ლიზა ბათიაშვილი

ქართველი მევიოლინე

ლიზა ბათიაშვილი, ან ელისაბედ ბათიაშვილი[1] — ქართველი მევიოლინე. იგი დაიბადა 1979 წელს თბილისში, მუსიკოსების, მევიოლინე მამის და პიანისტი დედის ოჯახში. ლიზას მამა, ასევე ცნობილი მევიოლინე თამაზ ბათიაშვილი იყო მისი პირველი მასწავლებელი ჯერ კიდევ 4 წლის ასაკიდან. მისი ოჯახი 1991 წელს გერმანიში გადასახლდა.[2] მოგვიანებით იგი სწავლობდა ჰამბურგის მუსიკალურ სკოლაში.[3] 1995 წელს ლიზა ბათიაშვილმა იან სიბელიუსის სახელობის მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსზე მეორე პრემია მოიპოვა.

ლიზა ბათიაშვილი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 7 მარტი, 1979(1979-03-07) (45 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
ჟანრ(ებ)ი კამერული მუსიკა, კლასიკური მუსიკა
საქმიანობა მუსიკოსი, კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვიოლინო
ლეიბლ(ებ)ი Sony Classical Records, Deutsche Grammophon
საიტი lisabatiashvili.com
ლიზა ბათიაშვილი ვიკისაწყობში

ლიზა ბათიაშვილი არის ბეთჰოვენის ფესტივალის ლაურეატი — ბეთჰოვენის ბეჭდის მფლობელი, BBC-ის პროგრამა „New Generation Artists“-ის გამარჯვებული, შესრულებული აქვს კონცერტები „Berliner Philharmoniker“-თან, ევროპის კამერულ ორკესტრთან (დირიჟორი იანიკ ნეზე სეგენი), გუსტავ მალერის ახალგაზრდულ ორკესტრთან (დირიჟორი ფრანც ველზერ მიოსტი), ნიუ-იორკის ფილარმონიულ (დირიჟორი ალან გილბერტი) და ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრებთან (დირიჟორი ზუბინ მეჰტა), უკრავს კელნის, ლოს-ანჯელესის, ბოსტონის, სანქტ-პეტერბურგის, პარიზის, ლონდონის, ბოსტონის, ფილადელფიისა და ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრებთან.[4]

BBC-ს მუ­სი­კა­ლურ­მა ჟურ­ნალ­მა ლი­ზას გა­მოს­ვ­ლა შოტ­ლან­დი­ის სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კეს­ტ­რ­თან ერ­თად წლის სა­უ­კე­თე­სო დე­ბი­უ­ტად და­ა­სა­ხე­ლა, უფ­რო მე­ტიც „Sony Classical“-ის გა­მო­ცე­მუ­ლი ალ­ბო­მი „Beethoven Violin Concerto & Tsintsadze 6 Miniatures“ 2008 წელს ოქ­ტომ­ბ­რის თვის ფა­ვო­რი­ტად იქ­ცა. „ბა­თი­აშ­ვი­ლის ბე­თჰო­ვე­ნი უდა­ვოდ შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო ოდეს­მე შეს­რუ­ლე­ბულ­თა შო­რის“ — წერს 2008 წლის „BBC Music Magazine“. 2011 წელს „ECHO Klassik“-გან მან მი­ი­ღო თა­ვი­სი ალ­ბო­მი­სათ­ვის Echoes of Time პრი­ზი, რო­მელ­შიც შე­დის შოს­ტა­კო­ვი­ჩის N1 სა­ვი­ო­ლი­ო­ნო კონ­ცერ­ტის ჩა­ნა­წე­რი ბა­ვა­რი­ის სიმ­ფო­ნი­უ­რი ოს­კეს­ტ­რის თან­ხ­ლე­ბით და ცნო­ბი­ლი ფი­ნე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი­სა და დი­რი­ჟო­რის „Esa-Pekka Salonen“-ს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით.[4]

დი­რი­ჟო­რი დანიელ ბერენბაუმი ამბობს:

ვიკიციტატა
„ქარ­თ­ვე­ლებ­მა უნ­და იამა­ყოთ, ვი­ნა­ი­დან დღეს­დღე­ო­ბით მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე ლი­ზა ბა­თი­აშ­ვი­ლია.“

2013 წლის ამე­რი­კულ ტურ­ნე­ზე, რო­დე­საც ლი­ზამ ბრამ­სის სა­ვი­ო­ლი­ნო კონ­ცერ­ტი და­უკ­რა, ამ კონ­ცერტ-შო­უ­ზე Chicago SunTimes-ში და­ი­წე­რა:

ვიკიციტატა
„ეს იყო ბრამ­სის სა­ვი­ო­ლი­ნო კონ­ცერ­ტის სა­უ­კე­თე­სო ცოცხა­ლი შეს­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ოდეს­მე მო­მის­მე­ნია.“

The Classical Review-ში კი:

ვიკიციტატა
„ბა­თი­აშ­ვილ­მა ხმა­უ­რი­ა­ნი ოვა­ცი­ე­ბი და­იმ­სა­ხუ­რა, ყვე­ლა­ზე გრძე­ლი და ენ­თუ­ზი­აზ­მით სავ­სე, რაც კი ბო­ლო წლებ­ში მა­ყუ­რე­ბელს სო­ლის­ტის მი­მართ გა­მო­უ­ხა­ტავს.“
  1. მარიამ ჭიაურელი (2003-08-20). „ელისაბედ ბათიაშვილს ლეონარდ ბერნსტაინის სახელობის პრემია მიენიჭა“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 2015-03-22.
  2. Peter Culshaw (2007-07-21). „Lisa Batiashvili went from Tbilisi to the top“. Telegraph. ციტირების თარიღი: 2015-03-28.
  3. Michael Church (2005-12-05). „Preview: Lisa Batiashvili, Wigmore Hall, London“. The Independent. ციტირების თარიღი: 2007-03-21.
  4. 4.0 4.1 სცე­ნის იმ­პე­რატ­რი­ცა — ლიზა ბათიაშვილი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-01. ციტირების თარიღი: 2015-04-10.