ჩრდილოეთ კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკა
ჩრდილოეთ კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკა (რუს. Северо-Кавказская советская республика) — საბჭოთა რესპუბლიკა 1918 წელს რსფსრ-ში. გამოაცხადა ჩრდილოეთ კავკასიის საბჭოების ყრილობამ 1918 წლის 7 ივლისს ეკატერინოდარში. აერთიანებდა ყუბან-შავი ზღვის, თერგის და სტავროპოლის საბჭოთა რესპუბლიკებს, შედიოდა რსფსრ-ში. 1918 წლის 17 აგვისტოს თეთრი არმიის მიერ ეკატერინოდარის დაკავების შემდეგ დედაქალაქი გადაიტანეს პიატიგორსკში. 1918 წლის დასასრულს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს აკონტროლებდა თეთრი მოძრაობა. დეკემბერში რესპუბლიკა გაუქმდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 161.