The Quest (Yes-ის ალბომი)
The Quest — ინგლისური პროგრესული როკ ჯგუფ Yes-ის ოცდამეორე სტუდიური ალბომი, გამოცემული 2021 წლის 1 ოქტომბერს InsideOut Music-ის და Sony Music-ის მიერ. ეს არის მისი პირველი სტუდიური ალბომი ბილი შერვუდის მონაწილეობით, 1999 წლის The Ladder-ის შემდეგ. 2015 წელს გარდაიცვალა ჯგუფის მუდმივი ბას-გიტარისტი კრის სკუაირი, რომელიც შერვუდმა ჩაანაცვლა და, ამრიგად, ეს აგრეთვე არის Yes-ის პირველი ალბომი, ჩაწერილი მისი ორიგინალური წევრების გარეშე. აღსანიშნავია, რომ Talk-ის შემდეგ The Quest არის Yes-ის პირველი ალბომი, ჩაწერილი მხოლოდ ერთი წევრის პროდიუსერობით და უკანასკნელი — დრამერ ალან უაიტის 2022 წელს გარდაცვალებამდე.
The Quest | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 1 ოქტომბერი 2021 | |||
ჩაიწერა | ნოემბერი, 2019–მარტი 2021 | |||
სტუდია |
| |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 61:33 | |||
ლეიბლი | ||||
პროდიუსერი | სტივ ჰაუ | |||
Yes — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან The Quest | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Classic Rock | [1] |
Prog Radio | [2] |
The Spill Magazine | 8/10[3] |
Uncut | 7/10[4] |
2019 წლის მიწურულს ჯგუფმა დაასრულა საკონცერტო გამოსვლები და დაიწყო ახალ ალბომზე მუშაობა. COVID-19-ის პანდემიას მოჰყვა 2020 წლის საკონცერტო გრაფიკის გაუქმება, რაც ჯგუფს დაეხმარა ახალ ალბომზე ყურადღების გადატანაში. სიმღერების არანჟირების დასრულების შემდეგ ალბომი იწერებოდა კალიფორნიასა და ინგლისში, ხოლო პოლ კ. ჯოისის ორკესტრული არანჟირებები მომზადდა FAMES Orchestra-ს მიერ, ჩრდილოეთ მაკედონიაში. ალბომის ტექსტების ავტორია ჯგუფის ვოკალისტი ჯონ დეივისონი, რომელმაც მუშაობისას ყურადღება გაამახვილა იმედის, ოპტიმიზმისა და გარემოს დაცვის პრობლემებზე.
The Quest გამოიცა სხვადასხვა ფორმატით — CD-ებზე, გრამფირფიტებზე, Blu-ray დისკებსა და ნაკადოვან პლატფორმებზე, ხოლო ბრიტანეთის ალბომების ჩარტში მე-20 პოზიციამდე მიაღწია. ჰაუს პროდიუსერულმა ნამუშევარმა და წინა ალბომ Heaven & Earth-თან შედარებით საერთო გაუმჯობესებამ კრიტიკოსთა დადებითი შეფასებები მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ, მათივე აზრით, ალბომი არ შეიცავდა უნიკალურ ან გამორჩეულ სიმღერებს.
სიმღერების სია
რედაქტირებაThe Quest – CD 1 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
1. | „The Ice Bridge"
| ჯონ დეივისონი, ფრენსის მონკმენი, ჯეფ დაუნზი | 7:01 |
2. | „Dare to Know“ | სტივ ჰაუ | 6:00 |
3. | „Minus the Man“ | დეივისონი, ბილი შერვუდი | 5:35 |
4. | „Leave Well Alone“
| ჰაუ | 8:06 |
5. | „The Western Edge“ | დეივისონი, შერვუდი | 4:26 |
6. | „Future Memories“ | დეივისონი | 5:08 |
7. | „Music to My Ears“ | ჰაუ | 4:41 |
8. | „A Living Island“
| დეივისონი, დაუნზი | 6:52 |
საერთო ხანგრძლივობა: | 47:49 |
The Quest – CD 2 (დამატებითი დისკი | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
9. | „Sister Sleeping Soul“ | დეივისონი, ჰაუ | 4:51 |
10. | „Mystery Tour“ | ჰაუ | 3:33 |
11. | „Damaged World“ | ჰაუ | 5:20 |
საერთო ხანგრძლივობა: | 13:44 |
ჩარტები
რედაქტირებაჩარტი (2021) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ავსტრიის ალბომები (Ö3 Austria)[5] | 14 |
ბელგიის ალბომები (Ultratop ფლანდრია)[6] | 72 |
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია)[7] | 30 |
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[8] | 54 |
ფინეთის ალბომები (ფინეთის ოფიციალური ჩარტები)[9] | 40 |
საფრანგეთის ალბომები (SNEP)[10] | 85 |
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100)[11] | 7 |
იტალიის ალბომები (FIMI)[12] | 60 |
იაპონიის ცხელი ალბომები (Billboard Japan)[13] | 51 |
იაპონიის ალბომები (Oricon)[14] | 46 |
ნორვეგიის ალბომები (VG-lista)[15] | 38 |
პორტუგალიის ალბომები (AFP)[16] | 44 |
შოტლანდიის ალბომები (OCC)[17] | 7 |
ესპანეთის ალბომები (PROMUSICAE)[18] | 62 |
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[19] | 5 |
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[20] | 20 |
ბრიტანეთის როკ და მეტალ ალბომები (OCC)[21] | 1 |
აშშ-ის Top Album Sales (Billboard)[22] | 22 |
აშშ - Top Tastemaker Albums (ბილბორდი)[23] | 7 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Barton, Geoff. (1 ოქტომბერი, 2021) Yes start strongly on The Quest before fading and fizzling. Loudersound. ციტირების თარიღი: 1 ოქტომბერი, 2021
- ↑ The Prog Yak. Yes – 'The Quest' (Album Review) (4 ნოემბერი, 2021).
- ↑ Badgley, Aaron. (4 ოქტომბერი 2021) SPILL ALBUM REVIEW: YES – THE QUEST. ციტირების თარიღი: 4 ოქტომბერი 2021
- ↑ Lewis, John (November 2021). „Surprisingly poppy set from the latest iteration of the prog-rockers“. Uncut. ციტირების თარიღი: 2 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ "Yes - The Quest" (გერმანულად). Austriancharts.at. Hung Medien.
- ↑ "Yes – The Quest" (ჰოლანდიურად). Ultratop.be. Hung Medien.
- ↑ "Yes – The Quest" (ფრანგულად). Ultratop.be. Hung Medien.
- ↑ „Dutchcharts.nl – Yes – The Quest“ (ჰოლანდიურად). Hung Medien. წაკითხვის თარიღი 9 ოქტომბერი 2021.
- ↑ "Yes: The Quest" (ფინურად). Musiikkituottajat – IFPI ფინეთი.
- ↑ "Yes – The Quest". Lescharts.com. Hung Medien.
- ↑ "Offiziellecharts.de – Yes – The Quest" (გერმანულად). GfK Entertainment Charts.
- ↑ "Yes – The Quest". Italiancharts.com. Hung Medien.
- ↑ Billboard Japan Hot Albums: 2021/10/06 公開 ja. ციტირების თარიღი: 6 ოქტომბერი 2021
- ↑ "Oricon-ის 50 საუკეთესო ალბომი" (იაპონურად). Oricon.
- ↑ "Yes – The Quest". Norwegiancharts.com. Hung Medien.
- ↑ "Yes – The Quest". Portuguesecharts.com. Hung Medien.
- ↑ "20211008 40 საუკეთესო ალბომის არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია.
- ↑ "Yes – The Quest". Spanishcharts.com. Hung Medien.
- ↑ "Yes – The Quest". Swisscharts.com. Hung Medien.
- ↑ "20211008 საუკეთესო ბრიტანული ალბომების ოფიციალური არქივი | ოფიციალური ჩარტები". ბრიტანეთის ალბომების ჩარტი. ოფიციალური ჩარტების კომპანია.
- ↑ "ოფიციალური როკ და მეტალ-ალბომების საუკეთესო 40-ეულის ჩარტი". ოფიციალური ჩარტების კომპანია.
- ↑ "Yes Chart History (Top Album Sales)". Billboard. Retrieved 27 მაისი 2023.
- ↑ "Yes ალბომების და სიმღერების ისტორია ჩარტებში" ბილბორდის Top Tastemaker Albums - Yes. Prometheus Global Media.