T. Rexინგლისური როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1967 წელს მომღერალ-სიმღერების ავტორ და გიტარისტ მარკ ბოლანის მიერ. მას თავდაპირველად ეწოდებოდა Tyrannosaurus Rex და ამ სახელით გამოსცემდა პირველ ალბომებს, ფსიქოდელიური ფოლკის ჟანრში. 1969 წელს ბოლანმა დაიწყო სიმღერებში აკუსტიკური ჟღერადობის ელექტრონულით ჩანაცვლება და კოლექტივი T. Rex გახდა. 1970 წელს კოლექტივმა გამოსცა სინგლი „Ride a White Swan“, მისი მუსიკალური განვითარების კულმინაცია. მოგვიანებით T. Rex გლემ-როკის სცენის წარმატებულ კომერციულ ნაწილად იქცა.

T. Rex
ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც
  • Tyrannosaurus Rex
  • Marc Bolan & T. Rex
წარმოშობა ლონდონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 1967–1977
ლეიბლ(ებ)ი
ყოფილი წევრები მარკ ბოლანი (გარდ.)
სტივ პერეგრინ ტუკი (გარდ.)
მიკი ფინი (გარდ.)
სტივ კარი (გარდ.)
ბილ ლეჯენდი
პოლ ფენტონი
გლორია ჯოუნსი
ჯეკ გრინი
დინო დაინზი (გარდ.)
დეივი ლატონი
მილერ ანდერსონი
ჰერბი ფლაუერსი
ტონი ნიუმენი
საიტი t-rex.co.uk[4]
T. Rex ვიკისაწყობში

1970–1973 წლებში T. Rex-ის ბრიტანეთში პოპულარობა The Beatles-ის მასშტაბებამდე გაიზარდა – ჩარტში მათი 11 სინგლი მოხვდა. 1971 წლის Electric Warrior ითვლება პირველ დისკად გლემ-როკის ჟანრში.

1977 წელს ბოლანი დაიღუპა ავტოკატასტროფისას და T. Rex-მა არსებობა შეწყვიტა, თუმცა კვლავ რჩება გავლენიან ჯგუფად.

დისკოგრაფია

რედაქტირება
როგორც Tyrannosaurus Rex
As T. Rex

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Deming, Mark. T. Rex – Artist Biography. ციტირების თარიღი: 13 September 2017.
  2. Huey, Steve. T. Rex – Electric Warrior. ციტირების თარიღი: 29 December 2014.
  3. Dimery, Robert (2010). „Bang a Gong (Get It On) – T. Rex (1971)“, 1001 Songs You Must Hear Before You Die. Cassell. ISBN 1-84403-684-7. 
  4. https://www.musik-sammler.de/artist/t-rex