ბალდის კანიონი
(გადამისამართდა გვერდიდან ბალდის კანიონის ბუნების ძეგლი)
ბალდის კანიონი — კანიონი საქართველოში, სოფელ მეორე ბალდაში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 295 მ სიმაღლეზე. ბუნების ძეგლია.[1]
ბალდის კანიონი | |
---|---|
IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
| |
ბალდის კანიონი
| |
მდებარეობა | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
ქვეყანა | საქართველო |
უახლოესი ქალაქი | მარტვილი |
კოორდინატები | 42°29′19″ ჩ. გ. 42°24′34″ ა. გ. / 42.488667° ჩ. გ. 42.409667° ა. გ. |
ფართობი | 0,057 კმ² |
დაარსდა | 2013 წელს |
კანიონი წარმოადგენს მდინარე აბაშის მიერ ასხის მასივის სამხრეთ ნაწილში, კირქვულ ქანებში გამომუშავებულ ღრმა ხეობას. კანიონის სიგრძე 1400 მ-ია, სიგანე 5–10 მ, ხოლო ჩაჭრის სიღრმე 25–30 მ. კანიონის მახლობლად მდებარეობს ბალდის მამათა მონასტერი.[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს კანონი ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-07. ციტირების თარიღი: 2021-09-07.
- ↑ დაცული ტერიტორიების სააგენტო | ბალდის კანიონის ბუნების ძეგლი