აბანოს მინერალური ტბა

ტბა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
(გადამისამართდა გვერდიდან აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლი)

აბანოს მინერალური ტბა — ბუნებრივი წარმოშობის მლაშე ტბა საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრუსოს ხეობაში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე, სოფელ აბანოს აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 2300 მ სიმაღლეზე. ფართობი 0,04 ჰა.[1] ნახშირორჟანგიანი აღმავალი წყარო ზედაიურული კარბონატული ქანებიდან დედამიწის ზედაპირზე ამოსვლის ადგილას ქმნის პატარა ტბას, რომელიც შფოთიანად, ხმაურით „დუღს“, ნახშირორჟანგა აირის ბუშტებისაგან. წყალი მიეკუთვნება ჰიდროკარბონატულ-სულფატურ-კალციუმიან ტიპს. აირის წნევის ძალით წყალი 10–15 სმ სიმაღლეზე აიტყორცნება. ტბის ზედაპირს საამური ლაჟვარდი ფერი აქვს, კარგად მოჩანს თერგის გაღმიდანაც. წყაროს დებიტია 2,5 მლნ. ლიტრი დღე-ღამეში. აირის გამოყოფა უქარო ამინდში ჰაერის ქვედა ფენებში ნახშირორჟანგის დაგროვებას იწვევს. პატარა ცხოველები ტბასთან მიახლოებისას იღუპებიან და ამიტომ აქ ყოველთვის შეიძლება შეგვხვდეს დაღუპული თაგვების, ხვლიკების, ბაყაყებისა და ჩიტების გვამები. უახლოესი დასახლებული პუნქტებია ნასოფლარი ქეთერისი და სოფელი აბანო, სადაც მოსახლეობა სეზონურად ცხოვრობს, შედარებით მოშორებულია სოფელი კობი.[2] აბანოს მინერალური ტბა ბუნების ძეგლია და შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.[1] ზოგჯერ უძირო ტბის სახელითაც მოიხსენიება.[3]

აბანოს მინერალური ტბა
აბანოს მინერალური ტბა
აბანოს მინერალური ტბა
კოორდინატები: 42°35′17″ ჩ. გ. 44°25′19″ ა. გ. / 42.588194° ჩ. გ. 44.422028° ა. გ. / 42.588194; 44.422028
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (მცხეთა-მთიანეთის მხარე)
სიმაღლე ზღვის დონიდან 2300 
ფართობი 0,0004 კმ²
აბანოს მინერალური ტბა — საქართველო
აბანოს მინერალური ტბა
აბანოს მინერალური ტბა — მცხეთა-მთიანეთის მხარე
აბანოს მინერალური ტბა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 საქართველოს სსრ წითელი წიგნი, „საბჭოთა საქართველო“, 1982, გვ. 231
  2. დაცული ტერიტორიების სააგენტო | აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლი
  3. კობა ხარაძე. საქართველოს ბუნების ფენომენები. თბილისი, 2014, გვ. 316