სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი
სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი — სახელმწიფო ნაკრძალი საქართველოში, იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ნაწილი. მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების გუმბრას, ბანოჯასა და ხომულის ტერიტორიაზე, სათაფლიის მთაზე, ზღვის დონიდან 500 მ. დაარსდა 1935 წელს. ფართობი 330 ჰა. ნაკრძალი კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და ბოტანიკურ ძეგლებს. რელიეფი მთაგორიანია. ტერიტორიის 95% დაფარულია რელიქტური კოლხური ტიპის ტყით, რომელსაც ქმნის წიფელი, წაბლი, რცხილა, თელა, ბზა, ძელქვა, მურყანი, ცაცხვი, მუხა, პანტა, მაჟალო და სხვა. ქვეტყე ქმნის გაუვალ რაყას. ბევრია ლიანებიც. ძუძუმწოვრებიდან აქ გავრცელებულია ტურა, კვერნა, მაჩვი, მელა, კურდღელი, ციყვი. იშვიათად შემოდის შველი, ბევრია ფრინველი. ნაკრძალის ტერიტორია მდიდარია კარსტრული მღვიმეებით. აქვე აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახიჭამია დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც მერგელოვან კირქვებზეა აღბეჭდილი. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი.
სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი | |
---|---|
IUCN კატეგორია Ia (სახელმწიფო ნაკრძალი)
| |
მდებარეობა | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
ქვეყანა | საქართველო |
უახლოესი ქალაქი | წყალტუბო |
ფართობი | 330 ჰა |
დაარსდა | 1935 |
მმართველი ორგანო | დაცული ტერიტორიების სააგენტო |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- მამისაშვილი კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 657.