რუსეთის იმპერიის II მოწვევის სახელმწიფო სათათბირო

რუსეთის იმპერიის II მოწვევის სახელმწიფო სათათბირო[1] (რუს. Государственная дума Российской империи II созыва; 20 თებერვალი (5 მარტი) — 3 (16) ივნისი1907, თავრიდის სასახლე, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია) — რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბიროს რიგით მეორე მოწვევა. წარმოადგენდა რუსეთის იმპერიის თვითმპყრობელობიდან საპარლამენტო მონარქიაზე გადასვლის მცდელობას, რომელიც განპირობებული იყო ქვეყანაში გახშირებული საპროტესტო გამოსვლების გასანეიტრალებლად. სახელმწიფო სათათბიროში არჩეული იყო 520 დეპუტატი (524 საარჩევნო ოლქიდან)[2]. II მოწვევის სათათბირომ თავისი ხანმოკლე დროის მანძილზე ჩაატარა 53 სხდომა (1 სესია) და იარსება 103 დღე[3].

რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბირო
II მოწვევის სათათბირო
ტიპი
ორგანოს ტიპი ქვედა პალატა
ხელმძღვანელები
თავმჯდომარე ფ. გოლოვინი
სტრუქტურა
წევრები 520 არჩეული წევრი
Gosduma-2 plan.jpg
პოლიტიკური ჯგუფები სოციალ-დემოკრატები (65)
ესერები (37)
სახალხო სოციალისტები (16)
მშრომელები (104)
კადეტები (98)
მემარჯვენეები და ოქტომბრელები (54)
ავტონომისტები (76)
უპარტიოები (50)
კაზაკები (17)
დემოკრატიული რეფორმის პარტია (1)
სხდომების ადგილი
თავრიდის სასახლე

არჩევნები

რედაქტირება

1905 წლის 11 დეკემბრის ახალი საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე, რუსეთის იმპერიის II მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები მიმდინარეობდა 1907 წლის იანვრიდან — თებერვლამდე. ჯამში არჩეულ იქნა 518 დეპუტატი, მათ შორის: სოციალ-დემოკრატები — 65, ესერები — 37, სახალხო სოციალისტები — 16, მშრომელები — 104, კადეტები — 98, მემარჯვენეები და ოქტომბრელები — 54, ავტონომისტები — 76, უპარტიოები — 50, კაზაკები — 17, დემოკრატიული რეფორმის პარტია — 1.

როგორც პირველ ისე მეორე მოწვევის სათათბირო არ იყო წარმოდგენილი დეპუტატების სრული შემადგენლობით. მეორე მოწვევის სათათბიროში ვერ მოხდა 4 დეპუტატის არჩევნა საარჩევნო ოლქებში.

დეპუტატების სია

რედაქტირება

კავკასია და ამიერკავკისი წამოდგენილი იყო 29 დეპუტატით.

# გუბერნია/ოლქი/ოკრუგი სახელი, გვარი
1 ბაქოს გუბერნია, ქ. ბაქო იზმაილ ზეინალის ძე ტაგიევი
2 ბაქოს გუბერნია ზეინალ-ეინალ-ოღლი ზეინალოვი
3 ბაქოს გუბერნია მუსტაფა-გაჯი-მუსა-ოღლი მახმუდოვი
4 ბათუმის ოლქი და სოხუმის ოკრუგი კონსტანტინე ექვთიმეს ძე კანდელაკი
5 დაღესტნის ოლქი და ზაქათალის ოკრუგი ასლან-ბეგ-ალი-აღა-ოღლი კარდაშევი
6 დაღესტნის ოლქი და ზაქათალის ოკრუგი ბეი-ბალა-ბექი სულტანოვი
7 ელიზავეტპოლის გუბერნია სტეფან ქრისტეფორეს ძე ტერ-ავეტიკიანცი
8 ელიზავეტპოლის გუბერნია ხალილ ბეი ხასმამედოვი
9 ელიზავეტპოლის გუბერნია ფათალი ხან ხოისკი
10 ყარსის ოლქი იოსებ ნერსეს ძე ათაბეგოვი
11 ყუბანის ოლქი კონდრატ ლუკას ძე ბარდიჟი
12 ყუბანის ოლქი ლონგინ ფიოდორის ძე გერუსი
13 ყუბანის ოლქი პიოტრ გრიგორის ძე კუდრიავცევი
14 ყუბანის ოლქი ვასილი ილიას ძე მიტროვი
15 ყუბანის ოლქი პავლე სიმონის ძე შირსკი
16 ყუბანის ოლქი ფიოდორ ანდრიას ძე შჩერბინი
17 ქუთაისის გუბერნია ბიკენტი ბიბონის ძე ლომთათიძე
18 ქუთაისის გუბერნია გერასიმ თომას ძე მახარაძე
19 ქუთაისის გუბერნია ირაკლი გიორგის ძე წერეთელი
20 თერგის ოლქი გიორგი არსენის ძე გორბუნოვი
21 თერგის ოლქი მიხაილ ალექსანდრეს ძე კარაულოვი
22 თერგის ოლქი ტაშტემირ ელჯურკას ძე ელდარხანოვი
23 ტფილისის გუბერნია, ქ. ტფილისი არშაკ გერასიმეს ძე ზურაბოვი
24 ტფილისის გუბერნია არჩილ ლევანის ძე ჯაფარიძე
25 ტფილისის გუბერნია სევერიან მოსეს ძე ჯუღელი
26 ტფილისის გუბერნია ნიკოლოზ აღდგომელის ძე კაციაშვილი
27 ერევნის გუბერნია ივან იაკობის ძე საგათელოვი
28 ერევნის გუბერნია სირაკლ თადეოსის ძე ტიგრანოვი
29 ერევნის გუბერნია მამედ აღა შაჰტახტინსკი

სხდომები

რედაქტირება

სახელმწიფო სათათბიროს II მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა 1907 წლის 20 თებერვალს 13:00 საათზე სანკტ-პეტერბურგის თავრიდის სასახლეში. სხდომა გახსნა უმაღლესი ბრძანებულებით დადგენილმა დეპუტატმა დ. გოლუბიოვმა. მოკლე მისასამებელი სიტყვის შემდეგ სათათბიროს წევრები შეუდგნენ თავმჯდომარის არჩევას. 356 ხმით 102-ს წინააღმდეგ სათათბიროს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა კადეტი ფ. გოლოვინი.

23 და 24 თებერვალს მეორე და მესამე სხდომებზე საბოლოოდ ფორმირდა II მოწვევის სათათბიროს პრეზიდიუმი: თავმჯდომარე — ფ. გოლოვინი, თავმჯდომარის ამხანაგები: ნ. პოზნანსი, მ. ბერეზინი; მდივანი — მ. ჩელნიკოვი, მდივნის ამხანაგები: ვ. უსპენსკი, ვ. ხარლამოვი, ლ. კარტაშევი, ს. სალტიკოვი და ს. მაკსუდოვი. მესამე სხდომაზე ფორმირდა სათათბიროს განყოფილებები და გამოქვეყნდა განყოფილების წევრთა სიები.

2 მარტის მეოთხე სხდომა გაიმართა თავრიდის სასახლის მრგვალ დარბაზში დილის 11:35 საათზე. სხდომის ჩატარებას თავისი მიზეზი ჰქონდა, რადგანაც სათათბიროს დიდ დარბაზში დილის 7 საათზე ჭერი ჩამოიქცა. მიუხედავად შეხვედრისა სხდომა დაეთმო შემხთვევის გამოძიებას, ხოლო თავად მეოთხე სხდომა 6 მარტისთვის გადაიდო. 6 მარტის სხდომა გაიმართა თავადაზნაურთა სხდომის დარბაზში. მინისტრ-პრეზიდენტის პ. სტოლიპინის მიერ წაკითხულ იქნა მინისტრთა საბჭოს დეკლარაცია. მცირე კამათის შემდეგ სათათბირო გადავიდა შემდეგი საქმეების განხილვაზე. 7 მარტს დაიწყო სათათბიროს საკითხებზე მუშაობა. გაკეთდა შეტყობინება კანონპროექტთა სიიდან, რომლებიც შეტანილი იყო მინისტრთა და მთავარმმართველთა მიერ, ასევე განიხილეს 99 დეპუტატის მიერ შემოთავაზებული წინადადება, შექმნილიყო 53 კაციანი კომისია მიწის კანონის შესადგენად და 34 დეპუტატის წინადადება კანონპროექტი მიწის საკითხის თაობაზე. 9 მარტს განხილულ იქნა სასურსათო საკითხი და მოშიმშილეთა დახმარების საკითხები; 12 და 13 მარტს — კანონპროექტი სამხედრო-საველე სასამართლოების გაუქმებისა; 15 მარტს — უმუშევართა დახმარების საკითხები. 16 და 19 მარტს იმსჯელეს წინა დღეებში ნაცემი სათათბიროს წევრების თაობაზე. 20 მარტს შემოტანილ იქნა საკითხი სახელმწიფო შემოსავლებისა და ხარჯების თაობაზე. 22 მარტს აირჩიეს უმუშევართა დახმარებისა და პირადი ხელშეუხებლობასთან დაკავშირებული კომისიები. 23 მარტს განახლდა კამათი სახელმწიფო შემოსავლებისა და ხარჯების თაობაზე. 26 მარტს განხილულ იქნა აგრარული საკითხი. 27 მარტს საკითხი სახელმწიფო შემოსავლებისა და ხარჯების თაობაზე გადაეცა საბიუჯეტო კომისიას. 29 მარტს სხდომიდან გაძევებულ იქნა სათათბიროს წევრი პურიშკევიჩი. გაგრძელდა კამათი აგრარული საკითხის ირგვლივ. 30 მარტს იუსტიციის მინისტრის მოხსენება გადცემულიყო სათათბიროს სამი წევრი: გერუსი, კუზნეცოვი და კუპსტატი სასამართლოზე.

2 (15) აპრილს გავრცელდა ინფორმაცია სათათბიროს თავმჯდომარის ე. ფრიშის გარდაცვალების თაობაზე. მის ხსოვნას სათათბირო შეხვდა წუთიერი სათათბიროლით. განახლდა კამათი აგრარული საკითხის თაობაზე. 3 (16) აპრილს სათათბიროს წევრი შულგინი დროებით შეუჩერდა სათათბიროს წევრობა. 5 (18) აპრილი განახლდა აგრარული საკითხის განხილვა. 6 (19) აპრილს იმსჯელეს აკატუის ციხეში მდგომარეობასა და ლანჩხუთში სადამსჯელო რაზმის ქმედების თაობაზე. 9 აპრილს განახლდა აგრარული საკითხზე მსჯელობა. 10 (23) აპრილს მიდიოდა მსჯელობა კანცელარიის შტატების პროექტის განხილვასა და რიჟსკის ციხეში პოლიტპატიმრების დასჯის თაობაზე. 12 (25) აპრილს განახლდა აგრარული საკითხზე მსჯელობა. 13 (26) აპრილი მსჯელობა რიჟსკის ციხეში პოლიტპატიმრების დასჯის თაობაზე. 17 (30) აპრილს შედგა დახურული სხდომა. იმავე დღეს 15:35 საათზე განახლდა სხდომა ღია ფორმატში. მიღებულ იქნა კანონპროექტი 6 მილნ რუბლის ასიგნაციის თაობაზე დახმარებოდნენ იმპერიის მოსახლეობას. გამოცხადდა შესვენება 30 აპრილამდე.

