ყუბანის ოლქი
ყუბანის ოლქი (რუს. Кубанская область; 8 (20) თებერვალი, 1860 — 28 იანვარი, 1918) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული კავკასიაში (შემდგომ — რსფსრ-ში). ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. ეკატერინოდარი. ფართობი 94 360 კმ², მოსახლეობა (1897 წ.) — 1 918 881 ადამიანი. ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა — სტავროპოლისა, სამხრეთით — სოხუმის ოკრუგი და ქუთაისისა და შავი ზღვის გუბერნიები.
ყუბანის ოლქი რუს. Кубанская область ოლქი | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
ყუბანის ოლქი კავკასიის სამეფისნაცვლოს შემადგენლობაში. 1917 წელი | |||||||
ყუბანის ოლქი 1860-1918 წლებში | |||||||
დედაქალაქი | ეკატერინოდარი | ||||||
ფართობი | 94 360 კმ² | ||||||
მოსახლეობა | 1 918 881 (1897) | ||||||
ისტორია
რედაქტირება1860 წლის 8 (20) თებერვლის უმაღლესი ბრძანებულებით შეიქმნა ყუბანის ოლქი[1].
1918 წლის 28 იანვარს ყუბანის სამხარეო ჯარების რადას მიერ, ყოფილი ყუბანის ოლქის ტერიტორიაზე გამოცხადდა ყუბანის სახალხო რესპუბლიკა, როგორც რუსეთის ფედერალური რესპუბლიკის სუბიექტი, ხოლო 16 თებერვალს — დამოუკიდებლობა[2].
1918 წლის მარტს, მას შემდეგ, რაც ბოლშევიკებმა დაიკავეს ქალაქი ეკატერინოდარი, იმავე წლის 16 აპრილიდან წარმოიქმნა ყუბანის საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც 30 მაისს შევიდა ყუბან-შავი ზღვის საბჭოთა რესპუბლიკაში, ხოლო 7 ივლისს — ჩრდილოეთ კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკაში.
1918 წელს ა. დენიკინის მოხალისეთა არმიამ ორჯერ სცადა დაეკავა ყუბანის ოლქის ტერიტორია. აგვისტოში აიღეს ეკატერინოდარი, ხოლო წლის ბოლომდე მთელი ყუბანის ტერიტორია. 1918 წლის 5 დეკემბერს, ყუბანის სამხარეო მთავრობის მიერ ოლქის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ყუბანის მხარე.
1920 წელს ყოფილი ყუბანის ოლქის ტერიტორია დაიკავა მუშურ-გლეხურმა წითელმა არმიამ. შემდგომი ცდები, დამხობილიყო საბჭოთა ხელისუფლება მარცხით დასრულდა. 1920 წლის 7 დეკემბერს ტერიტორია შევიდა ყუბან-შავი ზღვის ოლქში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXXV, указ 35421, ст. 122
- ↑ Д. Д. Білий. Кубанська народна республіка // Енциклопедія історії України: Т. 5: Кон — Кю. / Редкол.: В. А. Смолій (голова) та ін. НАН України. Інститут історії України. — К.: В-во «Наукова думка», 2008. — 568 с. — ISBN 978-966-00-0855-4 — С. 435