საქართველოს სინფონიეტა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

საქართველოს სინფონიეტა (ოფიციალური სახელი: სსიპ თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი) დაარსდა 2008 წელს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პატრონაჟის ქვეშ. 2010 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო სტატუსი[1]. ორკესტრის შექმნაში დიდი როლი ითამაშა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ და კერძოდ მისმა რექტორმა გია ბუღაძემ. 2010 წლამდე სინფონიეტა კონცერტებს მართავდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კამერული ორკესტრის სახელით. ორკესტრი რეგულარულად მართავს კონცერტებს თბილისის საუკეთესო დარბაზებში და ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ბათუმი, ქუთაისი, ჭიათურა, ბორჯომი, გორი, რუსთავი, ბოლნისი, სიღნაღი, თელავი. ორკესტრი მონაწილეობს თითქმის ყველა მნიშვნელოვან მუსიკალურ ფესტივალში საქართველოს მასშტაბით: თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი, საახალწლო შეხვედრები, თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, აღდგომიდან ამაღლებამდე, თბილისის კამერული მუსიკის ფესტივალი, შემოდგომის თბილისი. საქართველოს სინფონიეტა არის ჭიათურის მუსიკის აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

საქართველოს სინფონიეტა

ჭიათურის მუსიკის აკადემია

რედაქტირება

2010 წელს საქართველოს სინფონიეტამ, თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალმა და ჭიათურის კულტურის ცენტრმა დააარსეს ჭიათურის მუსიკის აკადემია. აღნიშნული აკადემია-ფესტივალი ტარდება ყოველ წელს. ერთი კვირის განმავლობაში, ქალაქ ჭიათურაში ყოველდღე ტარდება კონცერტები და იმართება მასტერკლასები თერთმეტ სხვადასხვა სპეციალობაში. სოლისტები და პედაგოგები არიან საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველი და უცხოელი მუსიკოსები. აკადემია-ფესტივალში მონაწილეობენ მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდები ჭიათურიდან, საჩხერედან, ზესტაფონიდან, ქუთაისიდან, თბილისიდან, რუსთავიდან და ა. შ.[2]

კონცერტები საზღვარგარეთ

რედაქტირება

2009 წლიდან ორკესტრი სისტემატურად მართავს კონცერტებს ევროპის საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში, როგორიცაა: ბერლინის კონცერტჰაუსი[3], ამსტერდამის კონცერტგებაუ[4], მიუნხენის კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი და სხვა. საქართველოს სინფონიეტა მჭიდროდ თანამშრომლობს ფესტივალებთან გერმანიაში "Young Euro Classic"[5] და "Opernfestival Gut Immling" [6] .

მინიატიურა

MEZZO საქართველოში

რედაქტირება

2011 წლის 1 მაისს ორკესტრის კონცერტი ჩაიწერა და გადასცა ცნობილმა ფრანგულმა მუსიკალურმა ტელეარხმა MEZZO-მ, რაც უპრეცედენტო მოვლენაა კავკასიის მასშტაბით.[7]

პირველი ბაროკო ორკესტრი კავკასიაში

პირველი ბაროკო ორკესტრი კავკასიაში

რედაქტირება

2012 წლის თებერვალში საქართველოს სინფონიეტა აღიჭურვა ბაროკოს ეპოქის ინსტრუმენტებით და გახდა პირველი ბაროკო ორკესტრი კავკასიაში.[8]

ორკესტრთან თანამშრომლობდნენ

რედაქტირება

მარინა იაშვილი, ლიანა ისაკაძე, ლიზა ბათიაშვილი, ვალენტინ ჟუკი, პაველ ვერნიკოვი, იულიან რახლინი, ნატალია გუტმანი, სურენ ბაგრატუნი, ელისო ვირსალაძე, ალექსანდრე კორსანტია, ელისო ბოლქვაძე, მორის ბურგი, ფრანსუა ლელუ, ედუარდ ბრუნერი, სერჯო აძოლინი, ბრამ ვან სამბეკი, ლევ მარკიზი, ბენჟამინ ლევი, ბენუა ფრომანჟე, ანდრეს მუსტონენი, გიორგი ბაბუაძე, გოგი ჭიჭინაძე, ვახტანგ კახიძე...

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა 2010 წლის 11 იანვარს (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება #14)[1]
  2. საქართველოს სინფონიეტა არის ჭიათურის მუსიკის აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი[2]
  3. 2010 წელს ბერლინკონცერტჰაუსში გამართულ ფესტივალზე Young Euro Classic, სადაც მონაწილეობდა 17 ქვეყნის სხვადასხვა ორკესტრი სინფონიეტას მიერ შესრულებულმა, ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორის არჩილ გიორგობიანის ნაწარმოებმა "აზარი" აიღო პირველი პრემია.[3][მკვდარი ბმული]
  4. Beethoven - Overture to "Prometheus"
  5. Young Euro Classic[მკვდარი ბმული]
  6. Opernfestival Gut Immling. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2013-02-09.
  7. პირველი ქართული ორკესტრი MEZZO-ზე[4]
  8. პირველი ბაროკო ორკესტრი კავკასიაში[5][მკვდარი ბმული][6]