ძირიჯუმათი

სოფელი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ძირიჯუმათისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ჯუმათის თემში (სოფლები: ბოგილი, იანეთი, ძირიჯუმათი, ჯუმათი). მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 100 მ. ჯუმათიდან 3 კმ, ოზურგეთიდან 17 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.

სოფელი
ძირიჯუმათი

სოფლის ხედი ჯუმათის მონასტრიდან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ჯუმათი
კოორდინატები 42°01′08″ ჩ. გ. 41°58′50″ ა. გ. / 42.01889° ჩ. გ. 41.98056° ა. გ. / 42.01889; 41.98056
ფართობი 10 კმ²
ცენტრის სიმაღლე 100
მოსახლეობა 189[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 18,9 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ძირიჯუმათი — საქართველო
ძირიჯუმათი
ძირიჯუმათი — გურიის მხარე
ძირიჯუმათი

ისტორია რედაქტირება

1846-1848 წლებში ჯუმათის მონასტერთან მოქმედებდა გურიის სასულიერო სასწავლებელი. 1868 წელს მონასტერთან გაიხსნა ერთკლასიანი სკოლა, სკოლაში 80-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა და სამაგალითოდ ითვლებოდა. სოფელში ასევე გაიხსნა სიმინდის მაღაზია, მაგრამ 1880-იან წლებში სკოლაც და მაღაზიაც დაიხურა. დანაშაულმა კი იმატა.[2]

მონასტერი რედაქტირება

 
ჯუმათის ეკლესია

სოფლის განაპირას დგას განვითარებული შუა საუკუნეების სამონასტრო კომლექსი, ყოფილი ჯუმათის საეპისკოპოსოს ცენტრი, რომელიც მოიცავს მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის საკათედრო ტაძარს, გალავანს და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებს. ეკლესია შუა საუკუნეებისაა, ფრესკები XVI-XVIII საუკუნეებით თარიღდება. ეკვდერი და კარიბჭე 1847 წელს მიაშენეს, ხოლო გალავანში ჩაშენებული სამრეკლო 1904 წლისაა.

მოსახლეობა რედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 170
2014   189 99 90

ლიტერატურა რედაქტირება

  • თავაძე გ.,„მეტი ყურადღება გურიის მატერიალური კულტურის ძეგლებს“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 10-11 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1967 წელი. — გვ. 62
  • ბაქრაძე დ ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1987.

სქოლიო რედაქტირება

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. გაზეთი „დროება“ N271 — 1881