ოჩხომურის ჩანჩქერი
(გადამისამართდა გვერდიდან ოჩხომურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი)
ოჩხომურის ჩანჩქერი — ჩანჩქერი საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მიგარიის კირქვულ მასივზე, მდინარე ოჩხომურის სათავეში, ზღვის დონიდან 800 მ სიმაღლეზე. ჩანჩქერის ერთობლივი სიმაღლე 100-120 მ-ია.[1] იგი შედგება სამი საფეხურისაგან, თუმცა შორიდან შეხედვისას ერთ მთლიან სვეტად აღიქმება. საფეხურების ძირში პატარა ტბებია. ჩანჩქერის გარშემო არსებული ტენიანობა იწვევს მის მიმდებარე ტერიტორიებზე თავისებური ფლორისა და ფაუნის ჩამოყალიბებას, აქ მრავლადაა სხვადასხვა იშვიათი, ენდემური თუ რელიქტური სახეობა, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ბზის კორომებს. მოქცეულია ხშირი კოლხური ტყით შემოსილ ადგილში.[2] ჩანჩქერი ტურისტულ-რეკრეაციული თვალსაზრისით საინტერესოა, რაც მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს.[1] ოჩხომურის ჩანჩქერი ბუნების ძეგლია.[2]
ოჩხომურის ჩანჩქერი | |
კოორდინატები: 42°36′06″ ჩ. გ. 42°18′00″ ა. გ. / 42.6018639° ჩ. გ. 42.3000972° ა. გ. | |
---|---|
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 100-120 მ |
ვარდნილები | 3 |
მდინარე | ოჩხომური |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 კობა ხარაძე. საქართველოს ბუნების ფენომენები. თბილისი, გვ. 387. წ. 2014.
- ↑ 2.0 2.1 ოჩხომურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი