Talk (Yes-ის ალბომი)
Talk — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ Yes-ის მეთოთხმეტე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1994 წლის 21 მარტს. დისკი გამოსცა ლეიბლმა Victory. ალბომი აღსანიშნავია იმით, რომ მასზე უკანასკნელად ჯგუფის ისტორიაში მუშაობდნენ ტრევორ რებინი და ტონი კეი.
Talk | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 21 მარტი 1994 | |||
ჩაიწერა | 1993, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 55:02 | |||
ლეიბლი | Victory | |||
პროდიუსერი | ტრევორ რებინი | |||
Yes — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Talk | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
Rolling Stone | [2] |
ისტორია
რედაქტირებაალბომის Union მხარდასაჭერი ტურნეს შემდეგ ჯგუფის რვაკაციანი შემადგენლობა დატოვა სამმა მუსიკოსმა. ესენი იყვნენ სტივ ჰაუ, რიკ უეიკმენი და ბილ ბრუფორდი. უეიკმენი აპირებდა კოლექტივში დარჩენას, მაგრამ ჯგუფის მენეჯმენტთან კონფლიქტებმა ამაში ხელი შეუშალა. დარჩნენ: ჯონ ანდერსონი, კრის სკუაირი, ტრევორ რებინი, ტონი კეი და ალან უაიტი.
რებინი ხელმძღვანელობდა ახალ შემადგენლობას და ეცადა 1990-იან წლებში ჯგუფში გიტარაზე ორიენტირებული ჟღერადობა შეექმნა. ამისათვის იგი ცდილობდა, ეკონტროლებინა ყველა სიმღერის შექმნის პროცესი. მან კრის სკუაირის ბას-გიტარის პარტიებსაც საკუთარი ჩანაწერებიც დაამატა (ამან სკუაირი ოდნავ გააღიზიანა).
როჯერ ჰოჯსონი (ჯგუფი Supertramp) არის სიმღერის „Walls“, ანდერსონთან და რებინთან ერთად თანაავტორი. სიმღერის დემო ვერსია ჩაიწერა 1990 წელს და შეტანილი იქნა ტრევორ რებინის დემოების კრებულში 90124.
1993 წლის ინტერვიუში უაიტმა ახსენა სიმღერა „Scarlet From The Tide“. უცნობია, არის თუ არა ამ სიმღერის რომელიმე სეგმენტი ალბომის რომელიმე სიმღერის ნაწილი.
ალბომის ყდა, განსხვავებით ჯგუფის სხვა ალბომების გაფორმებისგან, ამჯერად პიტერ მაქსის მიერ დამზადდა. ალან უაიტმა 1993 წლის ინტერვიუში ხუმრობით აღნიშნა, რომ ალბომს სათაურად მოერგებოდა „დაღრღნილი ციფრები“. ხოლო სამუშაო სათაური სინამდვილეში იყო History of the Future (მომავლის ისტორია).
ალბომის გამოცემის შემდეგ ტურნეს მსვლელობისას ჯგუფთან ერთად მუშაობდა გიტარისტი ბილი შერვუდი. ტრევორ რებინმა და ტონი კეიმ Yes დატოვეს 1995 წელს, ანდერსონთან, სკუაირთან და უაიტთან 12 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ. შერვუდი 1997 წელს ჯგუფის ოფიციალურ წევრად იქცა, მას შემდეგ, რაც უეიკმენი, ხანმოკლე პერიოდით დაბრუნების შემდეგ, კვლავ წავიდა Yes-იდან.
სიმღერების სია
რედაქტირებაყველა სიმღერის ავტორი — ჯონ ანდერსონი და ტრევორ რებინი, გარდა მითითებულისა..
მხარე 1 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
1. | „The Calling“ | ტრევორ რებინი, ჯონ ანდერსონი, კრის სკუაირი | 6:52 |
2. | „I Am Waiting“ | რებინი, ანდერსონი | 7:22 |
3. | „Real Love“ | რებინი, სკუაირი, ანდერსონი | 8:42 |
4. | „State of Play“ | რებინი, ანდერსონი | 4:58 |
მხარე 2 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
1. | „Walls“ | რებინი, როჯერ ჰოჯსონი, ანდერსონი | 4:52 |
2. | „Where Will You Be“ | რებინი, ანდერსონი | 6:03 |
3. | „Endless Dream: a.) Silent Spring (ინსტრუმენტული)“ | რებინი | 1:56 |
4. | „Endless Dream: b.) Talk“ | რებინი, ანდერსონი | 11:56 |
5. | „Endless Dream: c.) Endless Dream“ | რებინი, ანდერსონი | 1:50 |
2002 წლის გამოცემა | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
7. | „Endless Dream
| ანდერსონი, რებინი, სკუაირი | 15:43 |
8. | „The Calling (სპეციალური ვერსია)“ | ანდერსონი, რებინი, სკუაირი | 8:08 |
პერსონალი
რედაქტირება- Yes
- ჯონ ანდერსონი - წამყვანი ვოკალი, დამატებითი ვოკალი
- ტრევორ რებინი - ელექტრონული და აკუსტიკური გიტარები, კლავიშებიანი საკრავები, პროგრამირება, წამყვანი ვოკალები, დამატებითი ვოკალები
- ტონი კეი - ორგანი Hammond
- კრის სკუაირი - ბას გიტარა, დამატებითი ვოკალი
- ალან უაიტი - დასარტყმელი საკრავები
- სტუდიური პერსონალი
- ტრევორ რებინი - პროდიუსერი, ხმის მიქსის ინჟინერი
- მაიკლ ჯეი - ხმის ინჟინერი
- სტივენ მარკუსენი - მასტერინგი
შეფასება
რედაქტირებაალბომს ჰქონდა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შეფასებები. ეს იყო Yes-ის პირველი პროექტი, რომელმაც ოქროს სტატუსიც კი არ მიიღო.
ბრიტანეთის ჩარტში ალბომი მოხვდა #20, ხოლო აშშ-ში - #33 პოზიციაზე. შტატებში იგი ჩარტში 8 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.
Yes Active
რედაქტირება1994 წლის ბოლოს გამოვიდა ინტერაქტიული დისკი Yes Active. მასში შეტანილია:
- მულტიმედია
- State of Play
- Where Will You Be
- მუსიკა
- The Calling
- I am Waiting
- Real Love
- State of Play
- Walls
- Where Will You Be
- Endless Dream
- დამატებები
- Walls (ინსტრუმენტული)
- Where Will You Be (ინსტრუმენტული)
- State Of Play (დემო)
- Endless Dream (დემო)
- Silent Spring (კომპოზიციიდან Endless Dream)
- Talk (კომპოზიციიდან Endless Dream)
- ვიდეო
- I Am Waiting
- Walls
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Ruhlmann, William. Yes: Talk. AllMusic. ციტირების თარიღი: 7 June 2015.
- ↑ Birkbeck, Matt. (22 September 1994) Yes: Talk [Bonus Track]. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 December 2007.