უცხოელები — ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მქონე პირები. უცხოელების რეჟიმი რეგულირდება შინასახელმწიფოებრივი კანონებითა და საერთაშორისო სამართლებრივი სახელშეკრულებო და ჩვეულებრივი ნორმებით. ყოველი სახელმწიფო თვითონ განსაზღვრავს თავის ტერიტორიაზე მყოფი უცხოელების უფლებრივ სტატუსს; ამასთან ერთად საერთაშორისო სამართალში არსებობს უცხოელების რეჟიმის საყოველთაოდ აღიარებული ზოგადი პრინციპები. უცხოელებზე ვრცელდება ან ეროვნული რეჟიმი ანუ მათ უფლებრივ სტატუსს უთანაბრებენ ადგილობრივი მოქალაქეების უფლებებს ანდაც უმეტესი ხელშეწყობის რეჟიმი. არსებობს აგრეთვე სპეციალური რეჟიმი — განსაზღვრულ, ზუსტად დადგენილ უფლებთა ერთობლიობა. უცხოელები მოვალენი არიან დაიცვან მათი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონები და სხვა ნორმატიული აქტები. კანონიერების დარღვევის შემთხვევაში, ისინი პასუხს აგებენ ადგილობრივი მართლმსაჯულების წინაშე (ეს წესი არ ვრცელდება დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე უცხოელებზე).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება