Talk Talk
Talk Talk — ინგლისური ახალი ტალღის ჯგუფი, აქტიური 1981 წლიდან 1992 წლამდე. მათ ჰიტ-სინგლებს შორის აღსანიშნავია "Today", "Talk Talk" (1981), "It's My Life" (1984), "Such a Shame" (1984) და "Dum Dum Girl" (1984). თავდაპირველად კოლექტივი სინთპოპის ჟანრის მუსიკას ასრულებდა, თუმცა 1980-იანების შუა პერიოდიდან უფრო ექსპერიმენტული გახდა. წარმატება იქონიეს სხვა სინგლებმაც - "Life's What You Make It" (1985/1986) და "Living in Another World" (1986), თუმცა, კრიტიკოსთა მხრიდან მაღალი შეფასებების სიხშირესთან ერთად, იკლო ჯგუფის კომერციულმა წარმატებამ.
Talk Talk | |
---|---|
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ლონდონი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | სინთპოპი, ახალი ტალღა, არტ-პოპი, პოსტ-როკი |
აქტიური | 1981–1992 |
ლეიბლ(ებ)ი | EMI, Polydor |
წევრები |
მარკ ჰოლისი ლი ჰარისი პოლ უები საიმონ ბრენერი |
Talk Talk ვიკისაწყობში |
ჯგუფს ჰქონდა უსიამოვნებები ლეიბლ EMI-თან, რასაც მოჰყვა სასამართლო დავები. უკანასკნელი, 1991 წლის ალბომი Laughing Stock Polydor-ზე გამოვიდა. ჯგუფი ამის შემდეგ დაიშალა. ვოკალისტმა მარკ ჰოლისმა 1998 წელს სოლო ალბომი გამოსცა, თუმცა შემდგომ მუსიკალური სამყარო დატოვა. ბას-გიტარისტი პოლ უები და დრამერი ლი ჰარისი უკრავდნენ რამდენიმე ჯგუფში, ხოლო დე-ფაქტო მეოთხე წევრი, ტიმ ფრიზ-გრინი კვლავ განაგრძობდა მუსიკის შექმნას და აგრეთვე პროდიუსერად მუშაობდა.
დისკოგრაფია
რედაქტირება- The Party's Over (1982)
- It's My Life (1984)
- The Colour of Spring (1986)
- Spirit of Eden (1988)
- Laughing Stock (1991)