ქეთერისის ვოკლუზივოკლუზი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს თრუსოს ხეობაში, მდინარე თერგის მარჯვენა ნაპირზე, ნასოფლარ ქეთერისის მიდამოებში, ზღვის დონიდან 2300 მ სიმაღლეზე.[2] იგი კავკასიონის მთავარი ქედის ძირში, ლავური ლოდნარის ქვეშ, ზედაიურული კარბონატული ფლიშიდან გამოედინება მძლავრი წყაროების ჯგუფის სახით, რომელსაც მკვლევრებმა „ნარზან-ვოკლუზი“ უწოდეს. წყარო დღე-ღამეში იძლევა 25–30 მლნ. ლ. ჰიდროკარბონატულ-კალციუმიან წყალს, რაც შეესაბამება 300–350 ლ/წმ-ს. მისგან სათავეს იღებს მდინარე, რომელიც გაედინება ქეთერისზე, სადაც მინერალურ წყალზე წისქვილების კასკადია გამართული. ამჟამად წისქვილები თითქმის აღარ ფუნქციონირებენ.[3] უახლოესი დასახლებული პუნქტია ქეთერისი, შედარებით მოშორებულია სოფელი კობი. ქეთერისის ვოკლუზი ბუნების ძეგლია.[4]

ქეთერისის ვოკლუზი
IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
მდებარეობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
უახლოესი ქალაქი ქეთერისი
კოორდინატები 42°35′47″ ჩ. გ. 44°23′59″ ა. გ. / 42.59639° ჩ. გ. 44.39972° ა. გ. / 42.59639; 44.39972
ფართობი 0,01 კმ²
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება