სამშვილდის კანიონი

(გადამისამართდა გვერდიდან სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი)

სამშვილდის კანიონი — ორი კანიონის სახელწოდება საქართველოში, სოფელ სამშვილდის მიდამოებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში.[1] წარმოადგენს მდინარე ხრამის შუა წელში, ლავურ ქანებში გამომუშავებულ ღრმა კანიონისებრ ხეობისა და მისი მარცხენა შენაკადის მდინარე ჭივჭავის კანიონის ერთობლიობას. სიმაღლე ზღვის დონიდან 548–605 მ. სამშვილდის კანიონი იწყება გაშიშვლებული კვარცპორფირის ინტრუზივით, რომელსაც გამოფიტვის შედეგად სცვივა მაგმური კვარცის ლამაზი ერთნაირად დაკუთხული ბიპირამიდული ფორმის კრისტალები. მოიცავს მდინარე ხრამის 5–6 კმ სიგრძის კანიონსა და მდინარე ჭივჭავის 3–4 კმ სიგრძის კანიონს. სამშვილდის კანიონის ჩაჭრის სიღრმე საშუალოდ 300 მ-ია. სიახლოვეს მდებარეობს ისტორიული ძეგლი — სამშვილდის ნაქალაქარი. ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქალაქი თეთრიწყარო. მანძილი თეთრიწყაროსა და სოფელ სამშვილდეს შორის 5 კმ. სამშვილდის კანიონი ბუნების ძეგლია.[2]

სამშვილდის კანიონი
IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
სამშვილდის კანიონი
მდებარეობა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
უახლოესი ქალაქი თეთრიწყარო
კოორდინატები 41°30′21″ ჩ. გ. 44°30′59″ ა. გ. / 41.505972° ჩ. გ. 44.516444° ა. გ. / 41.505972; 44.516444
ფართობი 4,05 კმ²
დაარსდა 2013 წელს
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება