გაბზარული ტბა

ტბა საქართველოში, იმერეთის მხარეში
(გადამისამართდა გვერდიდან გაბზარული ტბის ბუნების ძეგლი)

გაბზარული ტბა — სიფონური ტბა საქართველოში, სოფელ ყუმისთავთან, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.[1] წარმოადგენს ნაპრალურ სიფონს, რომლის ჩრდილოეთისაკენ გაწოლილი ნაპრალის სიგრძე 60 მ-ს აღწევს, ხოლო სიგანე 2–25 მ-ს. მოქცეულია ნაპრალის ფსკერზე, ზედაპირიდან 25 მ სიღრმეზე, ზღვის დონიდან 166 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი დაახლოებით 500 მ², სიღრმე 45 მ.[2] მოლურჯო-მომწვანო ფერისაა. ზედაპირული წყლები აღნიშნულ ძაბრში ჩაედინება და მდინარე ყუმის ვოკლუზებში გამოდის. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში, შახტი ფართო ნაპრალის სახით ფოთლოვანი ტყით დაფარულ ფერდობზე იხსნება. ნაპრალურ სიფონში არსებული ტბის დონე მდინარე ყუმის გამოსასვლელების დონეს ემთხვევა და წყალტუბოს მღვიმური სისტემის შემადგენელი ნაწილია. ტბის წყალს სოფლის მოსახლეობა სასმელად და საკარმიდამო ნაკვეთების მოსარწყავად იყენებდა. ტბაში გვხვდება თევზის რამდენიმე სახეობა. სიფონი წარმოქმნილია ტექტონიკური რღვევის შედეგად. გეოფიზიკური კვლევებით დადგენილია კავშირი ყუმის ვოკლუზთან. გაბზარული ტბა ბუნების ძეგლია. ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია წყალტუბო. წყალტუბო — ყუმისთავი 7,5 კმ.[1] სოფლის მოსახლეობა გაბზარულ ტბას „წკვარამსაც” უწოდებს.[2]

გაბზარული ტბა
კოორდინატები: 42°22′42″ ჩ. გ. 42°35′26″ ა. გ. / 42.378556° ჩ. გ. 42.590806° ა. გ. / 42.378556; 42.590806
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული წყალტუბოს მუნიციპალიტეტი (იმერეთის მხარე)
სიმაღლე ზღვის დონიდან 166 
ფართობი 0,0005 კმ²
გაბზარული ტბა — საქართველო
გაბზარული ტბა
გაბზარული ტბა — იმერეთის მხარე
გაბზარული ტბა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება