არ მოხვედრილა. სასათაურო სინგლი, ამასთან, Mainstream Rock-ის ჩარტის 33-ე ადგილზე მოხვდა.[31]
1997/1998 წლის ტურნეს Open Your Eyes ფარგლებში ჯგუფს შეუერთდა რუსი კლავიშისტი იგორ ხოროშევი, რომელმაც მანამდე ალბომის რამდენიმე სიმღერაში დაუკრა. აღსანიშნავია, რომ სეტლისტში შეტანილი იყო ახალი ალბომის კომპოზიციების მხოლოდ მცირე ნაწილი და ძირითადად სრულდებოდა ადრეული მასალა. ანდერსონი და ჰაუ, რომლებიც ნაკლებად მონაწილეობდნენ Open Your Eyes-ის ჩაწერაში, მოგვიანებით ალბომით უკმაყოფილებას გამოხატავდნენ.
პროდიუსერ ბრიუს ფერბერნის თანამონაწილეობით მეთვრამეტე სტუდიური ალბომის The Ladder ჩაწერამდე ხოროშევი უკვე იქცა ჯგუფის სრულუფლებიან წევრად, ხოლო შერვუდი გადაერთო სიმღერების შექმნაზე, ვოკალურ არანჟირებებზე და მეორე გიტარაზე. ხოროშევს ჰქონდა კლასიკური განათლება, რაც მის კლავიშებზე დაკვრაზე აისახებოდა, ამიტომ ჯგუფის ყველა წევრს, ასე თუ ისე, სიმღერების ავტორობისას თანაბარი წვლილი ჰქონდა. მისი ჟღერადობა დაუბრუნდა ეკლექტიკურ 1970-იანების ჟღერადობას. The Ladder-ში შეიმჩნეოდა ლათინური და მსოფლიოს მუსიკის გავლენაც, რომელიც, ძირითადად, ალან უაიტის მიერ იყო შემოტანილი, თუმცა აღსანიშნავია ალბომის სტრუქტურაში ფერბერნის მულტი-ინსტრუმენტალისტი კოლეგის რენდი რაინე-როიშის წვლილიც. ალბომის ერთ-ერთი სიმღერაა „Homeworld (The Ladder)“, დაწერილი Relic Entertainment-ის რეალური დროის სტრატეგიული თამაშისთვის Homeworld. იგი ჟღერს თამაშის ტიტრებში და დაბოლოებისას.
The Ladder გამოვიდა 1999 წლის სექტემბერში. იგი ბრიტანეთის ჩარტში 36-ე, ხოლო აშშ-ში 99 იყო.[29] 1999 და 2000 წლების ტურნეების პერიოდში Yes-მა ლას-ვეგასის House of Blues-ში ჩაწერა კონცერტი, რომელიც 2000 წლის სექტემბერში გამოსცა ალბომისა და DVD-ის House of Yes: Live from House of Blues სახით. ეს იყო შერვუდის მონაწილეობით გამოცემული უკანასკნელი ალბომი. ხედავდა რა, რომ ჯგუფს უფრო მეტად აინტერესებდა ძველი მასალის შესრულება, მან Yes ტურნეს ბოლოს დატოვა.[63]
წლის ბოლოს Yes აშშ-ში გაემგზავრა სამთვიანი ტურნეს Masterworks ფარგლებში. იქ სრულდებოდა მხოლოდ 1970-1974 წლების მასალა (The Yes Album-იდან Relayer-ამდე). ტურნეს დროს ხოროშევს კულისებში ჰქონდა სექსუალური ხასიათის ინციდენტი[64][65][66], რის შემდეგაც მან Yes დატოვა.
Magnification და შემდგომი ტურნე (2001–2004)
რედაქტირება2001 წელს Yes-მა გაამოსცა მეცხრამეტე სტუდიური ალბომი Magnification. იგი ჩაიწერეს კლავიშისტის გარეშე, 60 მუსიკოსისგან შემდგარი ორკესტრით, რომელსაც ლარი გრუპი ხელმძღვანელობდა. Time and a Word-ის დროიდან ეს იყო ჯგუფისთვის ორკესტრის გამოყენებით ჩაწერილი პირველი ალბომი. ჩარტებში ჩანაწერს წარმატება არ ჰქონია, იგი ბრიტანეთში 71-ე, ხოლო აშშ-ში - 186-ე პოზიციამდე ავიდა.[29] Yes-მა 2001 წელს გამართა ტურნე სიმფონიურ ორკესტრთან და კლავიშისტ ტომ ბრისლინთან ერთად, ვინაიდან უეიკმენი დაკავებული იყო სოლო ტურნეთი. ამსტერდამში 2002 წელს ჩატარებული კონცერტის ჩანაწერი გამოვიდა Symphonic Live-ის სახით.
2002 წლის აპრილში Yes-მა გამოაცხადა უეიკმენის დაბრუნების შესახებ და დაიწყო Full Circle Tour, რომელიც 2002-2003 წლებში ჩაატარა. ტურნეს ფარგლებში იგი ავსტრალიაშიც გამოვიდა, სადაც 1973 წლიდან არ ჩასულა.[67] სამმაგი კომპილაციური The Ultimate Yes: 35th Anniversary Collection გამოვიდა 2003 წლის ივლისში, ბრიტანეთის ჩარტში მე-10 პოზიციამდე ავიდა (რაც იყო ჯგუფისთვის 1991 წლიდან ჩარტში ყველაზე დიდი წარმატება) და აშშ-ში 131-ე პოზიციამდე მიაღწია. 2004 წლის 26 იანვარს რამდენიმე კინოთეატრში გაიმართა ფილმის Yesspeak პრემიერა, რასაც ახლდა დახურულ გარემოში ჯგუფის აკუსტიკური გამოსვლაც, მოგვიანებით გამოცემული, როგორც Yes Acoustic: Guaranteed No Hiss. საიუბილეო ტურნე, რომელიც ჯგუფის დაარსებიდან 35 წლისთავს ეძღვნებოდა, აღბეჭდილია ცოცხალ DVD-ზე Songs from Tsongas.
