საქართველოს ბუნების ძეგლები

საქართველოს ბუნების ძეგლებისაქართველოს დაცული ტერიტორიები — ეროვნული მნიშვნელობის მქონე შედარებით მცირე ტერიტორიები, სადაც წარმოდგენილია იშვიათი, უნიკალური და მაღალი ესთეტიკური მახასიათებლების მქონე კომპაქტური ეკოსისტემები, ცალკეული გეომორფოლოგიური და ჰიდროლოგიური წარმონაქმნები, მცენარეთა ცალკეული ეგზემპლარები ან ცოცხალ ორგანიზმთა ნამარხი ობიექტები. ბუნების ძეგლი შეიძლება იყოს მღვიმე, ხეობა, მდინარის დელტა სხვა.[1]

პირველი სამი ბუნების ძეგლი საქართველოში დაარსდა 2003 წელს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე. დღეს მათი საერთო ფართობი 309 ჰა-ს შეადგენს. ესენია: ალაზნის ჭალის (201 ჰა), არწივის ხეობისა (98 ჰა) და ტახტითეფას (10 ჰა) ბუნების ძეგლები. დღეისათვის საქართველოში უკვე 41 ბუნების ძეგლს აქვს მინიჭებული ეს სტატუსი, მათ შორის: 3 ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მდებარეობს, 5 ყაზბეგის ეროვნულ პარკში, 10 მათგანს მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაცია მართავს, 16 ბუნების ძეგლი კი იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შემადგენილობაშია. 3 ბუნების ძეგლი ალგეთის ეროვნული პარკის, თითო-თითო კი თბილისის, ფშავ-ხევსურეთისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკების დაქვემდებარებაშია.[1]

2020 წლის მდგომარეობით, სულ ბუნების ძეგლების საერთო ფართობი 2748.99 ჰა-ს შეადგენს.[1]

ბუნების ძეგლები

რედაქტირება
სახელწოდება რეგიონი ფართობი სურათი
აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლი მცხეთა-მთიანეთის მხარე
0.040 ჰექტარი
 
ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლი კახეთის მხარე
204.4 ჰექტარი
არწივის ხეობის ბუნების ძეგლი კახეთის მხარე
100 ჰექტარი
 
ბალდის კანიონის ბუნების ძეგლი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
5.7 ჰექტარი
 
ბღერის მღვიმის ბუნების ძეგლი იმერეთის მხარე
0.04 ჰექტარი
ბირთვისის ბუნების ძეგლი ქვემო ქართლის მხარე
514.8 ჰექტარი
 
ბოდორნის კლდის სვეტების ბუნების ძეგლი მცხეთა-მთიანეთის მხარე
19.6 ჰექტარი
 
დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი ქვემო ქართლის მხარე
538 ჰექტარი
 
დიდღელეს მღვიმის ბუნების ძეგლი იმერეთის მხარე
0.2 ჰექტარი
გაბზარული ტბის ბუნების ძეგლი იმერეთის მხარე
0.2 ჰექტარი
 
ღლიანას მღვიმის ბუნების ძეგლი იმერეთის მხარე
0.1 ჰექტარი
 
მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
13.49 ჰექტარი
 
გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი სამცხე-ჯავახეთის მხარე
36 ჰექტარი
 
იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლი იმერეთის მხარე
0.2 ჰექტარი
ჯორწყუს მღვიმის ბუნების ძეგლი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
0.08 ჰექტარი
 
ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინის ბუნების ძეგლი მცხეთა-მთიანეთის მხარე
2.7 ჰექტარი
 
ქეთერისის მინერალური ვოკლუზის ბუნების ძეგლი მცხეთა-მთიანეთის მხარე
1 ჰექტარი
ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლი იმერეთის მხარე
0.3 ჰექტარი
 
მელოურის მღვიმის ბუნების ძეგლი იმერეთის მხარე
0.07 ჰექტარი
მოთენას მღვიმის ბუნების ძეგლი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
1.7 ჰექტარი
 
მუხურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი იმერეთის მხარე
4.3 ჰექტარი
 
ნაგარევის მღვიმის ბუნების ძეგლი იმერეთის მხარე  
ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლი იმერეთის მხარე
1 ჰექტარი
 
ნაზოდელავოს მღვიმის ბუნების ძეგლი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
12 ჰექტარი
 
ოჩხომურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
9 ჰექტარი
 
კინჩხის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
28.7 ჰექტარი
 
ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლი იმერეთის მხარე
73 ჰექტარი
 
ონიორეს ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის ბუნები ძეგლები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
33 ჰექტარი
 
პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი იმერეთის მხარე
46.6 ჰექტარი
 
მდინარე აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
99 ჰექტარი
საკაჟიას მღვიმის ბუნების ძეგლი იმერეთის მხარე
0.03 ჰექტარი
სახიზარის კლდის ბუნების ძეგლი მცხეთა-მთიანეთის მხარე  
სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი ქვემო ქართლის მხარე
475 ჰექტარი
 
საწურბლიას მღვიმის ბუნების ძეგლი იმერეთის მხარე
0.4 ჰექტარი
 
სოლკოტას მღვიმის ბუნების ძეგლი იმერეთის მხარე
0.03 ჰექტარი
 
ტახტი-თეფას ბუნების ძეგლი კახეთის მხარე
9.7 ჰექტარი
 
თეთრი მღვიმის ბუნების ძეგლი იმერეთის მხარე
0.478 ჰექტარი
ტობის ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
73 ჰექტარი
 
თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლი მცხეთა-მთიანეთის მხარე
4.2 ჰექტარი
 
წყალწითელას ხეობის ბუნების ძეგლი იმერეთის მხარე
12 ჰექტარი
 
ცუცხვათის მღვიმოვანის ბუნების ძეგლი იმერეთის მხარე
8.53 ჰექტარი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება