ნიკოლოზ კაციაშვილი
ნიკოლოზ (კოლა) კაციაშვილი (დ. 1875, გომი, გორის მაზრა — გ. 19 თებერვალი, 1919) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.
ნიკოლოზ კაციაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1877 |
დაბ. ადგილი | გორის მაზრა |
გარდ. თარიღი | 1919 |
გარდ. ადგილი | გორის მაზრა |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკოლა კაციაშვილი დაიბადა 1875 წელს, სოფელ გომში. სწავლობდა ტფილისის სათავადაზნაურო ქართულ გიმნაზიაში.
1899 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1905 წლიდან მუშაობდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების ფრაქციაში"; ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში და ეწეოდა მეურნეობას; აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში გორის მაზრაში. რამდენჯერმე დააპატიმრეს პოლიტიკური საბაბით. 1907 წელს იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ლონდონის ყრილობის დელეგატი. 1907 წელს აირჩიეს რუსეთის იმპერიის II მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ტფილისის გუბერნიიდან[1]; მუშაობდა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში. 1907 წლის 3 ივნისს მეორე სახელმწიფო სათათბირო დაშალეს და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის დეპუტატები პასუხისგებაში მისცეს სისხლის სამართლის დებულების 100-ე და 102-ე მუხლებით, ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობის ბრალდებით. იგი იჯდა პეტერბურგის ციხეში, სადაც ჯანმრთელობა ძლიერ შეერყა. საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ დაბრუნდა და ცხოვრობდა საკუთარ სოფელში, ქვემო-გომში პოლიციის საიდუმლო მეთვალყურეობის ქვეშ. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. გარდაიცვალა 1919 წელს. დაკრძალულია სოფელ გომის სასაფლაოზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Боиович М. М., «Члены Государственной Думы» (портреты и биографии) второй созыв, М., 1907, ст. 475