2004 წელს სკუაირი, ჰაუ და უაიტი, ტრევორ ჰორნთან, ტრევორ რებინთან და ჯეფ დაუნზთან ერთად გამოვიდნენ საღამოზე, რომელიც ჰორნის მუსიკალურ კარიერას ეძღვნებოდა. მათ შეასრულეს Yes-ს ორი სიმღერა. ვიდეო გამოვიდა DVD-ზე, 2008 წელს, სახელწოდებით Trevor Horn and Friends: Slaves To The Rhythm.[68][69]
2003 წლის 18 მარტს ჯგუფის პატივსაცემად სახელი მიანიჭეს ერთ-ერთ პლანეტას და (7707) Yes დაარქვეს.[70]
ოთხწლიანი შესვენება და ჯონ ანდერსონის წასვლა (2004–2008)
რედაქტირებაჯგუფის 35 წლიანი იუბილეს აღსანიშნავი ტურნეს შემდეგ, რომელიც 2004 წლის სექტემბერში დასრულდა, Yes ოთხი წლის განმავლობაში უმოქმედო იყო. მათ არ შეეძლოთ ტურნეს ჩატარება, ვინაიდან ანდერსონს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები. ჯონი, სხვებისგან განსხვავებით, Magnification-ის წარუმატებლობის გამო არ იყო დაინტერესებული ახალი ალბომის ჩაწერით. იგი თვლიდა, რომ ჩაწერა „აღარ იყო ლოგიკური“ და ახალი მასალის შესახებ რამე განცხადებას ადგილი არ ჰქონია.[71]
ტურნე Close to the Edge and Back დაიგეგმა 2008 წლისთვის. ანდერსონი ამბობდა, რომ ჯგუფი ტურნეს მომზადებისას „გადიოდა ოთხი ახალი ხანგრძლივი კომპოზიციის რეპეტიციას.“[72] უეიკმენს საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოგზაურობა აღარ შეეძლო და Yes-ში ახალი კლავიშისტის სახით გამოჩნდა ოლივერ უეიკმენი, მისი შვილი. ტურნე 2008 წლის მაისში შეწყდა, მას შემდეგ, რაც ანდერსონს ასთმის შეტევა ჰქონდა. სასუნთქი ორგანოების პრობლემის გამო მან ჯგუფი დატოვა. მოგვიანებით ჯონი ამბობდა, რომ „ჯგუფს ესაჭიროებოდა შესვენება, თუმცა სხვებს ეს არ მოსწონდათ.“[72]
2008 წელს, ოთხწლიანი შესვენების შემდეგ, Yes-ის დარჩენილმა წევრებმა ჯონი ჩაანაცვლეს კანადელი ბენუა დევიდით, რომელიც მღეროდა ჯგუფებში Mystery და Close to the Edge (უკანასკნელი Yes-ის კომპოზიციებს ასრულებდა). 2008-2010 წლებში Yes-ს ჰქონდა ტურნე In the Present, რომლის რამდენიმე ეტაპზე კოლექტივს შეუერთდნენ Asia და პიტერ ფრემპტონიც. 2009 წლის რამდენიმე კონცერტი გააუქმეს, ვინაიდან სკუაირმა მოიტეხა ფეხი და ოპერაცია დასჭირდა, შესაბამისად - დასვენებაც.[73]
Fly from Here და Heaven & Earth
რედაქტირება2010 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ იწერებოდა ჯგუფის მეოცე სტუდიური ალბომი Fly from Here.[74][75] ჰაუმ უარყო ჭორები, თითქოს ანდერსონი კვლავ მიიწვიეს ერთი სიმღერის ჩასაწერად, დაამატა რა, რომ ჩაწერაზე მუშაობდა „შემადგენლობა, რომელიც რეალურად მუშაობს“.[76]
Yes-მა Frontiers Records-თან კონტრაქტი გააფორმა და ლოს-ანჯელესში ტრევორ ჰორნთან დაიწყო მუშაობა. ალბომის მასალის ნაწილი აღებული იყო ჰორნისა და დაუნზის Yes-ში წევრობის პერიოდის იდეებიდან. ჩაწერის დროს ჯგუფმა ჩათვალა, რომ ოლივერ უეიკმენის მაგივრად დაუნზის კლავიშებიანებზე დაბრუნება კარგი იქნებოდა, ვინაიდან იგი უფრო ახლოს იყო ასეთ მასალასთან. 2011 წლის მარტში მუშაობის დასრულების[77] და ერთ თვეში დაწყებული დამატებითი სტუდიური სამუშაოს შემდეგ[78] ალბომი საბოლოოდ გამოვიდა იმავე წლის ივლისში.[79] Fly from Here ბრიტანეთში #30, ხოლო აშშ-ში - #36 ადგილს იკავებდა.[29]
2011 წლის მარტში დაიწყო ჯგუფის Fly from Here-ის მხარდასაჭერი ტურნე.[80] რამდენიმე კონცერტი გაიმართა Styx-ის და Procol Harum-ის მხარდაჭერით. 2011 წელს გამოვიდა ალბომი და DVD In the Present – Live from Lyon, ჩაწერილი ამ ტურნეს პირველ პერიოდში.
2012 წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც დევიდს სასუნთქი ორგანოების პრობლემა აღმოაჩნდა, ჯგუფში მოვიდა ახალი ვოკალისტი, Glass Hammer-ის ჯონ დეივისონი. იგი სკუაირს ურჩია ტეილორ ჰოუკინზმა, Foo Fighters-ის დრამერმა.[81]
2013 წლის მარტიდან 2014 წლის ივნისამდე მიმდინარეობდა Three Album Tour, რომლის ფარგლებში Yes სრული სახით ასრულებდა ალბომებს The Yes Album, Close to the Edge და Going for the One.[82][83][84] ამ პერიოდში Yes აგრეთვე მონაწილეობდა პროგრესული როკის თემატურ კრუიზში Cruise to the Edge.[85] მეორე მსგავსი კრუიზი მოეწყო 2014 წლის აპრილში. 2015 წლის ნოემბრისთვის დაიგეგმა კიდევ ერთი მსგავსი კრუიზი.
2013 წლის აგვისტოში ჯგუფის თაყვანისმცემლებმა დაიწყეს კამპანია Voices for Yes[86], რომელიც კოლექტივის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანას ითხოვდა.[87][88] კამპანიას მხარი დაუჭირეს ჯონ ბრებენდერმა (რესპუბლიკელი რიკ სანტორუმის 2012 წლის საპრეზიდენტო კამპანიის მხარდამჭერმა) და ტედ დევაინმა (დემოკრატი ჯონ კერის 2004 წლის და ელ გორის 2000 წლის კამპანიის მხარდამჭერმა).[89][90][91] ამ ინიციატივას აგრეთვე მხარი დაუჭირეს NBC-ის ყოფილმა პრეზიდენტმა სტივ კაპუსმა და სარა ტეილორმა (თეთრი სახლი). ამ კამპანიის შესახებ მზადდება დოკუმენტური ფილმიც.[92] On 16 ოქტომბერი 2013, Yes failed to be inducted.[93]
2014 წლის იანვრიდან მარტამდე[94][95] Yes იწერდა ლოს-ანჯელესში პროდიუსერ როი თომას ბეიკერის თანაშემწეობით ვოკალისტ დეივისონთან ერთად იწერდა ახალ სტუდიურ ალბომს. 8 მარტს ბილი შერვუდმა გამოაცხადა, რომ მუშაობდა ბეკ-ვოკალების ხმის ინჟინერის სახით.[96] 24 მარტს ცნობილი გახდა, რომ ალბომის სახელწოდება იქნებოდა Heaven & Earth.[97] სკუაირმა ახსენა, რომ ჩაწერა „ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო“, ხოლო ბეიკერი იყო „ის, ვისთანაც მუშაობა ძალიან კარგი იყო.“[48] სკუაირმა აგრეთვე აღნიშნა, რომ დეივისონმა „ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა [ახალ ალბომში] შექმნაში, როგორც მუსიკის, ასევე ტექსტების მხრივ“. ალბომის ხმის მიქსი შედგა 2014 წლის მარტში.[48]
2014 წლის ივლისში Yes-მა განაგრძო კონცერტებზე ალბომების სრულად შესრულება. ჩრდილოეთ ამერიკაში ტურნეს დროს იგი უკრავდა Fragile-ს და Close to the Edge-ს, ისევე, როგორც Heaven & Earth-ის რამდენიმე სიმღერას და სხვა ადრეულ პოპულარულ სიმღერებს.[98] 2014 წლის ნოემბერში მათი კონცერტები გაიმართა ავსტრალიაში, ახალ-ზელანდიაში და იაპონიაშიც.[99]
2013 წელს ანდერსონმა გამოხატა სურვილი, დაბრუნებულიყო ჯგუფში მომავალში, „ტურნესთვის, რომელზეც ყველა ოცნებობს“.[100] მან აღნიშნა, რომ ჯგუფის შეყვანა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში გაერთიანებისთვის კარგი მიზეზი იქნებოდა.[101] სკუაირმა ახსენა, რომ Yes-ის ვრცელი შემადგენლობა შესაძლებელი იქნებოდა, ისევე, როგორც ეს 1991 წელს მოხდა.[102] თუმცა, ჰაუ ეწინააღმდეგებოდა ანდერსონთან გაერთიანებას: „ჯონს მისი მუსიკით წარმატებას ვუსურვებ. მე სერიოზულად და პატიოსნად ასე ვარ განწყობილი. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ჩვენი საერთო სურვილი, მივაღწიოთ ერთ მიზანს, კვლავ არსებობს. ვფიქრობ, დავიღალეთ. შემთხვევით შევხვდით, ახლა კი ერთად აღარ ვართ. მე მგონია, უნდა არსებობდეს გაგრძელების მიზეზი.“[103]
ცოცხალი CD, DVD და Blu-ray ჯგუფის 2014 წლის მაისის კონცერტიდან, რომელიც ბრისტოლში გაიმართა, გამოვიდა 2014 წლის 9 დეკემბერს, როგორც Like It Is: Yes at the Bristol Hippodrome. მასში შეტანილია ალბომების Going for the One და The Yes Album შესრულება, გარდა Close to the Edge-ისა.
კრის სკუაირის გარდაცვალება, უკანასკნელი პერიოდის მოვლენები (2015-დღემდე)
რედაქტირება2015 წლის 19 მაისს Yes-მა განაცხადა, რომ კრის სკუაირს ლეიკემიის ერთ-ერთი ფორმის დიაგნოზი ჰქონდა დასმული. სკუაირის თხოვნით, ბილი შერვუდი ჯგუფში დაბრუნდა, ვინაიდან უკვე დაგეგმილი იყო კონცერტები, მათ შორის - ზაფხულის ტურნე ტოტოსთან ერთად. 7 აგვისტოს ჯგუფი პირველად თავის ისტორიაში არ გამოსულა კრისთან ერთად.[104][105][106][107]
25 მაისს გამოვიდა ჯგუფის 14 დისკიანი კომპილაცია Progeny: Seven Shows from Seventy-Two, შვიდი კონცერტით, რომელიც ჩაიწერეს 1972 წლის 31 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე.[108]
2015 წლის 19 ივნისს სოციალური მედიის საშუალებით ჯგუფმა განაცხადა, რომ 2016 წელს ცოცხლად შეასრულებდა ალბომებს Fragile და Drama.
2015 წლის 27 ივნისს კრის სკუაირი 67 წლის ასაკში, ფინიქსში (არიზონა), საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მის გარდაცვალებაზე Twitter-ში პირველად ჯეფ დაუნზმა დაწერა.[109]
2015 წლის 1 ივლისს ალან უაიტმა განაცხადა, რომ ჯგუფი განაგრძობდა არსებობას ბილისთან ერთად. მის თანახმად, ეს სკუაირის თხოვნით მოხდებოდა. „მის გარეშე ნამდვილად რთული იქნება, მაგრამ თავად დამირეკა და მთხოვა, გაგვეგრძელებინა, განურჩევლად იმისა, თუ რა მოხდებოდა. ამიტომ, ნამდვილად განვაგრძობთ. ამას მისთვის გავაკეთებ.“ [110]
პირველი კონცერტი კრისის გარეშე ჯგუფმა 2015 წლის 7 აგვისტოს, მაშანტაკეტში (კონექტიკუტი) ჩაატარა[104][105][107][111].
2015 წლის ოქტომბერში Yes მეორედ იყო ნომინირებული როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესაყვანად[112], თუმცა საბოლოო სიაში კვლავ არ მოხვდა. ერთი თვის შემდეგ ჯგუფმა დაასრულა მოგზაურობა ყოველწლიური Cruise to the Edge-ის ფარგლებში.
2016 წლის იანვარში ანდერსონმა, რებინმა და უეიკმენმა განაცხადეს ახალი ჯგუფის, Anderson, Rabin and Wakeman (ARW), შექმნის შესახებ. მათ აგრეეთვე დაიწყეს მუშაობა ახალ მუსიკალურ მასალაზე[113][114][115], რომელიც 2017 წელს გამოიცემა.[116] მათი ტურნე An Evening of Yes Music and More დაიწყო 2016 წლის ოქტომბერში და მოიცავდა Yes-ის რამდენიმე პერიოდის სიმღერებს. სხვადასხვა მასალაში კოლექტივი აღნიშნული იყო, როგორც Yes feat. Anderson, Rabin and Wakeman.[117]
2016 წელს ჯგუფმა დაიწყო ტურნე, რომლის ფარგლებში მთლიანი სახით ასრულებდა Fragile-ს და Drama-ს. ბრიტანეთში გამართულ ორ კონცერტზე მათთან ერთად გამოვიდა ტრევორ ჰორნი, რომელმაც იმღერა „Tempus Fugit“.[118] შემდეგი ტურნეს ფარგლებში ჯგუფი ასრულებდა Drama-ს და Tales from Topographic Oceans-ის პირველ და მეოთხე მხარეს.[119] ჩრდილოეთ ამერიკაში, ივლისში-სექტემბერში, უაიტი ჯგუფს გამოაკლდა გადაუდებელი სამედიცინო ოპერაციის გამო, ამიტომ მას დროებით ჩაენაცვლა ჯეი შელენი.[120] ალანი Yes-ს დაუბრუნდა 2016 წლის იაპონური ტურნეს დროს, ნოემბერში[121][122], ხოლო 2017 წლის თებერვალში ჯეი კვლავ Yes-თან უკრავდა, სხვადასხვა სიმღერაში უაიტის მონაწილეობით.
2016 წლის 20 დეკემბერს დადასტურდა, რომ ჯგუფის 1991 წლის შემადგენლობა, რვა წევრით, შეყვანილი იქნებოდა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში - ანდერსონის, ჰაუს, რებინის, სკუაირის, კეის, ბრუფორდის და უაიტის სახით.[123] კოლექტივი მუზეუმში შეიყვანეს ჯედი ლიმ და ალექს ლაიფსონმა (Rush. ცერემონია გაიმართა 2017 წლის 7 აპრილს, ნიუ-იორკში. [124] ჯგუფმა ღონისძიებიებაზე შეასრულა „Roundabout“ და „Owner of a Lonely Heart“.
2017 წლის თებერვალში ჯგუფმა გამართა ტურნე აშშ-ში, რომლის დამაგვირგვინებელი ეტაპი იყო გამოსვლა ყოველწლიურ Cruise to the Edge-ზე. კოლექტივი კვლავ ასრულებდა სიმღერებს Drama-დან და Tales from Topographic Oceans-ის ნახევარს. 2017 წლის აგვისტოში–სექტემბერში მათ გამართეს ტურნე Yestival, აშშ-ში და კანადაში, ასრულებდნენ რა თითო სიმღერას ყველა ალბომიდან, Yes-იდან Drama-ს ჩათვლით.[125] მათ აგრეთვე შეუერთდა ჰაუს შვილი დილანი. ამრიგად, პირველად ტურნეს Union დროიდან, Yes-ს ორი დრამერი ჰყავდა.[126] უკანასკნელი შვიდი კონცერტი გაუქმდა ჰაუს კიდევ ერთი შვილის, ვირჯილის გარდაცვალების გამო..[127]
2017 წლის ნოემბერში გამოვიდა საკონცერტო ალბომი Topographic Drama – Live Across America, რომელიც არის ჯგუფის პირველი ჩანაწერი სკუაირის გარეშე.[128][129] მასში შევიდა 2017 წლის ტურნეს ჩანაწერები.
2018 წლის 3–9 თებერვალს Yes კვლავ Cruise to the Edge-ზე გამოვა, რასაც მოჰყვება ჯგუფის 50 წლიანი იუბილესადმი ევროპული ტურნე. შესრულდება Tales from Topographic Oceans-ის ნახევარი და სიმღერები სხვა ალბომებიდან. ლონდონში ორი კონცერტის გარდა[130] დაგეგმილია ჯგუფის მოყვარულების სპეციალური კონვენციაც და ტრევორ ჰორნის ვოკალით ჩანაცვლებული Fly from Here-ის ახალი მიქსი.[131] ორივე ღონისძიებაზე მათ მიწვეული კლავიშისტის სახით შეუერთდება ტონი კეიც, პირველად 1994 წლის შემდეგ.[132]
ტურნეები
რედაქტირებადისკოგრაფია
რედაქტირებაYes
რედაქტირება
|
|
- ვიდეოგრაფია
წელი | ვიდეო | რეჟისორი |
---|---|---|
1975 | „Yessongs“ | პიტერ ნილი |
1977 | „Wonderous Stories“ | |
1978 | „Don't Kill the Whale“ | |
1978 | „Madrigal“ | |
1980 | „Tempus Fugit“ | |
1980 | „Into the Lens“ | |
1983 | „Owner of a Lonely Heart“ | |
1983 | „Leave It“ | |
1983 | „It Can Happen“ | |
1985 | „Hold On“ (საკონცერტო) | |
1987 | „Love Will Find a Way“ | |
1987 | „Rhythm of Love“ | |
1991 | „Lift Me Up“ | |
2001 | „Don't Go“ | ბობ ჩესკა |
2011 | „We Can Fly“ | |
2011 | „Live from Lyon“ | ფილიპ ნიკოლე |
Anderson Bruford Wakeman Howe
რედაქტირება
|
|
პერსონალი
რედაქტირებაწევრები
რედაქტირება- სტივ ჰაუ – გიტარები, ლეპ-სტილ და პედლიანი გიტარები, ბარბითი, მანდოლინა, ბეკ-ვოკალები (1970–1981, 1990–1992, 1995–დღემდე)
- ალან უაიტი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია, ფორტეპიანო, ბეკ-ვოკალები (1972–1981, 1982–დღემდე)
- ჯეფ დაუნზი – კლავიშებიანები (1980–1981, 2011–დღემდე)
- ბილი შერვუდი – გიტარა, კლავიშებიანები, ბეკ-ვოკალები (საკონცერტო პერსონალის წევრი - 1994; ჯგუფის სრულუფლებიანი წევრი - 1997–2000), ბასი (2015-)
