რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბირო

არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმა.

რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბირო[1] (რუს. Государственная дума Российской империи; 6 (19) აგვისტო19056 (19) ოქტომბერი1917) — წარმომადგენლობითი საკანონმდებლო დაწესებულება რუსეთის იმპერიაში. სათათბირო პარლამენტის ქვედა პალატას წარმოადგენდა, ზედა პალატას კი — სახელმწიფო საბჭო. მას გააჩნდა შეზღუდული უფლებები და შეიქმნა რუსეთის თვითმპყრობელობის მიერ 1905-1907 წლების რევოლუციის გავლენით. სათათბიროს მიზანი იყო ცარიზმის კავშირის განმტკიცება ბურჟუაზიასთან, ქვეყნის გადაყვანა ბურჟუაზიული მონარქიის რელსებზე და თვითმპყრობელობის პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნება. სხდომები იმართებოდა სანქტ-პეტერბურგში თავრიდის სასახლეში. 1906-1917 წლებში იმპერიის დაცემამდე სულ ოთხჯერ იქნა მოწვეული სახელმწიფო სათათბირო.

რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბირო
რუს. Государственная дума Российской империи

სახელმწიფო დუმის გერბი
ტიპი
ტიპი ქვედა პალატა
სახელმწიფო {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია (1905—1917)
{{{link alias-s}}} დროშა რუსეთის რესპუბლიკა (1917)
ისტორია
დაარსდა 6 (19) აგვისტო1905
გაუქმდა 6 (19) ოქტომბერი1917
წინამორბედი სამთავრობო სენატი
მემკვიდრე რუსეთის რესპუბლიკის დროებითი საბჭო
სხდომათა დარბაზი

თავრიდის სასახლე

1905 წლის 6 (19) აგვისტოს იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ სპეციალური მანიფესტით დააარსა რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბირო, როგორც განსაკუთრებული საკანონმდებლო და წარმომადგენლობითი ორგანო, სადაც უნდა განხილულიყო საკანონმდებლო წინადადებები, ასევე სახელმწიფო საგეგმო შემოსავლები და ხარჯები[2].

თავდაპირველად დუმის მოწვევა იგეგმებოდა არაუგვიანეს 1906 წლის იანვრის შუა რიცხვებისა, თუმცა არჩევნების დაჩქარების გამო საზოგადოებაში გახშირდა უკმაყოფილება, გაიმართა მრავალრიცხოვანი მიტინგები და არჩევნებიც გადაიდო.

სახელმწიფო დუმის ახალი მთავარი საკანონმდებლო კომპეტენცია გახდა 1905 წლის ოქტომბრის მანიფესტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ახალი კანონი უნდა ყოფილიყო მიღებული მხოლოდ სახელმწიფო საბჭოსა და დუმის თანხმობით და იმპერატორის ხელისმოწერით. ამდაგვარად 1905 წლის 6 აგვისტოს მანიფესტით სათათბირო სათათბიროდან საკანონმდებლო ორგანოდ გარდაიქცა.

1905 წლის 11 დეკემბრის ახალი საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე, რუსეთის იმპერიის I მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები მიმდინარეობდა 1906 წლის 26 მარტიდან — 20 აპრილამდე. ჯამში არჩეულ იქნა 511 დეპუტატი, მათ შორის: მშრომელები — 107 (10-მა დეპუტატმა რსდმპ ჩამოაყალიბა), პროგრესიული პარტია — 60, კადეტები — 161, ავტონომისტები — 70, ოქტომბრისტები — 13, უპარტიო — 100.

სახელმწიფო დუმის პირველი სხდომა გაიმართა 1906 წლის 27 აპრილს (10 მაისს) სანკტ-პეტერბურგის თავრიდის სასახლეში. დუმის თავჯდომარედ არჩეულ იქნა მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი, კადეტი ს. მურომცევი.

დუმის პირველმა მოწვევამ იმუშავა მხოლოდ 72 დღე. განხილულ იქნა მიწის საკითხის ორი პროექტი: კადეტებისაგან და ტრუდოვიკებისაგან. შემოთავაზებული იყო გლეხისთვის გადასაცემად შექმნილიყო სახელმწიფო მიწის ფონდი. 13 მაისს გამოვიდა სამთავრობო დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც მიწის იძულებითი ჩამორთმევა დაუშვებლად გამოცხადდა. 6 ივნისს გამოვიდა კიდევ უფრო რადიკალური ესერული „33 პროექტი“, რომლის მიხედვითაც უნდა გაუქმებულიყო მიწაზე ყოველნაირი კერძო საკუთრება და გამოცხადებულიყო რუსეთის მთელი მოსახლეობის საერთო საკუთრებად. 8 ივნისს დუმის სხდომაზე გამოვიდა დეპუტატი ს. ურუსოვი, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყნის ბედი კვლავინდებურად წყდებოდა მეფის ხელისუფლების მიერ და არა არჩეული ხალხის მიერ. 8 (21) ივლისს სამეფო ხელისუფლებამ იმ მოტივით, რომ სათათბირო საზოგადოებაზე ართუ დადებითად არამედ პირიქით მოქმედებდა — დაითხოვა. 9 ივლისს დეპუტატებს დილით მისულებს სიახლე დუმის სხდომის თავრიდის სასახლის კარზე დახვდათ. 9 (22)-10 (23) ივლისს ვიბორგში 200-მდე დუმის დეპუტატმა შეადგინა ვიბორგის მოწოდება.

II მოწვევა

რედაქტირება

1905 წლის 11 დეკემბრის ახალი საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე, რუსეთის იმპერიის II მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები მიმდინარეობდა 1907 წლის იანვრიდან — თებერვლამდე. ჯამში არჩეულ იქნა 518 დეპუტატი, მათ შორის: სოციალ-დემოკრატები — 65, ესერები — 37, სახალხო სოციალისტები — 16, მშრომელები — 104, კადეტები — 98, მემარჯვენეები და ოქტომბრელები — 54, ავტონომისტები — 76, უპარტიოები — 50, კაზაკები — 17, დემოკრატიული რეფორმის პარტია — 1.

სახელმწიფო დუმის პირველი სხდომა გაიმართა 1907 წლის 20 თებერვალს სანკტ-პეტერბურგის თავრიდის სასახლეში. დუმის თავჯდომარედ არჩეულ იქნა კადეტი ფ. გოლოვინი.

1907 წლის 1 ივნისს დუმის 55 დეპუტატი დადანაშაულებულ იქნა იმპერატორის ოჯახის წინააღმდეგ შეთქმულებაში, რის საფუძველზეც 3 (16) ივნისს სახელმწიფო სათათბირო დაითხოვეს (3 ივნისის გადატრიალება).

III მოწვევა

რედაქტირება

1907 წლის 3 ივნისს დუმის II მოწვევის დეპუტატების დათხოვნის პარალელურად გამოქვეყნდა ახალი საარჩევნო კანონი. არჩევნები ჩატარდა 1907 წლის შემოდგომაზე. ჯამში არჩეულ იქნა 441 დეპუტატი, მათ შორის: ულტრა მემარჯვენეები — 50, ზომიერად-მემარჯვენე და ნაციონალისტები — 97, ოქტომბრისტები — 154, პროგრესისტები — 28, კადეტები — 54, მშრომელები — 13, სოციალ-დემოკრატები — 19, მუსულმანები — 8, ლიტვა-ბელორუსები — 7, პოლონური კოლო — 11.

1907 წლის 1 ნოემბრიდან — 1912 წლის 9 ივნისამდე ჩატარდა III მოწვევის სახელმწიფო დუმის ხუთი სესია. თავჯდომარეები იყვნენ: ნ. ხომიაკოვი (ოქტომბრისტი; 1 ნოემბერი, 1907 — 4 მარტი, 1910), ა. გუჩკოვი (ოქტომბრისტი; 29 ოქტომბერი, 1910 — 14 მარტი, 1911), მ. როძიანკო (ოქტომბრისტი; 22 მარტი, 1911 — 9 ივნისი, 1912).

აღნიშნული მოწვევა იყო ოთხიდან ერთადერთი, რომელმაც გასტანა კანონით გათვალისწინებული ხუთი წელი და არ იქნა დათხოვნილი.

IV მოწვევა

რედაქტირება

ჯამში არჩეულ იქნა 442 დეპუტატი, აქედან: ნაციონალისტები და ზომიერად-მემარჯვენეები — 120, ოქტომბრისტები — 98, მემარჯვენეები — 65, კადეტები — 59, პროგრესისტები — 48, სამი ნაციონალური ჯგუფი — 21, სოციალ-დემოკრატები — 14, მშრომელები — 10, უპარტიოები — 7.

1912 წლის 15 ნოემბრიდან — 1917 წლის 25 თებერვლამდე ჩატარდა IV მოწვევის სახელმწიფო დუმის ხუთი სესია. თავჯდომარეები იყვნენ: მ. როძიანკო (ოქტომბრისტი).

1917 წლის 25 თებერვალს (10 მარტს) იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ ხელი მოაწერა აპრილამდე სახელმწიფო დუმისა და საბჭოს საქმიანობის დროებით შეჩერებას. მიუხედავად ამისა სათათბირო არ დაემორჩილა და აწყობდა კერძო სხდომებს. სათათბირომ, როგორც ნიკოლოზ II-ის ოპოზიციურმა ცენტრმა დიდი როლი ითამაშა თებერვლის რევოლუციის განხორციელებაში. 27 თებერვალს დუმის დეპუტატებით დაკომპლექტდა სახელმწიფო დუმის დროებითი კომიტეტი, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო უმაღლესი ხელისუფლების ფუნქცია და ჩამოაყალიბა რუსეთის დროებითი მთავრობა.

მონარქიის დაცემის შემდეგ სათათბირო სრული შემადგენლობით აღარ შეკრებილა, თუმცაღა თავის სხდომებს დუმის დროებითი კომიტეტი რეგულარულად მაინც ატარებდა.

1917 წლის 6 (19) ოქტომბერს დროებითმა მთავრობამ დამფუძნებელი კრების არჩევნების მომზადებასთან დაკავშირებით სახელმწიფო სათათბირო საბოლოოდ დაითხოვა, ხოლო მის მოწვევამდე დროებით წარმომადგენლობით ორგანოდ სრულიად რუსეთის დემოკრატიული საბჭო დაადგინა. 1917 წლის 18 (31) დეკემბერს სახალხო კომიტეტის საბჭომ თავისი დეკრეტით გააუქმა დუმის კანცელარია და მისი დროებითი კომიტეტი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. პაიჭაძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 250.
  2. Полное собрание законов Российской империи, собрание 3-ое (1881-1913), т. XXV, указ 26656, ст. 637