სიფონი (ჰიდროგრაფია)

სიფონი (ბერძნ. siphon) — ჰიდროგრაფიასა და სპელეოლოგიაში ხელოვნური ან ბუნებრივი წარმოშობის წყალქვეშა გვირაბი, რომელიც მთლიანად წყლითაა ამოვსებული.

სიფონი

მათი სიგრძე მერყეობს რამდენიმე მეტრიდან რამდენიმე კილომეტრამდე. ყველაზე გრძელი სიფონი დსთ-ის ტერიტორიაზე შეადგენს — 935 მ-ს.

მსოფლიოში ყველაზე გრძელი (გამოკვლეული ნაწილის) სიფონის სიგრძე უდრის 182 კმ-ს[1].

სიფონური ფორმები უხვად მოიპოვება საქართველოს მღვიმეებში. ზოგჯერ სიფონი წარმოქმნის მომცრო ტბას, რომლის სიღრმე რამდენიმე მეტრს უდრის (მაგ.: ნაპოს მღვიმეში არსებული სიფონური ტბა).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Alfred Bögli: Karsthydrographie und physische Speläologie. Springer, Berlin u. a. 1978, ISBN 3-540-09015-0
  1. World longest underwater caves. Compiled by: Bob Gulden. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-17. ციტირების თარიღი: 2011-05-19.