- ჯონ დეივისონი – წამყვანი ვოკალები, აკუსტიკური გიტარა, დაირა, კლავიშებიანები (2012–დღემდე)
ყოფილი წევრები
რედაქტირება- კრის სკუაირი – ბას-გიტარა, ბეკ-ვოკალები, ფორტეპიანო, პერკუსია (1968–1981, 1982–2015)
- ჯონ ანდერსონი – წამყვანი ვოკალები, აკუსტიკური გიტარა, პერკუსია, არფა (1968–1980, 1983–1988, 1990–2008)
- ტონი კეი – კლავიშებიანები, ბეკ-ვოკალები (1968–1971, 1982–ივნისი 1983, ოქტომბერი 1983 – 1994)
- პიტერ ბენქსი – გიტარა, ბეკ-ვოკალები (1968–1970; გარდაიცვალა 2013 წელს)
- ბილ ბრუფორდი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია (1968–სექტემბერი 1968, ნოემბერი 1968 – 1972, 1990–1992)
- ტონი ო'რაილი – დასარტყმელი საკრავები (სექტემბერი 1968 – ნოემბერი 1968)
- რიკ უეიკმენი – კლავიშებიანები (1971–1974, 1976–1980, 1990–1992, 1995–1996, 2002–2008)
- პატრიკ მორაზი – კლავიშებიანები (1974–1976)
- ტრევორ ჰორნი – წამყვანი ვოკალები, გიტარა, ბას-გიტარა ლადების გარეშე, დაირა (1980–1981)
- ტრევორ რებინი – გიტარები, წამყვანი და ბეკ-ვოკალები, კლავიშებიანები, პროგრამირება (1982–1994)
- ედი ჯობსონი – კლავიშებიანები (ივნისი 1983–ოქტომბერი 1983)
- იგორ ხოროშევი – კლავიშებიანები, პერკუსია, ბეკ-ვოკალები (1997–2000)
- ბენუა დევიდი – წამყვანი ვოკალები (2008–2012)
- ოლივერ უეიკმენი – კლავიშებიანები (2008–2011)
- საკონცერტო პერსონალის წევრები
- ჯეი შელენი – დასარტყმელი საკრავები (2016–დღემდე)
- საკონცერტო პერსონალის ყოფილი წევრები
- ტომ ბრისლინი – კლავიშებიანები (2001–2002)
ქრონოლოგია
რედაქტირებაქავერ-ვერსიები და რემიქსები
რედაქტირება90125-ის გამოცემის შემდეგ Yes-მა აუდიოკასეტაზე გამოუშვა „Owner of a Lonely Heart“-ის ვრცელი დისკო-რემიქსი, „The Red and Blue Mix“. „Leave It“-ის რემიქსი მის მეორე მხარეზე იყო ჩაწერილი. გადაიღეს ამ ვერსიის ვიდეოც, რომელიც ხსნიდა შემდგომ ტურნეს.
ვირჯილ ჰაუმ (სტივ ჰაუს შვილმა) 2003 წელს შექმნა ტექნოს ჟანრის კონტექსტური ალბომი Yes Remixes.
2005 წელს დიჯეი მაქს გრემმა ჩაწერა „Owner of a Lonely Heart“-ის რემიქსი, გამოცემული Max Graham Vs. Yes-ის სახელით. სიმღერა ბრიტანეთის სინგლების ჩარტის საუკეთესო ათეულში მოხვდა.[133]
ფილმის „გაყრა“ (2006) პერსონაჟები ვახშმის დროს „Owner of a Lonely Heart“-ის ა კაპელა ვერსიას ასრულებენ. სიმღერა მოხვდა ფილმის საუნდტრეკულ ალბომშიც.[134]
ჯგუფის წევრების მონაწილეობა
რედაქტირებასხვადასხვა დროს ჯგუფის ესა თუ ის წევრი მონაწილეობდა პროექტებში ჯგუფის გარეთ.
- 1973 : The Six Wives of Henry VIII - რიკ უეიკმენი; მონაწილეობენ სკუაირი, ჰაუ, უაიტი და ბრუფორდი
- 1975 : Fish Out of Water, - კრის სკუაირი; ბრუფორდის და მორაზის მონაწილეობით
- 1975 : Beginnings, - სტივ ჰაუ; ბრუფორდის, უაიტისა და მორაზის მონაწილეობით
- 1979 : The Steve Howe Album, - სტივ ჰაუ; ბრუფორდის, უაიტისა და მორაზის მონაწილეობით
- 1991 : The Classical Connection II - რიკ უეიკმენი; სკუაირის, ბრუფორდის და ჰაუს მონაწილეობით
- 1995 : Tales from Yesterday, Yes-ისადმი მიძღვნილი ალბომი; ჰაუს, მორაზის, ბენქსისა და შერვუდის მონაწილეობით
- 1999 : Encore, Legends, & Paradox, პროდიუსერი - რობერტ პერი, დრამერი - ტრენტ გარდნერი, ELP-ის ათი ქავერ-ვერსია; ბენქსი, ხოროშევისა და დაუნზის მონაწილეობით
- 2002 : Pigs & Pyramids-An All Star Lineup Performing The Songs Of Pink Floyd – „Comfortably Numb“-ს ასრულებენ სკუაირი, უაიტი და შერვუდი. შერვუდი და კეი სხვა სიმღერებში უკრავენ.
- 2005 : Back Against The Wall, პინკ ფლოიდისადმი მიძღვნილი ალბომი, ბილი შერვუდის პროდიუსერობით; სხვებთან ერთად, სკუაირის, ჰაუს, უაიტის, უეიკმენის, კეის, შერვუდისა და დაუნზის მონაწილეობით.
- 2006 : Return to the Dark Side of the Moon, პინკ ფლოიდისადმი მიძღვნილი ალბომი; სხვებთან ერთად, უეიკმენის, ჰაუს, კეის, უაიტის, ბრუფორდის, ბენქსის და დაუნზის მონაწილეობით.
- 2007 : CIRCA: 2007, - CIRCA:; შერვუდის, კეისა და უაიტის მონაწილეობით, აგრეთვე შეტანილია რებინის მიერ დაწერილი მასალა.
- 2007 : From Here to Infinity, ბილი შერვუდის პროექტი; კეის, უეიკმენის, ჰაუსა და უაიტის მიერ „Starship Trooper“-ის შესრულება.
- 2008 : Led Box: The Ultimate Tribute To Led Zeppelin; შერვუდი, კეი, უეიკმენი, დაუნზი და სხვები
- 2009 : Abbey Road: A Tribute To The Beatles, პროდიუსერი - ბილი შერვუდი; სხვებთან ერთად, კეის, უაიტისა და დაუნზის მონაწილეობით.
- 2012 : Songs of the Century: An All-Star Tribute to Supertramp, Supertramp-ისადმი მიძღვნილი ალბომი; ორგანიზებული ბილი შერვუდის მიერ, სხვებთან ერთად, უკრავენ სკუაირი, კეი, უეიკმენი, ბენქსი და დაუნზი
- 2012 : The Prog Collective, ბილი შერვუდის პროექტი; სხვებთან ერთად, სკუაირის, ბენქსის, უეიკმენისა და კეის მონაწილეობით.
- 2012 : The Fusion Syndicate, ბილი შერვუდის პროექტი; სხვებთან ერთად, უეიკმენისა და კეის მონაწილეობით
- 2012 : A Spoonful of Time, - Nektar; სხვებთან ერთად, ჰაუს, მორაზის, უეიკმენის, დაუნზისა და შერვუდის მონაწილეობით.
- 2012 : Who are You: An All Star Tribute to The Who, The Who-სადმი მიძღვნილი ალბომი; სხვებთან ერთად, უეიკმენის, ბენქსისა და შერვუდის მონაწილეობით.
- 2013 : In Extremis, - Days Between Stations; შერვუდის, უეიკმენისა და ბენქსის მონაწილეობით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- უელჩი, კრის (2008). Close to the Edge – The Story of Yes. Omnibus Press. ISBN 978-1-84772-132-7.
- ვუდინგი, დენ (1978). Rick Wakeman: The Caped Crusader. Granada Publishing Limited. ISBN 978-0-7091-6487-6.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Jon Anderson out of Yes, replaced by tribute-band singer. Classicrockmagazine.com. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო 2010.
- ↑ Top Selling Artists. RIAA. ციტირების თარიღი: 11 იანვარი 2012.
- ↑ "Yes: Perpetual Change" by David Watkinson, Plexus Publishing, 2001
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 უელჩი 2008, გვ. 33–34.
- ↑ უელჩი 2008, გვ. 23.
- ↑ უელჩი 2008, გვ. 24.
- ↑ უელჩი 2008, გვ. 37
- ↑ უელჩი 2008, გვ. 38
- ↑ ბრუფორდი, გვ. 35
- ↑ უელჩი 2008, გვ. 39
- ↑ უელჩი 2008, გვ. 44
- ↑ Yesspeak Live: The Director's Cut
- ↑ უელჩი 2008, გვ. 45
- ↑ უელჩი 2008, გვ. 50–51
- ↑ 15.0 15.1 15.2 უელჩი 2008, გვ. 52–53.
- ↑ 16.0 16.1 Interview with Peter Banks by Mark Powell. Cherry Red TV. ციტირების თარიღი: 27 ნოემბერი 2012.
- ↑ 17.0 17.1 უელჩი 2008, გვ. 315
- ↑ Yes: Yes : Music Reviews : Rolling Stone. Web.archive.org (7 თებერვალი 1970). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-03. ციტირების თარიღი: 14 მარტი 2013.
- ↑ Liner notes on Yes (1969)
- ↑ უელჩი 2008, გვ. 77
- ↑ უელჩი 2008, გვ. 80.
- ↑ უელჩი, 2008, გვ. 89
- ↑ Morse, Tim. (2000)Conversation with Eddy Offord. Notes From the Edge (www.nfte.org). ციტირების თარიღი: 12 აგვისტო 2011.
- ↑ უელჩი 2008, გვ. 102
- ↑ უელჩი 2008, გვ. 104
- ↑ ბრუფორდი, გვ. 55
- ↑ უელჩი 2008, გვ. 109
- ↑ Yessongs track listing. Atlantic Records 1973.
- ↑ 29.00 29.01 29.02 29.03 29.04 29.05 29.06 29.07 29.08 29.09 29.10 29.11 29.12 29.13 29.14 29.15 29.16 29.17 29.18 Yes Billboard Albums. Allmusic. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი 2012.
- ↑ Yes > Charts & Awards > Billboard Singles. Allmusic. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი 2009.
- ↑ 31.0 31.1 31.2 31.3 31.4 31.5 31.6 Yes Billboard Singles. Allmusic. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი 2012.
- ↑ უელჩი 2008, გვ. 129
- ↑ Suchow, Rick. Chris Squire Takes A Straight And Stronger Course. Bass Musician Magazine. V.I.E., LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-20. ციტირების თარიღი: მარტი 2013.
- ↑ Yes' Alan White Exclusive Interview: Modern Drummer Magazine. Moderndrummer.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-16. ციტირების თარიღი: 20 აგვისტო 2011.
- ↑ უელჩი 2008, გვ. 136
- ↑ უელჩი 2008, გვ. 146
- ↑ „Yes LP Breaks Ground in U.K.“. Billboard. 15 დეკემბერი 1973. p. 42. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი 2012.
- ↑ „Yes, we were the original Spinal Tap, says Rick Wakeman of Seventies prog-rock supergroup“. London Evening Standard. 17 აგვისტო 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-02. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი 2009.
- ↑ Number 1 Albums – 1970s. The Official Charts Company. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-09. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი 2012.
- ↑ Wooding, გვ. 114
- ↑ „News Briefs“. Billboard. 31 აგვისტო 1974.
- ↑ უელჩი 2008, გვ. 154
- ↑ Barnes, Ken (19 ივნისი 1975). „Relayer & Yesterdays“. Rolling Stone.
- ↑ Crescenti, Peter (13 სექტემბერი 1976). „Yestour '76 – Laser Show Intrigues Audiences“. Circus Magazine.
- ↑ 45.0 45.1 უელჩი 2008, გვ. 166
- ↑ Loder, Kurt (17 ოქტომბერი 1978). „The Yes Decade“. Circus Magazine.
- ↑ Wooding, გვ. 197
- ↑ 48.0 48.1 48.2 An Interview with Chris Squire of YES - მარტი 19, 2014. lithiummagazine.com - 21 მარტი 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-22. ციტირების თარიღი: 22 მარტი 2014.
- ↑ უელჩი, Musicians Only, 14 ივნისი 1980, გვ. 5
- ↑ უელჩი 2008, გვ. 197
- ↑ 51.0 51.1 51.2 "Trevor Rabin – capturing adrenaline". Interview with Trevor Rabin in Innerviews websize by Anil Prasad, მაისი 2004
- ↑ Web dedicada a la Música de Cine y Bandas Sonoras. ScoreMagacine.com (22 სექტემბერი 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივლისი 2023. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო 2010.
- ↑ Why I did not join Yes - by Eddie Jobson
- ↑ „27th Annual Grammy Awards Final Nominations“. Billboard. Nielsen Business Media, Inc. 97 (4): 78. 26 იანვარი 1985. ISSN 0006-2510. ციტირების თარიღი: 12 თებერვალი 2011.
