საქართველოს სსრ წითელი წიგნი

საქართველოს სსრ წითელი წიგნისაქართველოს წითელი წიგნი, გამოიცა საქართველოს სსრ ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტის, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 1982 წელს.

საქართველოს სსრ წითელი წიგნი

მოიცავს 255 გვერდს; ტირაჟი — 5000.

წიგნის ერთ ნაწილში მოცემულია ცნობები ცხოველთა (ძუძუმწოვრები, ფრინველები, ქვეწარმავლები, ამფიბიები და თევზები) იშვიათი და გადაშენების პირას მისული 65 სახეობის შესახებ. ეს სახეობანი დაყოფილია სამ ჯგუფად: პირველ ჯგუფს განეკუთვნება თითქმის გამქრალი ან მიუვალ ადგილებში შემორჩენილი სახეობები; მეორეს — გადაშენების პირას მისული, მესამეს — იშვიათი სახეობები.

წიგნის მეორე ნაწილში შესულია ასევე მცენარეთა (გვიმრები, შიშველთესლიანები და ფარულთესლიანები) იშვიათი და გადაშენების პირას მისული 161 სახეობა. მცენარეთა თითოეული სახეობისათვის მოყვანილია სასიცოცხლო ფორმა, მნიშვნელობა, გავრცელება, ადგილსამყოფელი, მდგომარეობა, გამრავლება, შემცირების მიზეზი, დაცულია თუ არა, დაცვისათვის აუცილებელი ღონისძიებები, ინფორმაციის წყაროები.

წიგნში ასევე ასახულია ცოცხალი ბუნების ძეგლებისა (დიდხნოვანი ხეები) და არაორგანული ბუნების (მღვიმეები, გადაადგილებული ლოდები, კლდის სვეტები, კანიონები, ვულკანური ფორმები, ბუნებრივი ხიდები, ტრავერტინები, კვარცის კრისტალები, ნამარხი ტყეები, ობსიდიანის საბადო, არეულშრეობრიობა, ტალახის ვულკანები, კარული ველები, ტბები, ვოკლუზები და ჩანჩქერები) 77 ძეგლი.

მთავარი სარედაქციო კოლეგია

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  • {{სწწ}} — თარგის გვერდი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „საქართველოს სსრ წითელი წიგნი“, გამომცემლობა «საბჭოთა საქართველო», თბ., 1982.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება