სვერი (ქურთის მუნიციპალიტეტი)

სოფელი გორის მუნიციპალიტეტში
(გადამისამართდა გვერდიდან სვერი (გორის მუნიციპალიტეტი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სვერი.

სვერისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქურთის მუნიციპალიტეტში, ქემერტის თემში. მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის მარცხენა ნაპირზე, ზეგანზე. ზღვის დონიდან 1080 მეტრი, ცხინვალიდან 15 კილომეტრი.[2] ჩამოუდის მდინარე სვერისხევი. დიდი ლიახვის ხეობის უკანასკნელი ქართული სოფელია. სვერის ჩრდილო-დასავლეთით ოსების სოფელი ქირწინა მდებარეობს. სახნავ-სათეს ზეგანს გვერდისთავს უწოდებენ.[3]

სოფელი
სვერი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ქურთის მუნიციპალიტეტი
თემი ქემერტი
კოორდინატები 42°19′55″ ჩ. გ. 43°55′54″ ა. გ. / 42.33194° ჩ. გ. 43.93167° ა. გ. / 42.33194; 43.93167
ცენტრის სიმაღლე 1080
მოსახლეობა 33 (2015)[1]
სვერი (ქურთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
სვერი (ქურთის მუნიციპალიტეტი)
სვერი (ქურთის მუნიციპალიტეტი) — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
სვერი (ქურთის მუნიციპალიტეტი)
სვერი (ქურთის მუნიციპალიტეტი) — ქურთის მუნიციპალიტეტი
სვერი (ქურთის მუნიციპალიტეტი)

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

გადმოცემით, ამ ადგილისათვის დამახასიათებელი სველი მიწების გამო ეწოდა სოფელს „სვერი“. ქეთევან გოდერძიშვილს სოფლის მეორე სახელად მოყვანილი ჰყავს ქართლისთავი.[4] ოსურად ეწოდება Сер (სერ).[5]

1910 წლის „კავკასიის კალენდრის“ მიხედვით, შედიოდა რუსეთის იმპერიის თბილისის გუბერნიის გორის მაზრის ცხინვალის მონაკვეთში.[6] საქართველოს სსრ ადმინისტრაციული — სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის რაიონის ქემერტის სოფსაბჭოში.[2] 1991 წელს ცხინვალის რაიონი გაუქმდა და შეუერთდა გორის რაიონს. ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყების შემდეგ, სოფელს აკონტროლებდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება.[7] 2006 წლიდან ქურთის მუნიციპალიტეტშია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ქართული მოსახლეობა დევნილად იქცა. ამ დროიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[8] და დე ფაქტოდ შედის სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში.

მოსახლეობა

რედაქტირება

სვერის მკვიდრთა გვარებია: ხეთერელი, პაპელიშვილი, ხეთაგაშვილი და სხვა.[3]

წელი მოსახლეობა კაცი ქალი ეთნოსი
1907[6] 150 ქართველები
1939[9]   114 52 62
1970[9]   116 60 56 ქართველები
1979[9]   102 47 55 ქართველები
1989[9]   101 49 52 ქართველები
2002[10]   116 59 57 ქართველები (84%)
2015[11][]   33 18 15
  1. სეპარატისტული და საოკუპაციო რეჟიმების მიერ ჩატარებულ აღწერას არ სცნობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

სოფლის დასაწყისში დგას კოშკის (XVII–XVIII სს.) ნანგრევი. მის წინ გაქვავებული დუღაბი ძევს, გადმოცემით იგი კოშკის დროინდელია. სვერის კოშკი ლეკიანობის დროს მთელი სოფლის თავშესაფარს წარმოადგენდა. შიგნით მიხეილას წყაროდან წყალიც შედიოდა. სოფელში არის საცხოვრებელი სახლის მაგვარი პატარა წმინდა გიორგის ეკლესია. გადმოცემის თანახმად, აქ მუხა მოჭრეს და მისი ფიცრებით, კავებითა და ყავრით ააგეს და გადახურეს ეს საყდარი. ქვის ძველი საყდარი წმინდა ზაქარიას სახელობისა ყოფილა.[3] სოფლის სიახლოვეს მთაზე აგებულია სვერის ციხე.

  1. https://web.archive.org/web/20210514232412/https://ugosstat.ru/wp-content/uploads/2017/06/Itogi-perepisi-RYUO.pdf
  2. 2.0 2.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 314.
  3. 3.0 3.1 3.2 პატარა ლიახვის ხეობა // ლიახვის ხეობა : ჟურნ., თბ.: „კოლორი“, დეკემბერი, 2020, № 9, გვ. 29.
  4. გოდერძიშვილი ქ., ცხინვალის რეგიონის გეოგრაფიული სახელები, თბ.: „უნივერსალი“, 2015. — გვ. 150.
  5. Цховребова 3. Д. Ойконимия Осетии. — Цхинвали, 2003. — стр. 44.
  6. 6.0 6.1 Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 362.
  7. სეპარატისტული რეჟიმების მიერ მიტაცებული და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები. სართველოს თავდაცვის სამინისტრო (10 აგვისტო, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-29. ციტირების თარიღი: 4 იანვარი, 2021.
  8. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ. matsne.gov.ge (28 აგვისტო, 2008). ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი, 2019.
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 მოსახლეობის სრულიად საკავშირო 1939, 1959, 1970, 1979 და 1989 წლების აღწერების შედეგები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (9 იანვარი, 2020). ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2020.
  10. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  11. И.Р. Тибилов, Т.В. Базаев, Р.Р. Зассеева, М.Э. Пухаева, А.В. Сиукаева, М.Х. Гучмазова. (2016)Перепись Южной Осетии за 2015 год. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-10. ციტირების თარიღი: 4 იანვარი, 2021.