სვერის ციხე (სამაჩაბლო)

სვერის ციხე – გვიანი შუა საუკუნეების ციხესიმაგრე შიდა ქართლში, მდებარეობს ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერში, მდებარეობს მდინარე ლიახვის მარცხენა ნაპირას, მთაზე. ვახუშტი ბაგრატიონი მის შესახებ წერს:

ვიკიციტატა
„ამილახორმან წამოიყვანა მაჰმად-ყული-ხანითურთ ოსმალთა სპანი და დაესხა მაჩაბელს გეგუთს, შემუსრეს ციხე სვერისა, რომელი აღაშენა თეიმურაზ მაჩაბელმან.“

ციხესიმაგრე ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით სქელ დუღაბზე. ციხე გეგმით წაგრძელებულ სწორკუთხედს წარმოადგენს. ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ კუთხეებში კვადრატული კოშკებია, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მცირე ზომის ცილინდრული კოშკია. დასავლეთის კედლის ჩრდილოეთი ნაწილი ჩამონგრეულია. ციხესთან მისასვლელი სამხრეთიდანაა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა (ცხინვალის რაიონი), თბ. 2002 წ. გვ. 166-167