30 აპრილს (13 მაისს) სათათბირომ მოისმინა ახსნაგანმარტება იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებისგან მოსკოვის გენერალ-გუბერნატორის გერშელმანის მოქმედებების თაობაზე. 1 (14) მაისს მიღებულ იქნა სახელმწიფო სათათბიროს შტატების პროექტი. 3 (16) მაისს განახლდა კამათი აგრარულის საკითხის გარშემო. 4 (17) მაისს სათათბიროს 3 წევრს (კელეპოვსკის, პურიშკევიჩს და სოზონოვიჩს) 15 დღით შეუჩერდა უფლებამოსილება. 7 მაისს განხილულ იქნა 33 წევრის განცხადება იმპერატორის წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულების თაობაზე. მსჯელობის შემდეგ გადავიდნენ ყოველდღიური საქმეების განხილვზე. იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა ალგაჩინსკის ციხეში პოლიტპატიმრების მდგომარეობის შესახებ. 8 მაისს მიღებულ იქნა სათათბიროს ნაკაზის პროექტის მუხლები. გაიგზავნა მისასალმებელი ტელეგრამა ფინეთის სეიმის მიმართ. 10 მაისს მიმდინარეობდა კამათი ნაკაზის თაობაზე. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის განცხადება მიწის საკითხის თაობაზე. 11 მაისს მიღებულ იქნა მოსაზრება შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსენება 1906-1907 წლების სასურსათო კამპანიის ხარჯების თაობაზე. 15 მაისს მიღებულ იქნა სათათბიროს წევრთა იმ სასულიერო პირთა განცხადება გამოსულიყვნენ მემარცხენეთ ფრაქციებიდან. 16 მაისს განახლდა კამათი აგრარულის საკითხის გარშემო. 17 მაისს სათათბირომ მოისმინა იუსტიციის მინისტრის ახსნაგანმარტება დნესტრისპირეთის ციხეებში მძიმე მდგომარეობის შესახებ. 18 მაისს განხილულ იქნა კანონპროექტი იმ პირთა პასუხისმგებლობაში მისაცემად, ვინც წააქეზებდა სამართალდამრღვევებს სიტყვიერად და ბეჭდურ გამოცემებში. 21 მაისს მოხდა აღნიშნული კანონპროექტის გაწვევა. 22 მაისს გაწვეულ იქნა იუსტიციის მინისტრის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტები. 24 მაისს სათათბირომ მოისმინა სტატს-მდივნის ნოლდეს ახსნაგანმარტება ლანჩხუთში მოქმედი სადამსჯელო რაზმის თაობაზე; ასევე ვასილკოვიჩს მოხსენება ციმბირში გადასახლებულთა დასახლებების შესახებ. 26 მაისს დასრულდა კამათი აგრარული საკითხის გარშემო. 28 მაისს განხილულ იქნა ადგილობრივი სასამართლოების კანონპროექტი წამოდგენილი იუსტიციის მინისტრის მიერ. 29 მაისს განხილულ იქნა საკითხი ადგილობრივი სასამართლოების გარდაქმნის თაობაზე.

1 (14) ივნისს სათათბიროს დახურულ სხდომაზე განხილულ იქნა პ. სტოლიპინის საგანგებო განცხადება: მომხდარიყო სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის სათათბიროს წევრთა უფლებამოსილების დაუყოვნებელი შეჩერება, ხოლო 16 წევრი დაუყოვნებლივ უნდა დაპატიმრებულიყო. დაიწყო ხანგრძლივი კამათი აღნიშNულის თაობაზე, რომელმაც შუაღამემდე გასტანა. დასასრულ, გადაწყდა 24 საათის განმავლობაში შექმნილიყო სპეციალური კომისია, რომელსაც უნდა მიეღო საბოლოო დადგენილება.

2 (15) ივნისს შედგა სათათბიროს ბოლო სხდომა. გაგრძელდა კამათი ადგილობრივ სასამართლოსთან დაკავშირებით. საგამომძიებლო კომისიის წევრი კიზევეტერმა გააკეთა განცხადება, რომ საბოლოო სიტყვა გამოქვეყნდებოდა ორშაბათს 4 ივნისს.

სათათბიროს დათხოვნა

რედაქტირება

1907 წლის 1 (14) ივნისს სათათბიროს 55 დეპუტატი დადანაშაულებულ იქნა იმპერატორის ოჯახის წინააღმდეგ შეთქმულებაში, რის საფუძველზეც 3 (16) ივნისს სახელმწიფო სათათბირო დაითხოვეს (3 ივნისის გადატრიალება), ხოლო III მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები დაინიშნა 1907 წლის 1 ნოემბერს. გამოქვეყნდა ახალი საარჩევნო კანონი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Каминка А. И., Набоков В. Д. Вторая Государственная Дума. — СПб.: Тип. т-ва «Общественная польза», 1907. — 318 с.
  • Зурабов А. Г. Вторая Государственная Дума: впечатления — СПб., 1908. — 181 с.
  • Кирьянов И. К. Российские парламентарии начала XX века: новые политики в новом политическом пространстве / Диссертация на соискание степени д. и. н. На правах рукописи. — Пермь, 2009. — 537 с.
  1. პაიჭაძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 250.
  2. Боиович М. М., «Члены Государственной Думы» (портреты и биографии) второй созыв, М., 1907
  3. Боиович М. М., «Члены Государственной Думы» (портреты и биографии) третий созыв, М., 1913