And You and Iპროგრესული როკ-ჯგუფ Yes-ის მეორე სიმღერა ალბომზე Close to the Edge. იგი 10-ზე მეტი წუთის ხანგრძლივობის არის და ოთხი ნაწილისგან შედგება. პირველი და მეორე ნაწილები გამოიცა სინგლზე, რომელიც Billboard Hot 100-ში 42-ე ადგილს იკავებდა.[1]

„And You and I“
სინგლი – Yes
ალბომიდან Close to the Edge
A-მხარე "And You and I (Part I)"
B-მხარე "And You and I (Part II)"
გამოსვლის თარიღი 1972
ფორმატი 7"
ჩაიწერა 1971
ჟანრი პროგრესული როკი, ფოლკ-როკი
ხანგრძლივობა 10:09
ლეიბლი Atlantic
სიმღერის ავტორი ჯონ ანდერსონი, სტივ ჰაუ, კრის სკუაირი, ბილ ბრუფორდი
პროდიუსერი ედი ოფორდი
Yes – სინგლების ქრონოლოგია

"America"
(1972)
"And You and I (Parts One and Two)"
(1972)
"Roundabout (საკონცერტო)"
(1974)

1972 წელს, სიმღერის ცოცხლად შესრულების წინ, ჯონ ანდერსონი ამბობდა, რომ ალბომის ჩაწერისას სიმღერას "The Protest Song" (ქართ. საპროტესტო სიმღერა) ერქვა.[2]

ნაწილებირედაქტირება

ნაწილი დაწყება ხანგრძლივობა
Cord of Life. 0:00 3:47
Eclipse. 3:47 2:29
The Preacher, the Teacher. 6:16 3:10
Apocalypse. 9:26 0:42

I. Cord of Lifeრედაქტირება

იწყება სტივ ჰაუს სოლოთი, რომელიც 12 სიმიან გიტარაზე სრულდება. დასაწყისში ჰაუს ვოკალიც ჟღერს. სრულდება ბუნებრივი ჰარმონიული პასაჟები, შემდეგ კი ემატება ცენტრალური მელოდია, რომელიც აკორდების პროგრესიაში გადაიზრდება. შორიდან ორგანის ხმები ისმის. Moog-ის სინთეზატორი მარტივ სოლოს ასრულებს, რასაც შემდეგი, განსხვავებულად არანჟირებული ფაზა უერთდება. ვოკალი 1:40-ზე იწყება. სტრიქონი "All Complete in the sight of seeds of life with you" სიმღერის განმავლობაში მეორდება. 2:50 ჯონ ანდერსონი იწყებს საკუთარ თავთან ჰარმონიული ვოკალების აწყობას, ხოლო კრის სკუაირი და სტივ ჰაუ საპირისპირო მელოდიას და ტექსტებს ასრულებენ (მათი ხმები Leslie-ს დინამიკში ჟღერს).

II. Eclipseრედაქტირება

"Eclipse" სიმღერის ყველაზე ნელი ნაწილია. მას ძირითადად რიკ უეიკმენი, მელოტრონსა და მინიმუგზე ასრულებს. პარალელურად ჟღერს "Cord of Life", შესრულებული სტივ ჰაუს მიერ, პედლის სტილ გიტარაზე. ტექსტი აღებულია "The Cord of Life"-ის დასაწყისიდან, მაგრამ განსხვავებული, სევდიანი მელოდიის ფონზე სრულდება. ნაწილი სრულდება 12 სიმიანი აკუსტიკური გიტარით და "The Preacher, The Teacher"-ზე გადადის.

III. The Preacher, The Teacherრედაქტირება

მელოდიური და ტექსტური სტრუქტურა "The Cord of Life"-ის მსგავსია, თუმცა რამდენიმე ვარიაცია განასხვავებს. გამონაკლისია ის, რომ "The Preacher, The Teacher"-ში ერთ-ერთ მონაკვეთზე უეიკმენის სწრაფი სოლო ჟღერს. უკანასკნელ სტრიქონებში "The Cord of Life"-ის ტექსტი ბრუნდება, მაგრამ განსხვავებული თანმიმდევრობით და განწყობით არის წარდგენილი. 8:34-ზე წინა სექციის, "Eclipse"-ის რეპრიზა ჟღერს, რომელიც 9:12-მდე გრძელდება. სექცია მთავრდება ორკესტრული არანჟირებით (მელოტრონი, მინიმუგი).

IV. Apocalypseრედაქტირება

"Apocalypse" კომპოზიციის ყველაზე მოკლე ნაწილია და 40 წამს გრძელდება. მასში მხოლოდ ოთხი სტრიქონი შედის, ჰაუს გიტარების თანხლებით. ტექსტი აღებულია "Cord of Life"-იდან.

პერსონალირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Close to the Edge - Yes > Charts & Awards > Billboard Singles საიტზე Allmusic. წაკითხვის თარიღი: 10 მარტი, 2010
  2. Progeny: Seven Shows from Seventy-Two, Rhino, 2015
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=And_You_and_I&oldid=3425736“-დან