გია ბუღაძე
გია (გიორგი) უშანგის ძე ბუღაძე (დ. 24 სექტემბერი, 1956, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მხატვარი. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი 2003 წლიდან 2012 წლამდე.
გია ბუღაძე | |
---|---|
დაიბადა | 24 სექტემბერი, 1956 (68 წლის) |
დაბადების ადგილი | თბილისი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგია ბუღაძე დაიბადა 1956 წლის 24 სექტემბერს, თბილისში, ექიმების ოჯახში. სწავლობდა პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში, იაკობ ნიკოლაძის სახელობის სასწავლებელში, შემდეგ კი აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (1977–1981). გიორგი თოთიბაძე და კონსტანტინე მახარაძის სტუდიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე.
1980-იანი წლების ბოლოს გია ბუღაძის სახლი რუსთაველის გამზირზე გახდა მხატვართა (კარლო კაჭარავა, მამუკა ჯაფარიძე, მამუკა ცეცხლაძე, ნიკო ცეცხლაძე, გოგა მაღლაკელიძე და სხვები) შეკრების ადგილი. ამავე პერიოდში ის იყო ჯგუფ „არქივარიუსის“ სულისჩამდგმელი და აქტიურად იყო ჩართული მხატვრების არაფორმალურ გაერთიანებაში — „X სართული“. ის მონაწილეობდა სხვადასხვა ინოვაციურ გამოფენებსა და აქციებში. მისი სახელი ასოცირდება თანამედროვე ხელოვნების ცენტრის დაარსებასთან „ქარვასლაში“.
2003-2012 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი იყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- "Who is who?" Cambridge publication, editions 25, 26;
- Georgian Encyclopedia publications-2006, 2004, 2003.
- (2011) თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. Tbilisi.