- ↑ „And What's Your Line on the Winners?“. The Chicago Tribune. 22 თებერვალი 1985. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ივლისი 2017. ციტირების თარიღი: 12 თებერვალი 2012.
- ↑ Morse, Steve (28 თებერვალი 1986). „GENESIS: PART-TIME SOLOISTS, PART-TIME BAND“. Boston Globe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-18. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი 2012.
- ↑ 29th Grammy Awards – 1987. Rock on the Net. ციტირების თარიღი: 12 თებერვალი 2012.
- ↑ McShane, Larry. (15 იანვარი 1988) Irish rockers among Grammy nominees. The Telegraph. Telegraph Publishing Company.
- ↑ Steve Howe - Into the storm. Innerviews (2012). ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი 2013.
- ↑ „Grammy Nominations Span Streisand, Seal, Seattle Symphony“. The Seattle Times. The Seattle Times Company. 8 იანვარი 1992. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 12 თებერვალი 2011.
- ↑ Henry Potts. Bondegezou.co.uk. Bondegezou.co.uk. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო 2010.
- ↑ Gettelman, Parry (5 აგვისტო 1994). „Yes Mines Cutting Edge Of Sound“. Orlando Sentinel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-30. ციტირების თარიღი: 26 სექტემბერი 2013.
- ↑ 63.0 63.1 63.2 63.3 "Something Else! Interview: Billy Sherwood, Formerly of Yes" – interview in Something Else!, ოქტომბერი 13 2011
- ↑ "Yes keyboardist needs to keep his hands on the keys" დაარქივებული 2017-06-30 საიტზე Wayback Machine. - article in The Washington Post, ივლისი 26 2000
- ↑ "Touchy-Feely Musician Gets Slapped" დაარქივებული 2014-12-05 საიტზე Wayback Machine. - article in Pollstar, ივლისი 26, 2000
- ↑ Yes in the Press, აგვისტო 28, 2000. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-12-14.
- ↑ Nielsen Business Media, Inc (1 ნოემბერი 2003). „Billboard Spotlight: Yes 35th Anniversary“. Billboard: 45–46, 48–50, 55–59. ციტირების თარიღი: 12 თებერვალი 2012.
- ↑ „2004 concert with Trevor Horn“. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ „Trevor Horn and Friends: Slaves to Rhythm“. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ http://www.cbat.eps.harvard.edu/special/rocknroll/0007707.html
- ↑ Yes Reveals 'Very Different' New Material. Billboard. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო 2010.
- ↑ 72.0 72.1 Ex-Yes Frontman Jon Anderson Opens Up About Getting Fired. Rolling Stone Music (www.rollingstone.com). ციტირების თარიღი: 12 აგვისტო 2011.
- ↑ Westerly, Mal. (12 თებერვალი 2009) Prog Rockers YES Cancel Slate of Gigs. MusicNewsNet.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 თებერვალი 2009. ციტირების თარიღი: 13 თებერვალი 2009.
- ↑ Yes, Peter Frampton performing at Lucky Star Casino in Oklahoma. NewsOK.com. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო 2010.
- ↑ DigitalJournal.com. DigitalJournal.com. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო 2010.
- ↑ Interview: Steve Howe on Asia's "Omega," Touring With Yes, and the Steve Howe Trio. Premier Guitar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-05. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო 2010.
- ↑ Yes' Squire on band's first album in a decade. Bradenton.com (4 მარტი 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-17. ციტირების თარიღი: 13 მარტი 2011.
- ↑ Mascali, Nikki M.. Affirmative action. theweekender.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-21. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო 2011.
- ↑ Buzz Worthy: New Yes album 'Fly From Here' ready for release. Buzz Worthy. ციტირების თარიღი: 4 მარტი 2011.
- ↑ Concert review: Yes at Birmingham Symphony Hall, Express & Star, 12 ნოემბერი 2011
- ↑ Cashmere, Paul. (8 თებერვალი 2012) EXCLUSIVE: Yes Recruit Another New Singer. Noise11. ციტირების თარიღი: 8 თებერვალი 2012.
- ↑ www.yesworld.com / Press Release "Rock Legends, Yes, Present Triple-Header 2013 Tour" – Los Angeles, California – დეკემბერი 10, 2012. Yesworld.com (10 დეკემბერი 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-15. ციტირების თარიღი: 14 მარტი 2013.
- ↑ Martin Kielty. (18 დეკემბერი 2012) Steve Howe Wanted 3-Album Yes Tour For Years. Progrockmag.com. ციტირების თარიღი: 14 მარტი 2013.
- ↑ Fanelli, Damian. (10 დეკემბერი 2012) Yes to Revisit Three Classic Albums on 2013 North American Tour. GuitarWorld. ციტირების თარიღი: 12 დეკემბერი 2012.
- ↑ YesWorld, accessed 17 ივნისი 2013
- ↑ Voices for Yes site & petition
- ↑ "The Daily Rundown with Chuck Todd", MSNBC, 5 აგვისტო 2013
- ↑ Republicans And Democrats Get Behind 'Voices For Yes'. NPR (2013-08-08). ციტირების თარიღი: 2014-04-24.
- ↑ Rock and Roll: A bipartisan push for 'Yes' დაარქივებული 2014-11-13 საიტზე Wayback Machine. , by Bryan Koenig, CNN Politics, 6 აგვისტო 2013
- ↑ GOP and Dem Consultants Unite to Get Yes Into the Rock and Roll Hall of Fame, დევიდ უაიგელი, Slate, 6 აგვისტო 2013
- ↑ Rowell, David (8 დეკემბერი 2013). „Magazine“. The Washington Post.
- ↑ Republicans And Democrats Agree Progressive Rock Band "Yes" Should Be Inducted Into The Rock And Roll Hall Of Fame press release, 7 აგვისტო 2013
- ↑ "Nirvana, Kiss, Hall and Oates Nominated for Rock and Roll Hall of Fame" დაარქივებული 2016-09-02 საიტზე Wayback Machine. . Rolling Stone. 16 ოქტომბერი 2013. Retrieved 16 ოქტომბერი 2013.
- ↑ Lords of Metal ezine. Lordsofmetal.nl. ციტირების თარიღი: 2014-04-24.
- ↑ Twitter / asiageoff: See ya Los Angeles! Done my. Twitter.com. ციტირების თარიღი: 2014-04-24.
- ↑ „Billy's sherwood announces involvement in next Yes album on Facebook“. 5 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 29 მარტი 2014.
- ↑ Tour Dates | Yes U.S Summer Tour 2014 on JamBase. Jambase.com. ციტირების თარიღი: 2014-04-24.
- ↑ Yes US 2014 Summer Tour: Fragile, Close To The Edge, Heaven & Earth. Yesworld.com. ციტირების თარიღი: 2014-04-24.
- ↑ Interview with rock band Yes: 'Cruise To The Edge' (Includes interview). Digitaljournal.com. ციტირების თარიღი: 2014-04-24.
- ↑ Morgenstern, Hans. (2013-11-07) Jon Anderson on Yes: "I Hope We Get Back Together and Do the Tour Everybody Dreams Of" - Page 2 | Miami New Times. Blogs.miaminewtimes.com. ციტირების თარიღი: 2014-04-24.
- ↑ Jon Anderson still telling, writing his wondrous stories. AspenTimes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-20. ციტირების თარიღი: 2014-04-24.
- ↑ Chris Squire of Yes Talks Rock Hall, Jon Anderson and Jimmy Page « K-EARTH 101. Kearth101.cbslocal.com (2013-12-13). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-20. ციტირების თარიღი: 2014-04-24.
- ↑ "Steve Howe: Into the storm" - interview by Anil Prasad in Innerviews, 2012
- ↑ 104.0 104.1 Chris Squire to undergo treatment for Leukemia (19 May 2015). ციტირების თარიღი: 19 May 2015.
- ↑ 105.0 105.1 YES & Toto 2015 North American Summer Tour (6 April 2015). ციტირების თარიღი: 11 April 2015.
- ↑ Yes & Toto 2015 Co-Headlining North American Summer Tour Schedule (6 April 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: April 6, 2015.
- ↑ 107.0 107.1 Yes & Toto announce joint tour (6 April 2015). ციტირების თარიღი: 6 April 2015.
- ↑ 108.0 108.1 Progeny: Seven Shows From Seventy-Two (14CD Deluxe Box) (April 2015). ციტირების თარიღი: 11 April 2015.
- ↑ Chris Squire, Yes Bassist and Co-Founder, Dead at 67 (28 June 2015). ციტირების თარიღი: 28 June 2015.
- ↑ http://www.billboard.com/articles/columns/rock/6640906/yes-moving-forward-chris-squire-death-interview
- ↑ Yes & Toto 2015 Co-Headlining North American Summer Tour Schedule (6 April 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 6 April 2015.
- ↑ VOTING HAS CLOSED!: 2016 Rock and Roll Hall of Fame Nominee Fan Vote! (15 April 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მაისი 2016. ციტირების თარიღი: 28 May 2016.
- ↑ Jon Anderson - I think about writing everyday, so it's.... ციტირების თარიღი: 15 October 2016
- ↑ Trevor Rabin - PS...great stuff happening with Jon and Rick. ციტირების თარიღი: 15 October 2016
- ↑ Trevor Rabin - About the most I can say for now is that we.... ციტირების თარიღი: 15 October 2016
- ↑ Wilkening, Matthew. (12 May 2016) Yes Stars Anderson, Rabin, Wakeman to Tour as ARW. Ultimate Classic Rock. ციტირების თარიღი: 15 May 2016.
- ↑ Yes feat. Anderson, Rabin and Wakeman reveal songs making UK tour setlist (3 February 2017).
- ↑ Trevor Horn to join Yes on stage at Royal Albert Hall. Interactive Guitar Magazine (2016).[მკვდარი ბმული]
- ↑ Reed, Ryan. (11 April 2016) Yes Plot Summer Tour Behind 'Drama,' 'Topographic Oceans' LPs. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 12 April 2016.
- ↑ Stutz, Colin. (18 July 2016) Yes Drummer Alan White Bows Out of Summer Tour After Surgery, Will Rejoin 'In the Near Future'. Billboard. ციტირების თარიღი: 20 July 2016.
- ↑ YES announce Japanese Tour in November 2016 (September 2016). ციტირების თარიღი: 17 September 2016.
- ↑ Alan White rejoins YES for Japan Tour & Cruise To The Edge (14 October 2016). ციტირების თარიღი: 15 October 2016.
- ↑ Greene, Andy. (20 December 2016) Yes' Steve Howe on Rock Hall Honor: 'I Don't Regret the Wait'. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 20 December 2016.
- ↑ Smith, Troy L.. (27 January 2017) Yes and Rush to turn 2017 Roll Hall Ceremony into prog-rock gala. Cleveland.com. ციტირების თარიღი: 27 January 2017.
- ↑ Jeff Giles. Yes Announce Summer 2017 'Yestival' Tour Dates. Ultimate Classic Rock. ციტირების თარიღი: 22 September 2017.
- ↑ „YES Drummer Alan White Welcomes Dylan Howe To Join Rhythm Section For North American Yestival Tour“. Bravewords. 26 July 2017. ციტირების თარიღი: 22 September 2017.
- ↑ Walters, John. (12 September 2017) Due to the tragic, unexpected death of guitarist Steve Howe's beloved younger son, Virgil. Yes' official facebook. ციტირების თარიღი: 22 September 2017.
- ↑ Munro, Scott. (28 September 2017) Yes announce new live album Topographic Drama. Team Rock. ციტირების თარიღი: 30 September 2017.
- ↑ Yes Announce ’Topographic Drama’ Live Album. Ultimate Classic Rock (28 September 2017). ციტირების თარიღი: 9 October 2017.
- ↑ Scott Munro. (5 September 2017) Yes announce 50th anniversary UK and European tour. Team Rock. ციტირების თარიღი: 22 September 2017.
- ↑ Munro, Scott. (7 December 2017) Yes announce weekend of London events to celebrate 50th anniversary. Team Rock. ციტირების თარიღი: 8 December 2017.
- ↑ TONY KAYE, founder member of YES is Special Guest for the band's 2018 #YES50 50th Anniversar. Yes' official facebook (1 November 2017). ციტირების თარიღი: 2 November 2017.
- ↑ Max Graham vs. Yes – Owner of a Lonely Heart. Discogs.com (16 მაისი 2005). ციტირების თარიღი: 4 აგვისტო 2010.
- ↑ The Break-Up (2006), section "Did You Know?". The Internet Movie Database (www.imdb.com). ციტირების თარიღი: 17 სექტემბერი 2011.